ქართველი მშვილდოსნები 18-24 ივნისს ოგდენში მსოფლიოს თასის მესამე ეტაპში გამოვლენ
7 ივნისს, დილით, ქართველი მშვილდოსნები აშშ-ში გაფრინდნენ, სადაც ჯერ შეკრებას გაივლიან, მერე კი 18-24 ივნისს ოგდენში მსოფლიოს თასის მესამე ეტაპში გამოვლენ, რომელიც, პარალელურად, სალიცენზიო სტატუსის შეჯიბრებაცაა.

ამერიკაში ქალთა და ვაჟთა გუნდი 3-3 მშვილდოსნით, უცვლელი შემადგენლობით წავიდა. ქალთა ნაკრებში ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე შედიან, ვაჟთაში - ლაშა ფხაკაძე, ირაკლი ქვლივიძე და თორნიკე რიჟამაძე.

ჩვენები ჯერ ორლანდოში ჩავლენ, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლიან; მერე კი მთიანი იუტას შტატში, სოლტ ლეიკ სიტის ახლომდებარე ოგდენში გადაინაცვლებენ და ტურნირის დაწყებამდე იქ ივარჯიშებენ.

ბოლო წლებში ოგდენი ამერიკაში მშვილდოსნობის ცენტრად იქცა - იქ მსოფლიოს თასის ეტაპებიც იმართება, წლეულს კი ზამთრის მსოფლიოს პირველობასაც უმასპინძლა. იქ ამჯერადაც მსოფლიოს თასის ეტაპი ტარდება, თუმცა ორმაგად გაზრდილი მნიშვნელობისა.

სალიცენზიო შეჯიბრება გუნდურშიც იმართება და პირადშიც, ოღონდ ინდივიდუალურში ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოვლენ, რადგან ქალებს უკვე მოპოვებული აქვთ ერთი საგზური. შეგახსენებთ - ის მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე ესებუამ ვერცხლის მედალთან ერთად ირგუნა.

სალიცენზიო ტურნირის მონაწილენი პირადშიც და გუნდურშიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან, ანუ ლიცენზიამოპოვებულები სხვებს გამოაკლდებიან, დანარჩენები კი ცალკე ტურნირში იასპარეზებენ. ინდივიდუალურში საგზურის მისაღებად ხუთეულში შესვლაა საჭირო, გუნდურში კი აუცილებელი სამეულში მოხვედრაა.

ალბათ, ჩვენებს მეტი შანსი სწორედ გუნდურში აქვთ და უფრო - ქალებს. ვაჟთა ნაკრები მთლიანად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული - სამივე 20-წლამდელთა ნაკრების წევრია.

მათი ლიდერი ფხაკაძე ბოლო თვეებში სისტემატურად უმატებს და წინა კვირას საქართველოს ჩემპიონატზე ქვეყნის ახალი რეკორდი დაამყარა - 665 ქულა (ეს ევროპის პირველობაზე მესამე მაჩვენებელი იყო), მაგრამ ჯერ მაინც გამოუცდელია და მის შანსებზე ოპტიმისტურად ლაპარაკი ცოტა ძნელია, თუმცა გამორიცხულიც არაფერია. აი, ქალთა გუნდი კი გამოცდილიცაა და ტურნირის ფავორიტადაც მიგვაჩნია.

მართალია, მათაც ეყოლებათ ძლიერი კონკურენტები - მასპინძელი აშშ, იაპონია, პოლონეთი, მალაიზია, ინდოეთი, მექსიკა, საფრანგეთი, გერმანია, თუმცა ჩვენებსაც ძალუძთ ამ ამოცანის გადაჭრა.

ოგდენში ტურნირი 19 ივნისს დაიწყება საკვალიფიკაციო შეჯიბრებით. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დღეები კი 21 და 22 ივნისია, როცა ჯერ გუნდურში გაიმართება სალიცენზიო ტურნირი, ხოლო მერე - პირადში.

ამერიკაში ლონდონის ლიცენზიებისთვის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე