მზადების ამ ეტაპზე გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობს. არის რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, ზოგიერთ ძველს კი შეელევიან
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებს შვებულება დაუსრულდათ და მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით სეზონისთვის მზადება დაიწყეს.

გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი პაპიაშვილის თქმით, "ტორპედოს" ფეხბურთელებმა 1-2 ივნისს სამედიცინო შემოწმება გაიარეს, 3 ივნისიდან კი გუნდის საწვრთნელი ბაზის განახლებულ ბუნებრივსაფარიან მოედანზე ვარჯიში დაიწყეს.

ევროპალიგისთვის მზადების ამ ეტაპზე გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობს. არის რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, ზოგიერთ ძველს კი შეელევიან.

პაპიაშვილის თქმით, დამრჩენთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. ცნობილია, რომ ორმხრივი შეთანხმებით, კონტრაქტი გაუწყდა თავდამსხმელ ლაშა კემუხტაშვილს; უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ ახალწვეულები: მარტვილის "მერანიდან" გადმოსული 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი და ფოთის "კოლხეთის" ყოფილი მოთამაშე ბექა ტუღუში. ეს უკანასკნელი უჟგოროდის "ზაკარპატიეში" ისინჯებოდა, მაგრამ 22 წლის თავდამსხმელმა უკრაინელების პასუხის ლოდინს "ტორპედოში" რეალური კონტრაქტი ამჯობინა.

პაპიაშვილის თქმით, გუნდი 14 ივნისს ავსტრიაში გაემგზავრება. როდემდე დარჩება "ტორპედო" ამ ქვეყანაში, ევროპის ლიგის კენჭისყრაზეა დამოკიდებული. ევროსარბიელზე "ტორპედოს" მეტოქე 25 ივნისს გაირკვევა და თუ პირველი შეხვედრა (5 ივლისს) ქუთაისში ჩატარდება, მეორე დღეს გუნდი საქართველოში გამობრუნდება. და თუ სეზონს საგარეო მატჩით გახსნიან, ასეთ შემთხვევაში, გეგუჩაძის გაწვრთნილები ავსტრიაში 29 ივნისამდე გაჩერდებიან და მეტოქეს ავსტრიიდან ჩააკითხავენ.

ქუთათურთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ტორპედოს" ხელმძღვანელობას ავსტრიაში გამგზავრებამდე საკონტროლო მატჩის (ან მატჩების) ჩატარება სურს. ახლა აზუსტებენ, ვისთან და როდის ითამაშებენ.

ამ ეტაპზე გუნდთან ერთად არ ემზადებიან მცველი გივი იოსელიანი, ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი და თავდამსხმელი ნიკა საბანაძე, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ბელარუსსა და ესტონეთში იმყოფებოდნენ და "ტორპედოს" ორი დღის მერე შეუერთდებიან.

"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია, რომელიც შარშან დაშავდა და მოედანს ვერა და ვერ დაუბრუნდა.

ქუთაისელებმა მზადება დაიწყეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად