ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მურთაზ დაუშვილი: მათამაშონ და თავს არ შევირცხვენ

მურთაზ დაუშვილი: მათამაშონ და თავს არ შევირცხვენ

იმერულ დერბიში ქუთაისის "ტორპედო" 70 წუთის განმავლობაში მინიმალურად იგებდა ზესტაფონში, მაგრამ ყვირილისპირელებმა საბოლოოდ 2:1 იმარჯვეს...

იმერულ დერბიში ქუთაისის "ტორპედო" 70 წუთის განმავლობაში მინიმალურად იგებდა ზესტაფონში, მაგრამ ყვირილისპირელებმა საბოლოოდ 2:1 იმარჯვეს. იმ შეხვედრაში ორივე გოლი "ზესტაფონის" ნახევარმცველმა მურთაზ დაუშვილმა გაიტანა. სამი ქულის მომტანი დაუშვილი მომდევნო შეხვდრაში, კვირას "კოლხეთთან" სათადარიგოთა შორის იყო, რაც უჩვეულოდ გვეჩვენა...

ჩვენი ინფორმაციით, დაუშვილს ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულთა სიაში ვიხილავთ. შესაბამისად, მისი ამბით დავინტერესდით და გუშინ ვესაუბრეთ კიდეც. ინტერვიუ საკლუბო თემით დავიწყეთ, მერე კი სანაკრებო საკითხზეც გადავედით.

- ფოთელების ძლევა გაგიჭირდათ. ეს რით ავხსნათ?

- დაძაბული მატჩი იყო. მეტოქე დავჯაბნეთ, მაგრამ გოლის გატანა დაგვიგვიანდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ და საბოლოოდ 2:0 მოვიგეთ.

- სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი "კოლხეთთან" სათადარიგოთა შორის რატომ იყავით?

- ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ ტრავმამ შემაწუხა და მწვრთნელებმა ასე გადაწყვიტეს.

- იმედია, სერიოზული არაფერია?

- არა, კუნთი მქონდა დაჭიმული. ახლა კარგად ვარ და გუნდთან ერთად ვარჯიშსაც განვაახლებ.

- თქვენი დუბლი რომ არა, იმერულ დერბიში ქულების მოპოვება გაგიჭირდებოდათ...

- 70 წუთის განმავლობაში ვაგებდით, მაგრამ ბოლო 20 წუთში თანაგუნდელების დახმარებით ორი გოლი გავიტანე და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

- საყრდენი ნახევარმცველი ხართ და გოლების გატანა თქვენი პირდაპირი მოვალეობა არ არის. თუმცა "ტორპედოსთან" მატჩის გმირად მოგვევლინეთ...

- გოლის გატანა ყველა ფეხბურთელის მიზანია. გუნდის თავკაცი ყოველთვის მავალებს სტანდარტულისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდე და თანაგუნდელებს დავეხმარო, რასაც ვაკეთებ, "ტორპედოსთან" მატჩში კი გამიმართლა და ორჯერ გავიტანე, ორივე თავით.

- ბოლო ორ მატჩში, პირველი ლიგიდან უმაღლესში დაბრუნებული გუნდები გყავდათ მეტოქეებად. რომელი უფრო მოგეწონათ?

- სხვათა შორის, "ტორპედომაც" და "კოლხეთმაც" ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ორივე კარგი გუნდია და ბევრ მეტოქეს გააწბილებს.

- მომდევნო მატჩები სტუმრად მოგიწევთ. "ზესტაფონის" სტადიონს მცირე ხნით დაემშვიდობეთ...

- დიახ, "სამტრედიას" და "ვიტ ჯორჯიას" სტუმრად ვეთამაშებით. "სიონთან" მატჩი შინ გვიწევს, მაგრამ ჩვენი სტადიონის გაზონზე საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენადაც ვიცი, ბოლნისელებთან მატჩებს გავცლით - ჯერ სტუმრად ვითამაშებთ, მეორე წრეში კი შინ.

- ჩემპიონობისთვის იბრძვით. მთავარ კონკურენტად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?

- გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. ვფიქრობ, ეს უფრო დაძაბული ჩემპიონატია. არა მგონია, რომელიმე გუნდი 5 ან მეტი ქულით დაწინაურდეს. ჩვენი მიზანი ჩემპიონობისა და თასის მოპოვებაა. რაც შეეხება კონკურენტებს, ჩემი აზრით, ყველა გუნდი ჩვენი კონკურენტია და ვერავის გამოვარჩევდი.

- "ზესტაფონის" გარდა, ახალგაზრდულ ნაკრებშიც სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი იყავით. 21-წლამდელთა ასპარეზობას როგორ შეაფასებდით?

- სომხეთთან თამაში რომ მოგვეგო მაინც ვერ გავდიოდით პლეი ოფში, მაგრამ ძალიან გვინდოდა შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაგვემთავრებინა. გუნდმა 15 ქულა მოიპოვა და ყველა მეტოქესთან ღირსეულად ითამაშა. ოთარ გაბელიამ დიდი სამუშაო გასწია და 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცად უნდა დარჩეს.

- ასაკით ახალგაზრდულში თამაში აღარ გიწევთ და როგორც გავიგეთ, ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში იქნებით გამოძახებული...

- ხმები ჩემამდეც მოვიდა. თუმცა ჩემთან ამ საკითხზე არავის უსაუბრია. ბედნიერი ვიქნები, თუ ისევ მომიწევს ეროვნულში თამაში.

- მთავარი ნაკრებისთვის მზად ხართ?

- ვფიქრობ, კი. ეს ალბათ კლუბში თამაშშიც მეტყობა. თუ ეროვნულში გამომიძახებენ ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის.

- ეროვნულ გუნდზე რას იტყვით?

- ჩემი აზრით, თემურ ქეცბაიას მუშაობით ეროვნულ ნაკრებში ახალი ხანა დაიწყო. ადრინდელი წაგებების სერია ახლა 5-მატჩიანი დაუმარცხებელმა სერიამ შეცვალა. ვფიქრობ, თამაშის ხარისხიც მოიმატებს და ეს შედეგებშიც აისახება.

- როგორ ფიქრობ, შესარჩევ ციკლში პირველ მოგებას როდის უნდა ველოდოთ?

- ოქტომბერში მალტას შინ ვეთამაშებით, ლატვიას კი სტუმრად. ვფიქრობ, ორივე მატჩის მოგება შეგვიძლია.

- მკითხველს ეროვნულ ნაკრებში თქვენი ადრე ნათამაშები მატჩები შეახსენეთ...

- ექტორ კუპერის მწვრთნელობისას სამჯერ ვიყავი გამოძახებული. ჩერნოგორიასთან თბილისურ მატჩში თამაშმა არ მომიწია. რუმინეთთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი და ბოლომდე ვითამაშე. მოლდოვასთან თბილისში კი მხოლოდ პირველი ტაიმი ჩავატარე. ეროვნულ ნაკრებში თამაში მართლაც სხვა დონეა, მეტ მობილიზებასა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ჩემთვის ეს უცხო არ არის. ასე რომ, ვიმეორებ, თუ მწვრთნელები მენდობიან თავს არ შევირცხვენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა

დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები

"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ

[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო

[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა