6 ივნისს ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართა
საქართველოს ნაკრები ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩში თბილისში, 9 ივნისს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" ამ შეხვედრისთვის "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ემზადებიან. 6 ივნისს ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა.

საქართველოს ნაკრებს გაფართოებული შემადგენლობიდან რამდენიმე მორაგბე აკლდა. ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ პირველხაზელებს, დავით ზირაქაშვილს (კლერმონი), აქვსენტი გიორგაძეს (ტულუზი), ლევან ჩილაჩავას (ტულონი) და ბექა შეყლაშვილს (აჟენი).

ჯერ ისევ კლუბის განკარგულებაშია და ფედერალ 1 დივიზიონის ფინალში უნდა ითამაშოს "მასის" მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა.

"ბორჯღალოსნებმა" ვარჯიში ძალოსნობის დარბაზში დაიწყეს, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყვეს.

მერე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მორაგბეები რამდენიმე ჯგუფად დაჰყო.

მორკინალების ორი მოკლე დარტყმის შემდეგ შეტევას "ბორჯღალოსნები" მოკლე ფრთაზე განაგრძობდნენ.

მოთამაშეებს მითითებებს, ჰეიგთან ერთად, კრის გიბსი, ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძეც აძლევდნენ.

მწვრთნელებმა გუნდი ორად, "წითლებად" და "თეთრებად" დაჰყვეს. "წითლები", რომლებიც სავარაუდოდ უკრაინის ნაკრებთან ძირითადი შემადგენლობა იქნება, შეტევის ორგანიზებას სტატიკური მდგომარეობიდან, აუტიდან და შერკინებიდან ცდილობდნენ. ამ ვარჯიშს "ბორჯღალოსნებმა" ყველაზე დიდი დრო, თითქმის ერთი საათი დაუთმეს.

სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. მერაბ შარიქაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. რეზო ბელქანია, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. ბაჩუკი გუჯარაიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

ვარჯიშის მიწურულს "წითლები" დაცვაში დადგნენ და თეთრების შეტევებს იგერიებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, წვრთნამ ხალისიანად ჩაიარა და მორაგბეები დიდი მონდომებით ირჯებოდნენ. ბოლოს სამუშაოს ნაყოფიერად შესრულებისთვის ერთმანეთს აპლოდისმენტები უძღვნეს.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე უკრაინის ეროვნულ გუნდთან მატჩში ქართული რაგბისთვის სარეკორდო, მე-80 კეპს მოიხვეჭს.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

"სამი დღეა, ორჯერადი ვარჯიშებით ვემზადებით უკრაინასთან სათამაშოდ. გუნდში რამდენიმე ახალი მორაგბე გვყავს და საქმეში მათ გამოცდას ვაპირებთ. იმედი გვაქვს, ერთა თასის ბოლო მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით."

ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"ცხადია, სასიხარულოა, რომ მეოთხმოცე კეპს მოვიხვეჭ, თუმცა ამ მატჩისთვისაც ისეთივე მონდომებით ვემზადები, როგორც ნებისმიერი სხვა რანგის შეხვედრისთვის. ყველაფერს ვიღონებ, ჩემს თანაგუნდელებს წინ უწინდელი შემართებით რომ წარვუძღვე და გამარჯვება მოვიპოვოთ.

უკრაინის ნაკრები, მართალია, აუტსაიდერია, მაგრამ მას დასაკარგი არაფერი აქვს. გამოვა და, რაც შეუძლია, იბრძოლებს. ჩვენ კი ერთა თასი გვაქვს მოსაგები და საამისოდ მაქსიმალურად დავიხარჯებით.

ცხადია, უკრაინასთან მატჩს ამერიკისა და კანადის ნაკრებებთან თამაშისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.

გუნდში ბევრი ახალი მორაგბე გვყავს და ამიტომ ჯერ კიდევ არ ვართ ბლომდე შეთამაშებულები. გვაქვს მცირეოდენი ხარვეზები, რომლების გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ.

კანადა და ამერიკა რევანშისთვის ემზადებიან. ამიტომ იქ სათამაშოდ ყოველმხრივ მომზადებულნი უნდა ჩავიდეთ. ამ მატჩების შედეგები რეიტინგზეც აისახება. ვნახოთ, რა იქნება. ერთს კი ვიტყვი, რომ მოედანზე ჩვენ მხოლოდ მოსაგებად გავალთ".

ირაკლი მირცხულავა, საქართველოს ნაკრების დებიუტანტი:

"ამ თამაშში, ცხადია, ფავორიტები ჩვენ ვართ, მაგრამ, მეტოქის არასათანადოდ შეფასება ჩვენთვის ხშირად ცუდად დასრულებულა.

ამიტომ მატჩის ბოლო წუთამდე მაქსიმუმი უნდა გავიღოთ წარმატების მისაღწევად.

მოხარული ვარ, რომ ნაკრებში ჩემი დებიუტი შედგება. იმედი მაქვს, ეროვნულ გუნდში ადგილის დამკვიდრებას შევძლებ".

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" 9 ივნისს 17 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), აქვსენტი გიორგაძე (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ბექა შეყლაშვილი (დაქსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), შალვა მამუკაშვილი (არმია).

მეორე ხაზი: ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), ბაჩუკი გუჯარაიძე (ლოკომოტივი), დავით ჩიტიძე (არმია).

მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე-არმია), გივი ბერიშვილი, ზვიად მაისურაძე (ორივე-ლოკომოტივი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი)

#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV).

#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).

#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ალექსანდრე თოდუა (ალბი).

#15. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

უკრაინის ნაკრები. მოთამაშეთა საერთო-საგანაცხადო სია ასეთია:

ტარას მარჩენკო, ოლექსანდრ პოლიანსკი, ვიტალი ორლოვი, ჯაბა მალაღურაძე, ზურაბ კიკაჩეიშვილი, მიროსლავ შულიაკი, ოლეგ კოსარევი, ვიტალი კრასნოდემსკი, მიკოლა დელეგირიევი, ვიაჩესლავ პონომარენკო, მაქსიმ კრავჩენკო, პავლო მასიუკოვი, ოლექსი ნოვოკრეშენცოვი, ოლეგ ლიტვინენკო, მიკოლა კირსანოვი, ევგენი ჩაიკა, ედუარდ ვერტილეცკი, ვიტალი კრამარენკო, ოლექსანდრ ტარასენკო, რუსლან რადჩუკი, ვიაჩესლავ კრასილნიკი, სერგეი მონასტირიოვი.

2012 წელი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 5 3 0 2 +33 16

2. რუმინეთი 5 3 0 2 +97 16

3. საქართველო 4 3 0 1 +70 15

4. რუსეთი 5 3 0 2 -47 14

5. პორტუგალია 5 1 0 4 -30 7

6. უკრაინა 4 1 0 3 -123 5

ორი წლის ჯამი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 9 8 0 1 +203 37

2. რუმინეთი 10 6 0 4 +194 32

3. ესპანეთი 10 5 0 5 -50 26

4. რუსეთი 10 5 0 5 -45 25

5. პორტუგალია 10 4 0 6 -15 21

6. უკრაინა 9 1 0 8 -287 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GL
გთხოვთ შეასწოროთ, საქართველოს 2012 წელს 4 თამაში აქვს ჩატარებული აქედან 3 მოგება და 1 მარცხი (თქვენს ცხრილში სხვა სტატისტიკაა მოყვანილი)
ragbi
არა, მაგრები ხართ ბიჭებო,მაგრამ იმ ერთ წაგებას ვერ გპატიობთ რაა(თან ვისთან). მაგას ჯობდა ორჯერ წაგეგოთ:)))
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?