ყოფილმა ძიუდოისტმა რადიო "პალიტრის" (FM 103,9) ეთერში სპორტის სამინისტროსთან უთანხმოების მიზეზებზე ისაუბრა
რამდენიმე სპორტსმენის პოლიტიკაში წასვლას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. უკვე ყოფილი სპორტსმენები კულუარულ დეტალებზე ალაპარაკდნენ.

ყოფილმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა ზურაბ ზვიადაურმა რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში სპორტიდან წასვლის დეტალებსა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან უთანხმოების მიზეზებზე ისაუბრა.

"უთანხმოება ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, როდესაც სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური იყო. სპორტსმენებს დაგვიძახეს სამინისტროში და გამოგვიცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილისთვის მხარდაჭერა ხელმოწერით დაგვეფიქსირებინა. ბატონი შოთა ხაბარელი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, როგორც გინდათ, ისე გადაწყვიტეთ; ვერ დაგავალებთ იმას, რაც მე არ შემიძლიაო. უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი, ვის მხარეზე ვიყავით. ჩვენ ვთქვით, რომ არ გვაინტერესებდა პოლიტიკა", - იხსენებს ზურაბ ზვიადაური.

"გამოვცხადდით ყველა სპორტსმენი ნამგალაურთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხელი არაფერს მოვაწერეთ. ნამგალაური გაბრაზდა და თქვა: თუ ასეა, ნახავთ თქვენო. ამის შემდეგ ყველას სათითაოდ ურეკავდა და "აკაჩავებდა" ამ ბიჭებს. ეუბნებოდა, რომ თუ არ მოაწერდნენ ხელს, სპორტს დაატოვებინებდნენ.

პირადად მე დამირეკა და მითხრა, სააკაშვილი გიბარებს, მიშა გეუბნება მოდიო და შენ არ მიდიხარო? მე, რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ჩემი გადასაწყვეტი იყო - წავიდოდი თუ არა და გამოვურთე ტელეფონი. ავერიდე პრობლემებს. ამის შემდეგ აირია ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ, რომ ბრძანება არ შევასრულეთ", - განაცხადა ზვიადაურმა.

იხილეთ ვიდეო

რატომ "აკაჩავებდა" ნამგალაური სპორტსმენებს და როდის დაიწყო ზვიადაურთან უთანხმოება

nino
ბრძანება თან პოლიტიკური არც უნდა შეასრულო!!
kokorinio
ვაშკაცები ხართ ბიჭებო საღოლ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა