გულშემატკივრების გამოკითხვაში ალეკოზე მეტი ხმა მხოლოდ სომეხმა იურა მოვსესიანმა მიიღო
რუსეთის პრემიერლიგის ხანგრძლივი, წელიწადნახევრიანი სეზონი დასრულდა და "წიწილებს" გულშემატკივრებიც ითვლიან და სპეციალისტებიც.

ამჟამად ყველაზე მეტი ქართველი ფეხბურთელი "კრასნოდარში" თამაშობს - მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველი და კაპიტანი ალეკო ამისულაშვილი და თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე.

"კრასნოდარის" ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს. გამოკითხვაში 8 200 ქომაგი მონაწილეობდა და ამისულაშვილი მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველი პირველ ადგილზე 3 798-მა ფანმა დაასახელა. პირველ ადგილზე იურა მოვსესიანი გავიდა, რომელსაც უპირატესობა ოდნავ მეტმა გულშემატკივარმა მიანიჭა - სომხეთის ნაკრების თავდამსხმელმა 3 920 ხმა მიიღო.

ცხადია, ასეთი ფორმის გამოკითხვა ყოველთვის სუბიექტურია, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც ასახავს ფანების დამოკიდებულებას. გამომდინარე იქიდან, რომ კრასნოდარში საკმაოდ ბევრი სომეხი ცხოვრობს, გასაგებია, რომ ისინი უპირატესობას მოვსესიანს მიანიჭებდნენ.

ამისულაშვილს ბევრად ჩამორჩა მესამე ადგილზე გასული ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟოაზინიო - მან სულ 300 ხმა მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა