ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. A ჯფუფი. I ტური
ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის მეორე შეხვედრა ქალაქ ვროცლავში გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ რუსეთისა და ჩეხეთის ნაკრებები წარსდგებიან.

კონტინენტის პირველობის ფავორიტთა შორის ვერცერთს დავასახელებთ, მაგრამ ბოლო პერიოდში რუსების შანსები მკვეთრად გაძვირდა.

ეს ყველაფერი ციურიხში გამართულმა ამხანაგურმა მატჩმა განაპირობა, რომელშიც დიკ ადვოკაატის შეგირდებმა იტალიის ეროვნულ ნაკრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. შედეგი შედეგად და სლავებმა "სკუადრა აძურას" ყველა კომპონენტში აჯობეს და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ანგარიში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

სწორედ ამიტომ რუსებს ჩეხებთან პაექრობაში ბევრი ფავორიტად მიიჩნევს, თუმცა ამას ადვოკაატი კატეგორიულად არ ეთანხმება - მოვუსმინოთ რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს:

"დღემდე მეკითხებიან იტალიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩზე, რაც სიმართლე გითხრათ, აღარ მსიამოვნებს.

აპენინელებს ვაჯობეთ და ეს ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ დროა, რომ ამხანაგური პაექრობები დავივიწყოთ და მომავალს გავხედოთ. ჩეხებთან აუცილებლად შევუტევთ, ბურთზე კონტროლის დაწესებას შევეცდებით, რადგან ეს ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფიაა.

ანდრეი არშავინმა თქვა, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია? - შეძლებით ყველაფერი შეიძლება, მაგრამ დღეს ამაზე ფიქრისთვის არ გვცალია. ჩეხებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და სწორედ პირველ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია - შანსები 50/50-ზეა და თუ ბოლომდე არ დავიხარჯებით, აუცილებლად წავიმტვრევთ ცხვირს".

წინასწარი ვარაუდით, დიკ ადვოკაატი ბოლო დროს დანერგილ 4-3-2-1 ტაქტიკას აირჩევს და წინა ხაზზე ალეკსანდრ კერჟაკოვს გაამწესებს. "ზენიტის" ფორვარდს უკნიდან მარატ იზმაილოვი და ანდრეი არშავინი დაეხმარებიან.

სწორედ ასეთი ტაქტიკით, ამ შემტევი ტრიოთი გადაურბინა რუსეთმა იტალიას და ვნახოთ, რა იქნება ჩეხეთთან პაექრობაში. აქვე ვთქვათ, რომ აკინფეევს, იზმაილოვს და ანიუკოვს ტრავმები აწუხებდათ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ისინი ითამაშებენ პირველ შეხვედრაში.

ბევრის აზრით, ჩეხებს ბოლო ათწლეულებში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი ჰყავთ და მიუხედავად ამისა, ისინი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობენ.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მათ ჯგუფში ევროპული ფეხბურთის არცერთი აღიარებული გრანდი არაა, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ სულაც პლეო ოფში გააღწიონ. სხვათა შორის, ჩეხეთის ნაკრები არც 1996 წლის ჩემპიონატზე ყოფილა ფავორიტთა შორის, მაგრამ მაშინ, ყველასათვის მოულოდნელად, გუნდმა ფინალს უწია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩეხეთის იმ ნაკრებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი დუშან უჰრინი ედგა სათავეში.

მოკლედ, თუ რუსებმა ოთხი წლის წინ გააკვირვეს საფეხბურთო მსოფლიო, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ - კიდევ უფრო დიდი მასშტაბის სენსაცია თავის დროზე სწორედ ჩეხებს აქვთ გამოცხობილი.

ჩეხეთის ნაკრები 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებს. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი კი, სავარაუდოდ, მილან ბაროში იქნება.

შეიძლება ბევრმა გაიკვირვოს, რაღა დროს ბაროშიაო, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე - "ლივერპულის" ექს-ფორვარდი ბოლო ოთხი წელია, "გალათასარაის" ღირსებას იცავს და შესანიშნავადაც ასპარეზობს - თურქულ კლუბში მას 93 მატჩი აქვს გამართული და 48 გოლი გატანილი.

ბაროშს მიკროტრავმა ჰქონდა, სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ისიც შეძლებს მოედანზე გასვლას.

გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა კი მაინც პეტრ ჩეხია - დიახ, მეკარე, რომელიც იმდენად დიდი ავტორიტეტია თავისი ქვეყნის უმთავრეს გუნდში, რომ მთავარი დამცველიც ის გახლავთ და დამრტყმელიც. არ უნდა დაგვავიწყდეს ტომაშ როსიცკი, რომელიც ლონდონის "არსენალში" ასპარეზობს და პეტრ ჩეხთან ერთად, გუნდის ლიდერად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 47 წლის მიხალ ბილეკია - ეროვნულ ნაკრებამდე არაერთ გუნდს ედგა სათავეში, მათ შორის პრაღის "სპარტას", "ტეპლიცეს" და პლზენის "ვიქტორიას"... მიხალზე ჩეხები დიდ იმედებს ამყარებენ და ბოლოს, სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"ევროპის ჩემპიონატზე ტურისტების რანგში ნამდვილად არ ჩამოვსულვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. პირველი გამოცდა რუსებთან გველის, რომლებსაც ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ.

მეტიც, ჩემი პირადი აზრით, დიკ ადვოკაატის გუნდი კონტინენტის პირველობის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა რუსებსაც აქვთ მინუსები და ვეცდებით, ისინი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ამ მინუსებსა და ჩვენს გეგმებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. დაველოდოთ შეხვედრას და ყველაფერი გამოჩნდება".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. A ჯგუფი. I ტური

8 ივნისი. ვროცლავი. მუნიციპალური სტადიონი

რუსეთი-ჩეხეთი 22.45

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: აკინფეევი (?), იზმაილოვი (?), ანიუკოვი (?) - ბაროში (?).

სავარაუდო შემადგენლობები

რუსეთი (4-3-2-1): აკინფეევი - ანიუკოვი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - შიროკოვი, დენისოვი, ზირიანოვი - იზმაილოვი, არშავინი - კერჟაკოვი.

ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - კადლეცი, გებრე, სივოკი, ლიმბერსკი - იარეჩეკი, პლასილი - რეჟეკი, როსიცკი, პილარი - ბაროში.

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი).

ბოლო ხუთი მატჩი

რუსეთი

რუსეთი-იტალია 3:0, ლიტვა-რუსეთი 0:0, რუსეთი-ურუგვაი 1:1, დანია-რუსეთი 0:2, საბერძნეთი-რუსეთი 1:1.

ჩეხეთი

ჩეხეთი-უნგრეთი 1:2, ჩეხეთი-ისრაელი 2:1, ირლანდია-ჩეხეთი 1:1, მონტენეგრო-ჩეხეთი 0:1, ჩეხეთი-მონტენეგრო 2:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

Time Line: ჩვენც გვინდა ევროპა!

პოლონეთი VS საბერძნეთი - ფერნანდუ სანტუშმა ომი თქვა, ფრანტიშეკ ჟმუდამ - მშვიდობა!

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს