იტალიის ეროვნული ნაკრები, როგორც იქნა, გაემგზავრა პოლონეთში და ქალაქ კრაკოვში დაბანაკდა

იტალიის ეროვნული ნაკრები, როგორც იქნა, გაემგზავრა პოლონეთში და ქალაქ კრაკოვში დაბანაკდა. იქვე ჩეზარე პრანდელიმ მინი-ბრიფინგი გამართა და ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

ბუნებრივია, შეეხო ანდრეა ბარცალის თემას, რომელიც ტრავმირებულია და ჯერ კიდევ უცნობია, შეძლებს თუ არა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას - მოვუსმინოთ "სკუადრა აძურას" დამრიგებელს:

"გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ყველას გვიხარია, რომ, როგორც იქნა, პოლონეთში ჩამოვედით. კრაკოვში, წესით, რამდენიმე დღით ადრე უნდა დავბანაკებულიყავით, მაგრამ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულმა სკანდალმა გეგმები შეგვიცვალა.

რაც იყო, იყო - მთავარია, რომ აქ ვართ და ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ვემზადებით. ერთი დღე დავისვენებთ, შემდეგ კი ჩვეულებრივად განვაგრძობთ წვრთნებს. რაც შეეხება ანდრეა ბარცალის, მას დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

თუ ანდრეა მაქსიმუმ ორ თამაშს გამოტოვებს, მაშინ მას დავიტოვებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დავიდე ასტორით უნდა ჩავანაცვლოთ.

დიახ, ასტორი და არა ანდრეა რანოკია, როგორც ეს პრესაში გავრცელდა. სამწუხაროდ, რანოკიასაც ტრავმა აქვს, ორი კვირა მაინც სჭირდება სამკურნალოდ და მის დაბრუნებას არავითარი აზრი არ აქვს. რაც შეეხება ასტორის, სრულიად ჯანმრთელია და უკვე გავაფრთხილეთ, რომ შეიძლება პოლონეთში გადმოფრენა მოუწიოს".

მარიო ბარუვა-ბალოტელი

განური წარმოშობის მარიო ბარუვა ძალიან პატარა იყო, როდესაც სიცილიელებმა იშვილეს და ახალი გვარი: ბალოტელი მისცეს.

პატარა მარიოს ფეხბურთის თამაშის ნიჭი აღმოაჩნდა და მალევე მიიქცია საფეხბურთო სკაუტთა ყურადღება.

თინეიჯერი გახლდათ, როდესაც "ინტერთან" პროფესიული ხელშეკრულება გააფორმა და მალე მთელ საფეხბურთო მსოფლიოს გააცნო თავი. წლების განმავლობაში მას განის ეროვნულ ნაკრებში სთავაზობდნენ ასპარეზობას, მაგრამ კატეგორიულ უარზე იდგა და აცხადებდა, ჩემი მიზანი იტალიის ეროვნული გუნდის ამუნიციის მორგებააო.

ერთი ხანობა მან უარი განაცხადა ბიოლოგიური მამის გვარზე და ამით თითქოს ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ისტორიულ სამშობლოსთან.

და აი, ევროპის ჩემპიონატის წინ მარიოს მოულოდნელად ბიოლოგიური გვარი გაახსენდა და სურვილი გამოთქვა, რომ მაისურზეც წაიწეროს.

ანუ იტალიის ნაკრების ფერადკანიან ფორვარდს ზურგზე ბარუვა-ბალოტელი ეწერება. ეს გადაწყვეტილება მარიომ შემდეგნაირად ახსნა:

"იტალიის ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ვამაყობ, რომ მიზანს მივაღწიე. ამასთან, არ უნდა დავივიწყო, რომ ჩემი ფესვები განიდან მოდის, სადაც უამრავი ადამიანი მგულშემატკივრობს.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ზურგზე ორივე გვარს წავიწერ და ამაში მთელ ჩემს ისტორიას, წარსულს ჩავატევ. დიდი იმედი მაქვს, რომ ორი გვარის გაერთიანება ჩემთვის წარმატების მომტანი იქნება".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო