"საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელები - ამას იმაზე ვამბობ, რაც კობიაშვილსა და მწვრთნელს შორის მოხდა"
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი შვებულებას თბილისში ატარებს და ინტერვიუსთვის მოვინახულეთ.

ლეგიონერებს მეტწილად ტელეფონით ვუკავშირდებით ხოლმე და ასეთ დროს რთულია რესპონდენტსა და კორესპონდენტს შორის ურთიერთობა. უშუალო შეხვედრის დროს კი საუბარი და შესაბამისად, ინტერვიუც უკეთესი გამოდის.

ეს ზოგადად, დანარჩენს კი კითხვა-პასუხში ამოიკითხავთ.

"ქაისერისფორი" და ეროვნული ნაკრები, ურთიერთობა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის, რამდენიმე ეპიზოდი კარიერიდან - ხიზანიშვილი ამ თემებზე საუბრობს...

- ბრიტანეთში ათი წელი ითამაშე და შემდეგ თურქეთში გადახვედი. დამეთანხმები, კონტრასტი მნიშვნელოვნად დიდია - რამ განაპირობა ასეთი არჩევანი?

- ჯერ კიდევ შარშანწინ შემოთავაზება მქონდა თურქული "გაზიანთეფსფორიდან", მაგრამ უარი ვთქვი. შარშან კონტრაქტი დამიმთავრდა "ბლექბერნთან" და ეს თავისთავად მიადვილებდა არჩევანს. მთავარი კი მაინც შოთა არველაძის ფაქტორი იყო და მეც ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი მის გაწვრთნილ გუნდთან.

- და როგორ შეეგუე თურქეთსა და იქაურ ჩემპიონატს?

- თურქეთის ჩემპიონატში უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე ინგლისში. თურქეთში უპირატესობას ანიჭებენ, ასე ვთქვათ, მაწაკ თავდამსხმელებს, სწრაფ და ტექნიკურ ფორვარდებს. "გალათასარაისა" და "ფენერბახჩეში" ისეთი კლასიანი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც ევროპის ელიტურ ლიგებში.

ერთი სიტყვით, თურქეთის ჩემპიონატში თამაში ადვილი არ არის. თურქეთის ლიგა საკმაოდ შემოსავლიანია, დიდი ფული ტრიალებს, დიდი სერიოზულობით ეკიდებიან ფეხბურთს.

- ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა ფაქტია, რომ ევროსარბიელზე თურქულ კლუბებს ძალიან უჭირთ ტოლ-სწორად თამაში მხოლოდ გრანდებთან კი არა, საშუალო დონის ევროპულ კლუბებთანაც კი - როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

- ჩემი აზრით, მთავარი განსხვავება ფიზიკურ მომზადებაშია, თორემ სათამაშო კლასში მნიშვნელოვანი სხვაობა არ უნდა იყოს. როცა თურქეთის ჩემპიონატს ინგლისს ვადარებ, "ფიზიკაში" განსხვავება მართლაც თვალში მხვდება.

- 2011/12 წლების სეზონი "ქაისერისფორისთვის" წარმატებული ვერ გამოდგა, რასაც თავისი მიზეზები ექნება...

- 2010/11 წლების სეზონი "ქაისერმა" ისე ჩაატარა, რომ მომდევნო წელს გუნდს არცთუ მოკრძალებული ამბიციები გაუჩნდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ "ქაისერისფორი" ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მოვიდა რვა ახალი მოთამაშე, რომელთაგან ზოგმა ვერ გაამართლა. ამას დაემატა ტრავმები.

ყველაზე მთავარი პრობლემა გოლის შემგდები შემტევის პოზიცია გვქონდა. "ქაისერში" არ აღმოჩნდა თავდამსხმელი, ვისაც, ასე ვთქვათ, გუნდის ამოყვანა შეუძლია. 4-3-3 განლაგების დროსაც ასეთი თავდამსხმელის ყოლა ერთობ მნიშვნელოვანია, თუმცა საქმეს თავდამსხმელთა რაოდენობის გაზრდამაც ვერ უშველა. მინდორი სარკესავითაა. "ქაისერის" ზოგმა ფეხბურთელმა მართლაც ვერ ითამაშა სათანადო დონეზე.

- ინგლისში გატარებული ბოლო სეზონების დროს ზედმეტი წონის პრობლემა გაწუხებდა, თურქეთში გადასვლის შემდეგ ეს საკითხი მოაგვარე. განსაკუთრებული რაციონი გაქვს შერჩეული?

- არანაირ დიეტაზე არ გადავსულვარ, საქმე სულ სხვა რამეშია. ინგლისში ისეა ყველაფერი მოწყობილი, თუ სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, მხოლოდ ვარჯიშებით თითქმის შეუძლებელია ოპტიმალური წონის შენარჩუნება. იქ ისეთი ვარჯიშებია, გვარიანად ვერც კი დაიღლები. რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული ფეხბურთელის პროფესიონალიზმზეც.

"ბლექბერნში" სემ ელერდაისი რომ მოვიდა მწვრთნელად, სკამზე დამსვა. ამით ამოწურა ჩემთან ურთიერთობა...

თურქეთში რომ გადავედი, სხვანაირი სურათი დამხვდა. შოთა სულ მელაპარაკებოდა ამ თემაზე, მწვრთნელთან უწყვეტი კონსულტაციები მქონდა და ყველაფერმა ამან დადებითად იმოქმედა.

სიმაღლეში 186 სმ ვარ და ჩემი სათამაშო წონა 84-85 კილოგრამია - ამ დროისთვის ყველაფერი რიგზეა. ისე კი, ჭარბი წონისადმი მიდრეკილება მართლა მაქვს - როცა დავიბადე, 5 კგ და 600 გრამი ვყოფილვარ...

- თურქეთში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. გულშემატკივრობის დიდი და თავისებური ტრადიცია აქვთ ინგლისშიც. შენი დაკვირვებით, სად უფრო დიდია გულშემატკივრობის მუხტი?

- ფანატიზმი თურქეთში უფრო დიდია. ქაისერში კი მაინცდამაინც დიდად არ უყვართ ფეხბურთი. ძალიან კარგი სტადიონი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ ივსება ბოლომდე, თუ "გალათასარაის" ან "ფენერბახჩეს" ვეთამაშებით. თურქეთში ყველაზე ვნებიანი ფანები "ფენერბახჩეს" ჰყავს. წელს ამ გუნდს რომ მოეგო ჩემპიონატი, ძალიან ცუდი ამბები ატყდებოდა - "ფენერს" ხომ ჩემპიონატის მიწურულს გაუჩნდა ამის შანსი. მანამდე თითქოს ყველა შეგუებული იყო "გალათასარაის" ჩემპიონობას.

- მსაჯობის თემა მწვავედ დგას თურქეთში. მაინც რა ხდება, რა განაპირობებს ამ პრობლემას?

- ამ მხრივ ვითარება მართლაც რთულია, ცალ ხელზე თუ ჩამოთვლი კარგ მსაჯებს. სიტუაცია კატასტროფულია. ყველა შეხებაზე გაფრთხილებას მაძლევდნენ. ინგლისში თუ შოტლანდიაში მსაჯი ჯერ სიტყვიერ გაფრთხილებას გაძლევდა, თუ ოდნავ უხეშად ეთამაშებოდი მეტოქეს, თურქეთში კი... სეზონში ათი ყვითელი ბარათი დამიგროვდა. ჩემს კარიერაში ამდენი გაფრთხილება არასდროს მიმიღია.

არც ვიცი, ზეწოლის ბრალია ეს ყველაფერი თუ არასათანადო კვალიფიკაციაა, მაგრამ ფაქტია, რომ მსაჯობა თურქეთში ძალიან ცუდია.

- რამდენიმე თვეში 31 წლის გახდები. როცა ფეხბურთელი ასეთ ასაკშია, უკვე ფიქრობს, თუ როდის დაასრულოს თამაში და რა გზა აირჩიოს...

- ფეხბურთელის კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ, ჯანი კვლავაც მერჩის. მუხლმა არ შემაწუხოს და სხვა ტრავმა არ მივიღო და კიდევ რამდენიმე წელს ვითამაშებ.

28 წლის რომ გავხდი, მას მერე უკვე სულ სხვანაირად ვთამაშობ ფეხბურთს, სხვანაირად გავდივარ მოედანზე, სხვანაირად ვიღებ სიამოვნებას თამაშისგან - ბურთის ერთი კარგი ართმევა, ერთი კარგი ორთაბრძოლის მოგება, მოწინააღმდეგის ერთი სვლის კარგად წაკითხვა - უკვე ესეც საკმარისია, რომ თამაშით ვისიამოვნო.

სპორტსმენისთვის მთავარი მაინც ჯანმრთელობაა. "დანდიში" რომ ვთამაშობდი, "რეინჯერსთან" მატჩში ტორე-ანდრე ფლო უკნიდან დამეჯახა. ტრავმის შემდეგ მუხლზე 17-ჯერ გადამიღეს სურათი და სერიოზული ვერაფერი დაინახეს. შემდეგ "სელტიკთან" გვქონდა თამაში. ბურთის აუტზე მოგერიებას ვაპირებდი, როცა მუხლმა არ გამიშვა. ლარსონმა ამით ისარგებლა და გოლი გაგვიტანა. ამის მერე აღმოჩნდა, რომ მუხლის ორივე მენისკი დაზიანებული მქონდა, ჯვარედინა იოგები კი დაწყვეტილი.

ოპერაცია ბოლონიაში გავიკეთე. კლინიკიდან რომ გამომწერეს და სამედიცინო საბუთები გამომატანეს, ვიდეოც თან მოაყოლეს. თურმე, ოპერაციის ჩანაწერი იყო. დისკი რომ ჩავრთე, მალევე გამოვრთე, ამის ბოლომე ყურება ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

- ნაკრების თემაზე გადავერთოთ. ბოლო დროს ჩვენი ეროვნული გუნდის ირგვლივ, ცოტა არ იყოს, დაძაბული ფონი შეიქმნა. უკვე ღიადაც მიდის იმაზე საუბარი, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. გუნდის კაპიტანი ხარ და ალბათ, შენც გეთქმის ამ ყველაფერზე სიტყვა...

- არაერთ გუნდში მითამაშია და უნდა გითხრათ, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ყოველთვის ყოფილა პრობლემები.

ალექს მაკლიშმა ექვსი თვე არ მათამაშა, "ბლექბერნში" სემ ელერდაისი რომ დანიშნეს მწვრთნელად, პირდაპირ მითხრა, მაღალი, ზანგი მცველები მომწონსო.

სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვაბალანსებდი საკუთარ თავს. ამა თუ იმ მწვრთნელს რაღაცაში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ თუ უთანხმოება დიდ პრობლემასა და ცემა-ტყეპაში გადაიზარდა, უკვე დიდი სისულელე გამოვა. ასეთ დროს დამნაშავე უკვე ორივე მხარეა.

მწვრთნელს 22 ფეხბურთელი უსმენს და ერთთან მაინც ექნება დაძაბული ურთიერთობა.

ჩვენს ნაკრებზე პრესაში რაც იწერება, საქმის კურსში ვარ. ვფიქრობ, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელები - ამას იმაზე ვამბობ, რაც კობიაშვილსა და მწვრთნელს შორის მოხდა. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობაში მთავარი ის არის, რომ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს უნდა შეეძლოს კომპრომისზე წასვლა.

გუნდის ინტერესებისთვის ის ჯობია, რომ ან ერთმა დათმოს, ან მეორემ. საქართველოს ნაკრებშიც ასე უნდა იყოს...

- როგორც ვიცი, ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში საპრემიო სისტემა აღარ არსებობს. ფაქტია, გუნდს ცუდი შედეგები აქვს და შესაძლოა, ზოგს უადგილოდ მიაჩნია ამ საკითხის წამოწევა, თუმცა საინტერესო უნდა იყოს გუნდის კაპიტნის პოზიცია...

- 13 წელია, რაც ნაკრებში ვთამაშობ და როგორ გგონიათ, პრემია რამდენჯერ ავიღე? ასეთი სულ სამი იყო - როცა რუსეთს მოვუგეთ 1:0, ბადრი პატარკაციშვილმა გუნდზე 100 000 დოლარი პრემია გამოგვიყო. შემდეგ კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას ფარერებს 6:0 რომ მოვუგეთ, მაშინ მაძლევდნენ პრემიას, მაგრამ იმ შეხვედრაში არ მითამაშია და ჩემთვის გამოყოფილი ორი ათასი არ ავიღე. მესამედ მაშინ იყო, როცა ალენ ჟირესის მწვრთნელობისას თურქეთს სტუმრად ფრე ვეთამაშეთ და შინ ალბანეთს მოვუგეთ.

ფეხბურთის თამაში არის ჩვენი საქმე, ჩვენი პროფესია, ამით ვშოულობთ ფულს. რომ ამბობენ, ნაკრები სულ ბოლო ადგილზე გადის და რა აქვთ სალაპარაკოო, მოვიდნენ ფეხბურთელებთან, დაგველაპარაკონ, გაიგონ, რა ხდება, რა სიტუაციაა...

"ბლექბერნში" რომ ვიყავი და ორ სანაკრებო მატჩზე რომ მომივიდოდა მოწვევა, თანაგუნდელები მეუბნებოდნენ, როგორ გაგიმართლა, კარგად იხეირებო. მათ ეგონათ, რომ მხოლოდ ნაკრებში გამოძახებაზეც კი რაღაც თანხა იყო დაწესებული...

ვსვამ კითხვას, ვინმე იმუშავებს უფულოდ? პატრიოტიზმი ის არის, რომ უფულოდ ირბინო და ოჯახი მშიერი გყავდეს?..

მოედანი სარკესავითაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

shota173
თემური "ბატონო თემურ", ირონია გადაინახეთ თუ შეიძლება. ყველას ერთნაირად ვერ მოთხოვ სამშობლოს სიყვარულს, მაგრამ ამისთვის ვინმეს პატრიოტიზმის ეჭვQვეშ დაყენება არასწორად მიმაჩნია მე
უძლევი
პატრიოტიზმი პროფესია ყოფილა ხიზანიშვილის თანახმად. თუ მეტს გადაგიხდიან მეტ სამშობლოს სიყვარულს გამოიჩენ :) მდაა...
tamuna
საქონელია ეგ, ფეხბურთელი კი არა,ვაი მაგნაირებს............
luxuta
მარადონას წიგნი წააკითხეთ ამ არსებას კითხვა თუ იცის. და კიდევ ჯორჯ ვიას შესახებ უამბეთ საკუთარი ქვეყნის ნაკრები პირადი ხარჯებით რომ დაჰყავდა შეკრებაზე
თემური
shota173....რაში ეკუთვნით პრემია? წაგებულ თამაშებში? რატომ წავიდა ინგლისიდან? ვერ გაქაჩა და თანაც ეტყობა ფულს დახარბდა... რაც შეეხება მშიერი ხალხის დაპურებას "ბატონო შოთა" მაგაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს... ჩემი კომპის ფული არ უშველის... და თანაც შეიძლება მართლა ვინახავ მშივრებს....მაგრამ ამას ნამუსი ხომ უნდა ქონდეს ამ მშიერი ხალხის ფულიდან კიდევ წილს რომ ითხოვს...
bacho
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, მეცოდება ეს კაცი ტურმე მშიერი ყოლია ცოლ შვილი ისიც ინგლისში,
shota173
ხალხოოო პრემიაააა პრემიაააა.... წაიკითხეთ კარგად და მეც დამანახეთ სად წერია ხელფასი. აქედან რო აკრიტიკებთ ამ ბიჭებს, ნაკრებით აიწყვეს კარიერაო, ხიზანაზე რომელი იტყვით უსამართლოდ თამაშობდა და არ ეკუთვნოდაო? ეგ კაცი თავისით შოულობდა თავის მილიონებს თუ ათასებს და ამ ურაპატრიოტიზმს, თუ ეგრე შეგტკივათ გული მშიერ ხალხზე, მოკიდეთ თქვენ კომპებს ხელი, გაყიდეთ და დაურიგეთ აღებული თანხა გაჭირვებულებს ან შეეშვით სხვების დაუმსახურებელ კრიტიკას. თორე ხიზანეიშვილის მაგალითი სახეზე აქვს ყველას. ბიჭს ძააალიან დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა და ყველა ხედავთ სადაცაა ეხლა და გაიხსენეთ რატომ
beqa
აი თურმე რაში ყოფილა საქმე.ესენი აზრზე არ არიან რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის ნაკრებში გამოძახება და თამაში.ნაკრები არ არის ის ადგილი სადაც ფული უნდა აკეთო.ფულის გასაკეთებლად არსებობს კლუბები,საიდანაც ხიზანიშვილმა ძალიან ბევრი ფული იშოვა.მოიგეთ ბატონო თამაში და მოგცემენ პრემიას.120 ნაკრებიდან 98-ე ადგილზე რომ იქნები რა პრემიაზეა ლაპარაკი.ახლა ზოგი იმას იტყვის ჯერ მისცენ პრემია და მერე მოიგებენო .პრემიის დანიშნულება სწორედ ის არის,რომ ჯერ უნდა მოიგო და დაიმსახურო ეს ჯილდო.პრემია ხელფასი ხომ არ არის...
aka
გრცხვენოდეს ARVELADZE! გრცხვენოდეს SICHINAVA! ნუ ჟორდანია,ახალკაცზე არაფერს ვამბობ! სხვათაშორის ჟორდანიას დრო ყველას ჯობდა შედეგებს თუ გადავხედავთ! ვითარდებით,ნუ იღელვებთ,მიუხედავად იმისა რომ ნაკრებს ოფიციალური გასვლითი თამაში 5 წელია არ მოუგია! რა პატრიოტიზმი,რის პატრიოტიზმი! ამათ რო პატრიოტიზმი ქონდეთ დაანებებდნენ ფეხბურთის თამაშს თავს :)))))))))) გასვლაზე 5 წლის მოუგებელი სერიის შემდეგ,რომელიც ჯერაც არ დასრულებულია და ვინ იცის როდემდე არ დასრულდება,ქეცბაია,სიჭინავა,არველაძე 2016 ში ევროპაზე თამაშს! კარგით რა,სირცხვილია,მართლა არ მოგბეზრდათ ამდენჯერ ხალხის მოტყუება? რით ვერ გასძეხით?! ეს ის სიჭინავააა ხო,რომელისთვისაც სიტყვას და ძაღლის ყეფას ერთიდაიმავე მნიშვნელობა აქვს? ეს არ ამბობდა მეორედ კენჭს არ ვიყრიო? მაგრამ ფული დაინახა ფული და იქედან წამოვა?! გემში უნდა შეგყარონ კაცმა და უნდა ჩაგძირონ რა
aka
მხოლოდ ამათი ბრალი არ არი ჩვენი წარუმატებლობა! როცა მეთაური გყავს გაიძვერა ხელქვეითებს ვერაფერს მოსთხოვ! ესენიც ხედავენ როგორ ჭამენ ქართულ ფეხბურთს და ამიტომ აქვთ ფულის მოთხოვნილება! ხედავენ გამოყოფილი სახსრები როგორ მიდის ფედერაციაში მოკალათებული "მამების" ჯიბეში და ამათაც აუცრუვდათ გული! არაფერი უფასდებათ და ამიტომაც აუცრუვდათ გული! ავიღოთ 1)ცქიტიშვილი- კაცი,რომელიც მართლა არაფერს იშურებდა ნაკრებში თამაშის დროს,ვისაც გახსოვთ მატჩი იტალიასთან დინამოზე,ისიც გემახსოვრებათ თავზე ბინტწაკრული ცქიტომ როგორ აალაპარაკა დონადონი,ეს რომ ჩემს ნაკრებში მყავდეს გამთამაშებლად ბედნიერი ვიქნებოდიო! და ჩვენ როგორ დავუფასეთ ცქიტოს გაწეული ღვაწლი? ფეხბურთიდან რომ წავიდა ამ ნაძირლებმა სიუჟეტი გაუკეთეს ნარკამანი იყოვო(სასაცილოა)! 2)კალაძე,კაცი ამბობს დინამო დამითმებთ და მსოფლიო ნაკრებს ჩამოვიყვანო,ესენი კი უარს ეუბნებიან(სასაცილოა)! 3)კობიაშვილი,ნაკრებიდან გაუშვეს,ისე რომ არავის მიზეზი არ აუხსნია,თუნდაც ზრდილობისთვის! 4)დემეტრაძე,რომელიც მთელ ერს უყვარდა,დაიჭირეს და ტელევიზიით დადიოდნენ,დემეს გარეთ გამოშვება ვის გინდათო და ყველა გარბოდა,არავინ პასუხობდა მე მინდაო! ნუთუ იმდენი არ გაუკეთებია დემეს,მიუხედავად იმისა დამნაშავეა თუ უდანაშაულო 1 სიტყვით გამოვხატოთ თანადგომა?( შევარდნაძე ხო უდანაშალოა კრწანისში რო ზის მეფესავით)! 5)ყენია,რომელიც 15 წუთი არ ათამაშა,ჩვენმა დიადმა ქეცბაიამ,!ყენიამ სთხოვა,ანდერლეხტიდან,ლაციოდან და ბეშიქთაშიდან არიან ჩამოსულები ჩემს სანახავად და წაგებულ თამაშზე(3:1) 75 წუთზე შემიშვი რო დამინახონ,სირბილი რო შემიძლიაო! ქეცბაიამ არ შეუშვა და რომ შეეშვა კარგის გარდა სხვა რამე იქნებოდა ჩვენთვის?თუ ყენიას კარგი გუნდი წაიყვანს,ვის გამოადგება?ისევ ჩვენს ნაკრებს,რომელის ფეხბურთელების 87 % სათადარიგოთა სკამს ხეხავს თავიანთ კლუბებში! 6).... 7).... შორს წაგვიყვანს გაგრძელება სიისა! აი პრობლემა რა არის! და აი,ის პრობლემები რომებითაც უცრუვდებათ გული ნაკრებზე! ეხლა კიდე გვაბოლებენ ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩავატაროთ საქართველოშიო(სასაცილოა)! პოლონეთმა 23 მილიარდი დახარჯა მომზადებისას,როცა ჩვენზე 60 ჯერ უკეთესი ინფრასტუქტურა ქონდატ და ჩვენ 120 მილიარდი უნდა დავხარჯოთ?საიდან ამდენი ფული ბატონო დომენტი? 120 მილიარდი საქართველოს 20 წლის ბიუჯეტია! არც არსაიდან უბრალოდ ენა გაქვთ გამოყოფილი,გვეჭყანებით,გვეღადავებით ისედაც გამწარებულ ხალხს! რომაელებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა: "პური და სანახაობა მიეცით ხალხსო" და თქვენც ამ პოლიტიკით ასაზრდოვებთ ხალხს! ნეტა თუ არ შეგრცხვათ,როცა გორის დილასა და ზესტაფონის მათჩზე მსაჯის უმსგავსოების გამო მთელი სტადიონი რომ გაგინებდათ,თქვენ კი დაღვრემილი ჩემს წინ იდექით და ისმენდით! სად წაიღეტ კაცობა? ჯერ ამათ ვკითხოთ ხალხო სად წაიღეს კაცობა? და მერე ხიზანას ან ორივეს ერთად! ეს რაც ხდება მხოლოდ ხიზანას ბრალი არ არის!
ოთო
მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ ნაკრების კაპიტანი მინიმუმ არ უნდა იყოს ფულზე დახამებული ეგოისტი, ქეცბაიამ ეს კაცი მინიმუმ კაპიტნობიდან უნდა მოაშოროს!!!!!!!!!! აქ ითქვა და მეც დავამატებ, ამ ფეხბურთელების უმეტესობამ ტავიანთი კარიერა სწორედ ნაკრებით აიწყვეს და ვერანაირად ვერ მოხვდებოდნენ იგივე ინგლისში თუ ნაკრებში 75% არ ექნებოდა ნათამაშევი, ასე რომ პრემია კი არა ამდენ მილიონებს რომ აკეთებენ ნაკრების ხელშეწყობით წუწუნს მაინც მოეშვან
goderdzi bicho
აუ აი მეტირება რა უბრალოდ, რას დავეჯახო არ ვიცი. თქვენ ვის უფრო კაი საათი და X5 ყავს იმაში ეჯიბრებით. მე კი არ გითვლით თქვენ, თქვენ ითვლით და კიდე უფრო ნათლად ვხვდები ეხლა რა ხდებოდა და ხდება ჩვენ ნაკრებში. სულ ფული ფული ფული. სიჭინავა და არველაძე რომ ამათზე არამზადები არიან მაგას მგონი არავინ იძახის, უბრალოდ ამისგან გამიკვირდა გულწრფელად. რა ოჯახი გყავს მშიერი??? მშიერია ის სტადიონზე რო ვხდეავ ხოლმე დიდ ტყავის 'კურტკაში' და მთელი ტამაში მყრალ სიგარეტს რო ეწევა მარა მაინც რო ვერ 'ისწავლა ჭკუა' ჩემსავით, ჩვენსავიტ და მაინც რომ იმედით უყურებს თქვენ თამაშს. ვახ როგორ მტკივა ეს ყველაფერი ჩემო 'ხიზან'. ეს ხომ დიდი წუმპეა, უ-წუმპესი. არველაძე ბიჭო, შეგრცხვეს. ნუთუ მართლა გჯერა რომ ხალმა არაფერი არ იცის რა უპრინციპოც ხარ და რომ ფეხბურთს შენც ანგრევ. შენ თავთან შეიძLება პოულობ გამართლებას ან არ გინდა იმ შინაგან ხმას მოუსმინო რომელიც გეუბნება რომ ცდები. უყრუებ და მიყვები ცხოვრებას. ეს ცხოვრება ისეთი რაღაცაა გმირობამდე ერთი ნაბიჯია როდესაც თანამდებობა გაქვს და პირიქით. ეხ ჩემო ქართველებო, მინდა რომ უკეთესები ვიყოთ. თურმე ხელფასი გინდა ნაკრებში რო ირბინოთ, გიჟები ხართ მგონი თქვენ !!! დავამტვრევ ეხლა ამ კომპიუტერს!!
merabi
აი, რაგბისტების მაგალითის მოყვანა არასწორი მგონია: კაცს კაცობა ან დაჰყვება, ან არა. რაგბისტების უმეტესობას დაჰყვა, ზოგიერთ ფეხბურთელს კი - სამწუხაროდ, არა
ბესო
ხიზანიშვილი მაგრა მეცოდება უკვე რეების ატანა მოუწევს ამ ვითომ ქართველს სტადიონზე, აი კომენტარებს გადახედეთ, თუ ჩამოვიდა საერთოდ
leon_24
რაგბისტებმა რაგა უნდა თქვან? ეხლა კიდე ჩაიდო ფული რაგბში მარა 7-8 წლის წინ არც მწვანე მინდორი ქონდათ არც ცხელი წყალი არც ხელფასი და არც პრემია, თავს აკლავდნენ და მსოფლიო რეიტინგში რუსეთს და ამერიკას ვუსწრებდით (დგესაც ვუსწრებთ)სულს და ხორცს დებდნენ ყველა ტამაშში. შენ კიდე უნდა გრცხვენოდეს ხიზან ძაან ბევრს დაგისტვენენ შემდეგ ტამაშშზე.
Guja
ფუ ამის......გაგებული კი მკონდა მაგარი ცანცარა კლ...ეაო მარტლია. მართლა მოკვეტონ ნაკრებიდან! ამის ნახვა აგარ მინდა სტადიონზე!!!!!
თემური
ასეთი ვაჟკაცი და ჯიგრიანი კაცის შვილი სანამდე დასულხარ? ეტყობა საზღვარგარეთ ჩაგიკლეს ქართული მენტალიტეტი და სული. შენს გამო საქართველოს ჰიმნს, რომ უკრავენ სიახრულით ცაში უნდა დაფრინავდე და შენ კიდევ თურმე ფულზე ფიქრობ...რას ეტყვი მერე შვილებს წაგებულ თამაშებში ფულს რომ არ მიხდიდნენ იმიტომ არ ვთამაშობდი გულითო?
Dato
ეს რა თქვა?! ნაკრებში თამაშის გამო მოხვდა ბრიტანეთში, სადაც ფული იშოვა. ნაკრებში რომ არ ეთამაშა, ვინ გაიცნობდა. მადლიერი უნდა იყო, ხიზან
დურუ
ბალკანეთში ნუთუ მეტი კაცობა და პატრიოტიზმია? ეს კითხვა გამიჩნდა ისტორიას რომ გადავხედე........
dato
არცერთი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებს ფედერაცია ხელფას არ უხდის! გამოყოფს პრემიებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან თამაშებზე! როგორც ხიზანამ თქვა ნაკრები რომ ბოლო ადგილზე გადის იმის ბრალია რომ ფულს არ გვიხდიან და ჩვენც სურვილი არ გვაქვს ტამშისო )) ესეთი ფეხბურთელები არ უდნა გამოიძახო ნაკრებში, რა პატრიოტიზმზეა საუბარი, ქართველებს როგორც ყოველთვის პირველ რიგში ფული აინტერესებთ და შემდეგ დანარჩენი! გადით ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე და მიიღებთ დიდ პრემიებს!
თემური
უბრალოდ უსინდისობაა შენი საქციელი "კაპიტანო"... რომელ ქვეყანაში აქვს ნაკრების მოთამაშეს ხელფასი? შენ წაგებულ თამაშებში ითხოვ პრემიას? ქართველ ხალხს იმდენი ტკივილი და იმედგაცრუება ახსოვს თქვენგან და ამაში ფული გინდა. ამ გაჭირვებულ ხალხს შეგიძლიათ თუნდაც ვაჟკაცურად წაგებულ თამაშში რამოდენიმე საათით დაავიწყოთ პრობლემები, ამასაც არ აკეთებთ და ფულს ითხოვ. შენ რა გულით უნდა გაიყვანო გუნდი მოედანზე. წადი დროზე კაპიტნობიდანაც და ნაკრებიდანაც...კალთებს არავინ დაგახევს...
aka
კარგი,პრემია მივცეთ! შემეშალა
Giorgipirweli
AKA, სხვა ქვეყნების რა გითხრა, მარა გერმანიაში ნაკრებში ფეხბურთელებს ხელფასს არ უხდიან. მგონია, სხვა საფეხბურთო ქვეყნებშიც ასეა. ნაკრებებში მხოლოდ პრემიებს აძლევენ.
Giorgipirweli
ხიზანიშვილს ნამდვილად არ ეყოლება მშიერი ოჯახი! რეებს ლაპარაკობს??? იგივე ხორვატებმა, ინგლისთან თამაშის წინ, შეურაცხყოფად მიიღეს პრემიების შეთავაზება (თუ სწორად მახსოვს, მერსედესებს შეპირდნენ), ჩავიდნენ უემბლიზე და რაც დამართეს ინგლისის ნაკრებს, ყველას კარგად გვახსოვს.
aka
უმჯობესია,ფედერაციასთან შევიკრიბოთ და იქ ვუსტვინოთ ჩაბუდებულ მაფიას ვიდრე ამ ბიჭებს! ვისაც გიყვართ ფეხბურთი და გაზიზგებთ ეს მართველი ორგანო დავთქვათ დრო და შევიკრიბოთ ფედერაციასთან და სხვა თუ არაფერი იმის გაგება მაინც მოვითხოვოთ როდის მოიგო ჩვენმა ნაკრებმა გასვლაზე ბოლოს! არ გაინტერესებთ იცის თუ არა ეს ინფორმაცია მართველმა ორგანომ? მე მგონია,რომ არ იცის! და თუ იცის,მით უარესი,ვითარდებითო გაიძახისდა ამით უბრალოდ არა მარტო ჩვენ,გულშემატკივრებს დასცინის,არამედ მთელ ქვეყანას!
aka
შაჰაბასი რო მოვიდეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არველაძე იმის მხარდამჭერიც იქნება! ადამიანი რომელიც ყველა პროპკას ერგება და ურცხვად აცხადებს ვპროგრესირეთო! ისადა უკაცრავად ნაკრებმა გასვლაზე ოფიციალური მატჩი როდის მოიგო გახსოვს,ბატონო რეზი? თუ დაფიქრდებით გახსენება გაგიჭირდებათ და თუ არქივში მოინახულებთ,აღმოჩნდება რომ ეს მოგება შორეულ 2007 ში დაფიქსირდა,უძლიერეს,დაუმარცხებელ,უფრო სწორად გაუმარჯვებელ ფარერების ნაკრებთან! ზუსტად გახსენება მიჭირს და თუ დამეხმარებით,დამავალებთ! ვითარდებით,ვითარდებით,უბრალოდ ამას მხოლოდ თქვენ ხედავთ! ჭამთ,ჭამთ რით ვერ გასძეხით? მიეცით ამ ბიჭებს იმის 1% რასაც თქვენ ჭამთ და ვერ სძღებით! ვისში უნდა ვეძებოთ პრობლემა? ფეხბურთელებში? თუ მართველ ორგანოში? ............
aka
100 მატჩში უანგაროდ რომ ემსახურება ფეხბურთელი(კობიაშვილი) ნაკრებს და შემდეგ ისე უშვებ ნაკრებიდან,რომ არ კი უხსნი გაშვების მიზეზს ეს პატრიოტიზმია? მიდი მოთხოვე ეხლა იმ ფეხბურთელს გული არ გაგიტყდეს,იყავი პატრიოტიო! კალაძეს მადლობაც კი არ გადაუხადა ფედერაციამ გაწეული სამსახურისთვის და მოთხოვე კალაძეს გული არ გაიტეხო,იყავი პატრიოტიო! ჟორდანიას,ახალკაცს და ეხლა სიჭინავას რაც აქვთ ნაჭამი იმის 1% რო მივსცეთ ამ ბიჭებს არ არიან ღირსები?
aka
ეეეეჰ! რაღაცით უნდა დააინტერესო ფეხბურთელი,თორე ამ ტემპს ვერ გავცდებით! რატო უხდიან ხელფას ჰოლანდიაში,ინგლისში,რუსეთში,გერმანიაში......?განა მათ არ უყვართ სამშობლო და ნაკრები?!უყვართ,მაგრამ საჭიროა,დაინტერესება უნდა ქონდეს ფეხბურთელს,მხოლოდ პატიოტიზმით რომ არაფერი გამოგვდის ფაქტი სახეზეა! მისცენ მოგებაზე 20 000 $ და გამოსწორდება ბევრი რამ! სიჭინავას და არველაძის ჭამას ამათ ვაჭამოთ და გადავუხადოთ არ ჯობს?!
giga
თქვენთვის როგორც ჩანს ფულია მთავარი და არა გირსება.შენი ქვეყნის გირსება არ უნდა დაივიწყო და ფულში არ უნდა გაყიდო თორე მაგ დროს ქვეყნის და ერის ....... გამოდიხარ.ზოგ თქვენთაგანს რო ბილად ეძინა და ბიჭები ომობდენ რატო ომობდნენ თუ იცი?იმიტო კი არა რო ფული უნდოდათ!იმიტო რო ქვეყნის ერის ხალხის ოჯახების გირსებას იცავდენ თქვენ კი 2000 დოლარის გულიზა ნაკრებს რას უზამთ.
daviti
ხიზანისჰვილის კრიტიკოსებს მინდა გკითხოთ,თქვენი ლოგიკით ქეცბაია უნდა იღებდეს ხელფასს?რა ქართველი არაა,ფინანსურად უჭირს თუ როგორაა საქმე?რამდენი უჯდება მისი შენახვა იცის ვინმემ?ახლანდელ ხორვატიის ნაკრებს უხდიან თუ არა პრემიას ეს თუ იცით?სხვათაშორის საქართველოს ნაკრებში მილიონერი ხიზანიშვილის გარდა ისეთი ფეხბურთელებიც თამაშობენ ეროვნული ჩემპიონატიდან,რომლებსაც 1000 დოლარი აქვთ ხელფასი და იმასაც აყვედრებენ.
kvartali
david შენ ბრატ რა შიმშილზე ლაპარაკობ როცა მილიონერია ტიპი?და რა შედარებებს აკეთებ ტო?ჩვეულებრივმა მოქალაქემ მართლა ოჯახი რო ყავს სარჩენი და თავის ხელფასი საჭმელში ყოფნის მარტო კიდევ არ მოეთხოვება ისე როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანს(მილიონერს) და ნაკრების ყველა წევრს,
kvartali
antona გაიხარე ჯიგარო,შენი თამადობით ყველა პატრიოტ ადამიანს გაუმარჯოს. 98ში მახსოვს მეც ფორმებიც თვითონ იყიდეს ხორვატებმა)))) ხიზანა ხო გაიშიფრა საერთოდ(((
david
აქ შეკრებილო ავანტიურისტებო.! ფული რომ საჭიროა ეხლა გაიგეთ? დღეს ხიზანიშვილისგან გაიგეთ? ასეთი უტვინოები როგორა ხართ. ვერ ხედავთ იმას რომ სადაც კარგად ფინანსდება ფეხბურთი ის ქვეყნებია მოწინავე პოზიციებზე?იქნებ იმაზე უფრო ჯობდა საუბარი რომ მეტი ფული ჩაიდოს ფეხბურთში და არა ფეხბურთელის კრიტიკა? რომელი ხართ ისეთი რომელიც სამშობლოს გულისთვის უფულოდ იმუშავებთ და სახლში შვილებს აშიმშილებთ.
Guja

beso
რაღაც მგონია რო ამას ბევრი სტვენის მოსმენა მოუწევთ უახლოეს თამაშებში, ურჩევნია საერთოდ თავი დაანებოს ნაკრებში თამაშს თავი
Temo
მოკვეთეთ ნაკრებიდან ეს ნაძირალა
kolxi
ანუ ფეხბურთელები იმიტომ თამაშობდნენ ცუდად, რომ ფულს არ უხდიდნენ?! ამის მერე ეს კაპიტანი უნდა იყოს? ფუ ამის კაცობას...
Burton
და ესაა ჩვენი კაპიტანი? სამარცხვინო "კაპიტანი" კი არა, სამარცხვინო პიროვნება ყოფილა...
oto
მაგრა გამიტყდა ასეთი რამ რომ თქვა, მართალია ისეთი არაფერი უთქვამს რაც აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ ასე რიად აშკარად მიწას აყრიდეს ყველაზე წმინდას რაც ამქვეყნად გვაქვს და ვეთაყვანებით_ეროვნულ ნაკრებს და მისი ყველა წარუმატებლობა რამდენ ქართველს ტკენს გულს და ანადგურებს, ეს კი 2000 ლარზე წუხს უფულოდ ვერ ვირბენო, მერე ნაკრებში რომ არ იძახებს ქეცბაია ასეთ ფეხბურთელებს ლამისაა ანათემას გადასცენ კაცი, არა რა ასე მგონია ამ სიტყვების მერე ვერასოდეს გავხდებით ხორვატია სადაც ფეხბურთელები სახელმწიფოს კი არ წეწავდნენ პირიქით ეხმარებოდნენ, ან დამისახელეთ ერთი ქართველი ფეხბურთელი ტავისი სახელობის ბავშვთა სკოლა რომ მაინც გააკეთა რაც ძალიან გავრცელებულია ტუნდაც ევროპაში, სე კაცო ამდენ ფულს აკეთებ და 2 კაპიკი დახარჯე და სიკეთე აკეთე ქვეყნისათვის ეგ სახელი დარჩება თორემ რომ წახვალ ამ ქვეყნიდან შენისთანა კაცის სახელს არც ახსენებენ
otari56
რა დგეშია საქართველო, ნეტავი არა რცხვენია ამ სიტყვებს რომ ამბობს, ამას რა უნდა ნაკრებში, მერე ვიძახით რომ ვერ მოვიგეთო, ამის ხელში როგორ მოიგებ, მოიკვეთოს ნაკრებიდან, ჯობია.
alex..ugorski
მაინტერესებს აბა აგბისტებმა რაღა უნდა თქვან????უკვე მერამდენე წელიწადია გულს და სულს დებენ და სრულიად საქარტველოს უბედნიერეს წუტებს ჩუქნიან.მაგრამ არც ერტი შემთხვევა არ მახსოვს რაგბისტებს რომ დაეწუწუნოთ ფულზე.......გაოცებული ვარ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის ამ გულისამრევი კომენტარით,თქვენ საკუთარი ქვეყანა ერთ ადგილას გკიდიათ და მაგიტომაც ვართ ასე დაბეჩავებულები...რომელ უფულობაზე ლაპარაკობ "ბატონო კაპიტანო"????თქვენ ხართ მშივრები და ის ხალხი არაა მშიერი ,რომლებიც უკანასკნელ 5 ლარს რომ იხდის ნაკრების თამაშზე დასასწრებ ბილეთში???რა ნამუსით ლაპარაკობთ ასეთ რამეს???? კარგად მახსოვს როცა საფრანგეთში რომ წააგეთ და თამაშის მერე რესტორანში რომ აღნიშნეთ წაგება,აი ესაა თქვენი ნამდვილი სახე და პატრიოტიზმი...აიღეთ მაგალითი რაგბისტებისგან და ისწავლეთ საკუთარი ქვეყნის სიყვარული.
beso
ვაა ეს ვინ ყოფილა, გააგდეთ ნაკრებიდან ან რამე ქენით. უფულოდ ირბინო კი არა თავის სიცოცხლეს წირავენ სამშობლოსთვის, ეს რეებს ლაპარაკობს.ესეთი ხალხი რო გეყოლება ნაკრებში რაზეა ლაპარაკი, რა მოგებაზე და სადმე გასვლაზე. თან არც მალავს, იმიტო რო სუ ფეხებზე კიდია გულშემატკივარიც და ნაკრებიც
leon_24
ალბათ თვეში 30 000 ევროზე ნაკლებს თუ შოულობს მაგას ეძახის შიმშილს.
beso
ბატონო? ბოლო წინადადება რას ნიშნავს ვინმე ამიხსნის, ნაკრების კაპიტანი რო ამბობს
antona
რა ოჯახი მშიერი??? რა პრმია? ხიზასნ შიგნიდან ხო არ გაგიმელოტდა ეგ თავი??!! მილინერები ხართ და ნაკრებზე კიდე სიტყვას როგორ ძრავთ უბრალოდ, შეილძელბა გაგიჟდე კაცი. 1998ში ომი ახალი დასრულებული იყო ხორვატიაში და შUკერმა, ბობანმა და კომპანიამ თავისი საკუტარი ფული!!! დააფინანსა მნაკრების მგზავრობად და ცხოვრება საფრანგეთშI. გული გულობდეს და..1!! თქვენ, ქართველ ფეხბურთლებეს ზოგიერთის გარდა ფული და გამიორჩენა განაღვლებთ იმის მაგვრად გული გიბაგუნებდეს ნარკებიდან მოქვევა რო მოგივა. გაუმარჯოს ყველა ქვეყნისთვის თავდადებულს, ფეხბურთში, სამსახურში თუ უცხოეთში
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა