კრაკოვში ჰოლანდიის ნაკრების პირველ ღია ვარჯიშს 25 000 გულშემატკივარი დაესწრო, წვრთნის შემდეგ კი ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს

კრაკოვში ჰოლანდიის ნაკრების პირველ ღია ვარჯიშს 25 000 გულშემატკივარი დაესწრო, წვრთნის შემდეგ კი ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს.

"ყველანი თავდაჯერებულები ვართ და გვჯერა, რომ ევროპის ჩემპიონობა შეგვიძლია. ჩვენთან ერთად, ტურნირის მთავარი ფავორიტები ესპანეთისა და გერმანიის ნაკრები გუნდები არიან, თუმცა არც სხვა გრანდები უნდა დაგვავიწყდეს. ზოგადად, ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდები არ თამაშობენ," - განაცხადა რაფაელ ვან დერ ვაარტმა.

"ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობაა, - ეს კი არიენ რობენის სიტყვებია, რომელმაც გასულ სეზონში გაცუდებული უმნიშვნელოვანესი პენალტები გაიხსენა, - დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ჩელსისთან" გაფუჭებული პენალტები ძალიან დიდხანს მემახსოვრება."

გუშინდელი ინფორმაციით, ჰოლანდიის ნაკრებში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა დაცვის ბურჯის, იორის მატეისენის თამაში.

ამ უკანასკნელმა გუშინ ისევ ვერ ივარჯიშა და ნარინჯისფერების მთავარი მწვრთნელი ბერტ ვან მარვიიკი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ 9 ივნისს, დანიასთან მატჩში მატეისენს ვერ გამოიყენებს.

კრუიფი ორ თავდამსხმელს ემხრობა

ამასობაში ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი რობინ ვან პერსისა და კლაას-იან ჰუნტელაარის გარშემო ატეხილ დისკუსიას გამოეხმაურა და როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხა.

როგორც იცით, ვან მარვიიკმა გადაწყვიტა, ერთი ცენტრფორვარდით ითამაშოს და არჩევანი ვან პერსიზე შეაჩერა, ჰუნტელაარი კი ევროპის ჩემპიონატზე ჯოკრის როლში იქნება, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია.

"მე რომ მკითხოთ, ჰოლანდიის ნაკრებმა ორი ცენტრფორვარდით უნდა ითამაშოს და ვან პერსიც და ჰუნტელაარიც სასტარტო შემადგენლობაში უნდა თამაშობდნენ.

მართალია, ვან მარვიიკმა სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ჰუნტელაარს ვურჩევ, ცხვირი არ ჩამოუშვას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შანსი მასაც მიეცემა," - განაცხადა 65 წლის კრუიფმა და იქვე დასძინა, ნახევარფინალში გასვლითაც კმაყოფილი დავრჩებიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!