საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება
წლეულს, 27 აგვისტოდან სტამბულში სტარტს აიღებს მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა. ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის პლანეტის უძლიერესი დიდოსტატები დიდი ხანია, ემზადებიან.

დასტურად საქართველო-აზერბაიჯანის ვაჟთა ნაკრები გუნდების ამხანაგური საერთაშორისო შეხვედრაც კმარა, რომელიც 7 ივნისს თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო.

მასპინძელთა სპორტულ ღირსებას იცავენ ბაადურ ჯობავა (2721), მიხეილ მჭედლიშვილი (2656), კონსტანტინე შანავა (2589), ლევან ფანცულაია (2581) და მერაბ გაგუნაშვილი (2570).

სტუმრებს, რეიტინგის გათვალისწინებით, უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ: შაჰრიარ მამედიაროვი (2726), რაუფ მამედოვი (2628), ელთაჯ საფარლი (2620), გადირ ჰუსეინოვი (2609) და ვასიფ დურარბეილი (2579).

პაექრობები შვენინგენის სისტემით 5 ტურად გაიმართება. საგულისხმოა, რომ შორეულ 1972 წელს საქართველოს და აზერბაიჯანის გუნდების დაპირისპირება ჩვენებურთა გამარჯვებით (17,5:10,5) დასრულდა.

7 ივნისს პირველი ტურის ორთაბრძოლებში ჩვენი გუნდის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ მიტელშპილში, როცა ვასიფ დურარბეილთან, ფაქტობრივად, მოგებული პოზიცია ჰქონდა, უხეში შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ ყაიმს დასჯერდა.

ასევე, დაზავდნენ: ელთაჯ საფარლი - მერაბ გაგუნაშვილი, გადირ გუსეინოვი - მიხეილ მჭედლიშვილი.

აზერბაიჯანელთა ამჟამინდელმა ლიდერმა შაჰრიარ მამედიაროვმა 28-ე სვლაზე ლევან ფანცულაია დაამარცხა, რაუფ მამედოვმა კი კონსტანტინე შანავას სძლია.

ამდენად, პირველი ტურის შემდეგ სტუმრები 3,5:1.5 დაწინაურდნენ. 8 ივნისს მე-2 ტურში ქართველები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ.

- საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადებას აქტიურად შევუდექით, რადგან სტამბულის ბატალიებამდე ცოტა დრო რჩება, - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ. - აზერბაიჯანელებთან მატჩის შემდეგ საბოლოოდ დადგინდება ვაჟთა გუნდის შემადგენლობა, რომელსაც ხვიჩა სუპატაშვილი გაწვრთნის.

ქალთა ნაკრები (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა, დავით ჯოჯუა) 12 ივნისს ბაკურიანში გაემგზავრება 10-დღიან საწვრთნელ შეკრებაზე.

ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კი საქართველოს ქალ-ვაჟთა ნაკრები გუნდები ბოლო მზადებას ანტალიაში გაივლიან. ვეცდებით, რომ წინა ოლიმპიადის შედეგები გავაუმჯობესოთ, თუმცა ეს არც ისე იოლი იქნება.

- ბათუმის მსოფლიო ჩემპიონატების შედეგები გაქვთ მხედველობაში?

- აჭარის დედაქალაქში მართლაც პლანეტის მოჭადრაკე ქალთა ელიტამ მოიყარა თავი. ასეთ სახელოვან დიდოსტატებთან პაექრობაში მედლების დაგეგმვა ძნელია, თუმცა ძაგნიძის იმედი მაინც გვქონდა.

ამდენი შრომა და სახსრები დავხარჯეთ და გულდასაწყვეტია, ჩვენებურთაგან კვარცხლბეკზე რომ ვერავინ ავიდა, თუმცა ბლიცში ნანა ძაგნიძეს ვერცხლის მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა.

აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ბოლო, გადამწყვეტ პარტიას ნანა თეთრი ფიგურებით უკრაინელ ნატალია ჟუკოვასთან წააგებდა და მეორე ადგილს მას დაუთმობდა.

მართალია, მედლები ვერ აიღეს, მაგრამ ფულადი ჯილდოები შეხვდათ რაპიდში ნანა ძაგნიძეს და ლელა ჯავახიშვილს, ბლიცში კი - მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძეს, მაია ლომინეიშვილს, სალომე მელიას და ნინო ბაციაშვილს.

მნიშვნელოვანია, რომ უცხოელების წინაშე სტუმარ-მასპინძლობით არ შეგვირცხვენია თავი.

პრესკონფერენციებსა თუ ჩემპიონატების საზეიმო დახურვისას ასპარეზობის მონაწილეებმა ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის არაერთხელ გადაგვიხადეს მადლობა, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტმა ემილ სუტოვსკიმ ჩვენი ფედერაცია სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვა...

გუშინდელი ორთაბრძოლების დამთავრების შემდეგ აზერბაიჯანელთა მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ტუკმაკოვსაც გავესაუბრე:

- საქართველო კარგი მეზობელია, იდეალური მეტოქე საწვრთნელი მატჩისთვის. გუნდების დღევანდელი შემადგენლობა თითქმის თანაბარია, რადგან ყველა უძლიერესის თავმოყრა ვერ მოვახერხეთ: თეიმურ რაჯაბოვი მოსკოვში ტალის მემორიალში მონაწილეობს, ვუგარ გაშიმოვი კი პირად პრობლემებს აგვარებს.

საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმატებით თამაში გვაქვს დაგეგმილი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი შემადგენლობით ვიასპარეზებთ.

- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვით?

- გამოკვეთილი ლიდერია - ბაადურ ჯობავა, რომელიც მსოფლიო საჭადრაკო ელიტას უახლოვდება. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს მეორე ასეთი დიდოსტატი არ ჰყავს. აზერბაიჯანის ნაკრებში კი პირიქით - სამ მოჭადრაკეს (რაჯაბოვი, გაშიმოვი, მამედიაროვი) შორის არის კონკურენცია პირველობისთვის, რაც მათ წინსვლაში ეხმარება.

ყოველივეს მიუხედავად, საქართველოს ნაკრების დღევანდელი შემადგენლობით საჭადრაკო ოლიმპიადის ათეულში მოხვედრა სავსებით კანონზომიერი იქნება.

სტამბულისკენ თბილისის გავლით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"