ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თბილისი - 2015. ოლიმპიური ფესტივალი

თბილისი - 2015. ოლიმპიური ფესტივალი

6 ივნისს ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაამთავრა ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა ოთხკაციანმა დელეგაციამ
6 ივნისს ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაამთავრა ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა ოთხკაციანმა დელეგაციამ, რომელიც "თბილისი-2015"-ის მზადებას გაეცნო.

თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის სლოვაკი თავმჯდომარე იოზეფ ლიბა და ამავე კომისიის წევრები, ჩეხი კატერინა ნიცოვა, სერბი ჯორჯ ვისაცკი და ბერძენი სტრატოს კარეტოსი იმყოფებოდნენ. ლიბა ადრეც იყო ჩამოსული ასევე საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად.

სტუმრებმა დაათვალიერეს მომავალი ფესტივალის ჩასატარებლად შეგულებული სავარაუდო ბაზები, რომელთაგანაც ზოგიერთის მასპინძლობა გადაწყვეტილია, ზოგის საკითხი კი ჯერაც გაურკვეველია - სპორტის სასახლე, ვერის ბაღი, ეროვნული სტადიონი, სპორტკომპლექსები "ქარიშხალა", "არენა", სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დარბაზი, ხელბურთის სკოლა გლდანში, ძიუდოს აკადემია დიღომში. მოინახულეს თბილისის ზღვის ის ნაწილი, სადაც განზრახულია ოლიმპიური სოფლის გაშენება, გაეცნენ სოფლის მაკეტს, შეხვდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ვლადიმერ ვარძელაშვილს. 6 ივნისს კი, შუადღისას, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს ფესტივალის პროგრამაში შეტანილი ცხრა სახეობის (კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ცურვა, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ძიუდო) ფედერაციების პრეზიდენტებთან.

ევროპელებმა, ძირითადად, დადებითად შეაფასეს აქაური სპორტული ბაზების ამჟამინდელი მდგომარეობა, თუმცა შენიშვნებიც გამოითქვა.

ფესტივალის სპორტულმა დირექტორმა, სპორტის სამინისტროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ირაკლი სამყურაშვილმა მკაფიოდ განმარტა, რომ კონკრეტულ სახეობაში შეჯიბრების ჩატარების მთელი სიმძიმე, საორგანიზაციო საკითხები სრულად გადადის ფედერაციების მხრებზე.

ხელმძღვანელი სტრუქტურები მხოლოდ დაეხმარებიან ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებაში, თუმცა შეჯიბრებათა ღირსეულად ჩატარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ფედერაციებს ეკისრებათ და ამიტომ მათ სრული მობილიზება სთხოვა.

სწორედ ეს ფაქტორი - ქართული ფედერაციების გამოუცდელობა იქცა შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო თემად. დაასახელეს სამი ფედერაცია, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაში - ცურვა, ველოსპორტი და სპორტული ტანვარჯიში.

აუცილებელია, მათ ფესტივალამდე გარკვეული, თუნდაც რეგიონული მასშტაბის საერთაშორისო რანგის შეჯიბრებები გამართონ და მიიღონ ორგანიზების გამოცდილება.

ითქვა, რომ ამ მხრივ ჩვენებს ძალიან გამოადგებათ გაისად ჰოლანდიურ უტრეხტში გასამართი ანალოგიური ფესტივალი.

ლიბამ ურჩია ქართულ მხარეს, გააგზავნონ იქ წარმომადგენლები, ოღონდ იქვე მიუთითა, ისეთები გაუშვით, რომლებიც 2015 წლამდე იმუშავებენ ფედერაციებში და ჰოლანდიაში მიღებულ გამოცდილებას კოლეგებს გადასცემენო. ანუ ლიბამ ლამის პირდაპირ გვითხრა, ტურისტებს ნუ გააგზავნით, პროფესიონალები შეარჩიეთო.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ კაკაბაძემ საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაში დახმარება ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ნადირაძე დაინტერესდა, მოიწონეს თუ არა სტუმრებმა ველოტრასების სავარაუდო მარშრუტი. აღმოჩნდა, რომ თურმე მოიწონეს და იქ შეჯიბრების გამართვა დასაშვებად მიიჩნიეს.

სიმძიმე - ფედერაციებზე! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა