საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე შეხვდება

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს (შაბათს დანიასთან) საკადრო პრობლემების გარეშე შეხვდება: ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ ნარინჯისფერების დაცვის ბურჯმა იორის მატეისენმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

ეს უკანასკნელი ათი დღის წინ, ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:2) დაშავდა და მას მერე სრული დატვირთვით არ ვარჯიშობდა.

32 წლის ცენტრალურ მცველს ტრავმა არ გაუმიზეზდა და დანიასთან, ალბათ, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.

"მატეისენი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, დანიასთან მოედანზე გასვლა შეეძლება და ეს ძალიან მიხარია," - აცხადებს ჰოლანდიელთა მთავარი მწვრთნელი ბერტ ვან მარვიიკი.

სამაგიეროდ, ვერ ივარჯიშა ნარინჯისფერების კიდევ ერთმა მცველმა ჯონ ჰეიტინგამ, თუმცა ვან მარვიიკის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან სიფრთხილის გამო მიიღო.

"მწვრთნელმა სამედიცინო შტაბთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ დავესვენებინე. ძალიან დამღლელი სეზონი მქონდა და მძიმე დატვირთვები გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული," - აღნიშნა "ევერტონის" ფეხბურთელმა.

ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგები წერენ, ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ კარგ ხასიათზე არიან და დანიასთან მატჩს მოუთმენლად ელოდებიანო. "ძალიან კარგი პირობები გვაქვს - სასტუმროც შესანიშნავია და სავარჯიშო მოედანიც.

ერთი სული გვაქვს, როდის მოვა შაბათი. დანიასთან ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ," - ეს ჰოლანდიელთა კაპიტნის, მარკ ვან ბომელის სიტყვებია.

ვან პერსი დუმს, ჰუნტელაარიც აღარ საუბრობს

რობინ ვან პერსისა და კლაას-იან ჰუნტელაარის კონფლიქტთან დაკავშირებით ახალი არაფერია. მათ შორის სერიოზული დაპირისპირება არც ყოფილა; უბრალოდ, როგორც იცით, ჰუნტელაარმა უდიდესი უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ვან მარვიიკი ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებს და ორი ცენტრფორვარდით თამაშზეც უარს ამბობს, რაც ვან პერსის და ჰუნტელაარს არა ერთმანეთის კონკურენტებად, არამედ თანამოაზრეებად გამოიყვანდა.

ჰუნტელაარს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ან აღარ სურს, ანაც ლაპარაკი აუკრძალეს. მართალია, "შალკეს" გოლეადორი და ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ჟურნალისტებს ესაუბრება, მაგრამ ახალს არაფერს ამბობს:

"ამ თემაზე უკვე ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ყველამ გაიგო, რომ გაბრაზებული და ნაწყენი ვარ. ახლა კი, სიმართლე გითხრათ, ამაზე ლაპარაკით უკვე დავიღალე," - აცხადებს ჰუნტელაარი.

შეგახსენებთ, რომ დანიასთან მატჩის შემდეგ ჰოლანდიელებს მეორე ტურში (ოთხშაბათს) გერმანიასთან დუელი ელით, ხოლო 17 ივნისს პორტუგალიას შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად