"შარლერუას" ქართველი ფორვარდი წინასადრაფტო კემპში მონაწილეობისთვის იტალიაში ჩავა. 28 ივნისს NBA-ს დრაფტია
ერთ-ერთ სტატიაში დავწერეთ: მარტი ზაზა ფაჩულიას თვე იყო, მაისი - "არმიასი"... როგორც ჩანს, ივნისი თორნიკე შენგელიასი იქნება, რადგან ორ დღეში ერთხელ მაინც მოგვიწევს მისი გვარის ხსენება.

თავად განსაჯეთ: 20 წლის ახალგაზრდა ქართველი ამჟამად ბელგიის ჩემპიონატის ფინალურ სერიას თამაშობს. შემდეგ წინასადრაფტო კემპში მონაწილეობისთვის იტალიაში ჩავა. 28 ივნისს NBA-ს დრაფტია, რომელშიც შენგელიაც მიიღებს მონაწილეობას.

28-ამდე კი ამერიკელი მიმომხილველები არაერთ კლუბთან მიმართებაში ახსენებენ ქართულ გვარს.

5 ივნისს ტრევიზოში გასამართი "ადიდას-კემპის" ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა მონაწილეთა 45-კაციანი სია, რომელშიც თორნიკეს გვარიც ფიგურირებს.

მასთან ერთად არაერთი ცნობილი ახალგაზრდაა: ნიჰად დედოვიჩი (ბოსნია), ევან ფურნიე (საფრანგეთი), რიკარდო მორასჩინი (იტალია), კონსტანტინოს პაპანიკოლაუ (საბერძნეთი), საშა სალინი (ფინეთი), ტომაშ სატორანსკი (ჩეხეთი)...

ჩამოგითვალეთ მხოლოდ ის კალათბურთელები, რომლებიც დრაფტზე არჩევის რეალური კანდიდატები არიან.

ცხადია, მათ შორისაა თორნიკე შენგელია. მას ტრევიზოში ნიჭიერ ევროპელებს შორის თავის გამოჩენის კარგი შანსი ექნება, მით უმეტეს, რომ კემპზე ოპტიმალური ფორმით ჩავა: ბელგიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა 7 ივნისსაა დაგეგმილი (დასჭირდებათ თუ არა თორნიკეს თანაგუნდელებს მეხუთე მატჩი, ამავე გვერდზე წაიკითხავთ), ხოლო ტრევიზოს კემპი 10 ივნისს იწყება.

პირველივე დღეს კალათბურთელები ოთხ გუნდად გაიყოფიან და დილა-საღამოს ორ-ორ მატჩს ჩაატარებენ. ასე გაგრძელდება 12 ივნისამდე. ყოველი დღის ბოლოს კი საუკეთესო კალათბურთელები ვარსკვლავთა ნაკრებში შეიკრიბებიან და ჯერ რუსეთის კრებულს ეთამაშებიან, შემდეგ საფრანგეთისას.

დაკვირვების მიზნით ტრევიზოში, ამერიკელ სკაუტებთან ერთად, NBA-ს გუნდების მწვრთნელებიც ჩავლენ.

ვარჯიშებს კი ქართველთათვის კარგად ნაცნობი სპეციალისტები წარმართავენ. მწვრთნელის რანგში ტრევიზოში მიწვეულია ჩვენი ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცის, გორდონ ჰერბერტის ასისტენტი კენი ატკინსონი და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენი ნაკრების თავკაცი იყო - ჯეი ტრაიანო ("ტორონტო რეპტორსი").

ამ უკანასკნელმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან 2006 წელს გააფორმა კონტრაქტი, თუმცა ისე გაწყვიტა, რომ ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება კენი ატკინსონს, იგი ამჟამად "ნიუ იორკ ნიქსში" მუშაობს, 2011 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე მაიკ ფრატელოს გვერდით უკრაინის ნაკრებს წვრთნიდა. ტრევიზოს კემპზე ასევე მწვრთნელად იმუშავებს ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ანდრეა ტრინჩიერი, მარკოიშვილი-შერმადინის "კანტუს" დამრიგებელი.

კემპის ოფიციალური საიტის პირველივე გვერდზე კიდევ სამ ქართველს შეხვდებით: დიდების დარბაზი "ადიდას-კემპსაც" აქვს, რომელშიც არიან ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე. ნიკა 2002 წელს დრაფტზე "დენვერ ნაგეტსმა" აირჩია, ზაზა 2003 წელს - "ორლანდო მეჯიქმა", ხოლო ვიქტორი 2004 წელს - "ატლანტა ჰოქსმა" და იქვე "სან ანტონიოს" დაუთმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

george
ჯეი ტრაიანო საქართველოს ნაკრების თავკაცი როდის იყო?
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"