ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ევრო 2012-ის მოგების პრეტენდენტებზე ისაუბრა
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ გამოცემა The Times of India-ს საკუთარ გვერდზე ევრო 2012-ის მოგების პრეტენდენტებზე ისაუბრა.

"ტურნირის ფავორიტად გერმანიის ნაკრებს მივიჩნევ. ამ გუნდმა შესარჩევი ციკლის ყველა მატჩი მოიგო. მათ თავდასხმაში კლოზე, პოდოლსკი და მიულერი ჰყავთ, ხოლო ნახევარდაცვაში ახალგაზრდა იოზილი და ჰედირა.

შვაინშტაიგერი და მისი გუნდი პლეი ოფში უპრობლემოდ უნდა გავიდნენ. ლიოვი კარგად იცნობს თავის გუნდს და დაცვა, რომელსაც ლამი, ბადშტუბერი და მეკარე ნოიერი ხელმძღვანელობენ, ძალიან ცოტა გოლს გაუშვებს.

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, დელ ბოსკეს განკარგულებაში მსოფლიოს ჩემპიონები კასილიასი, რამოსი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, სილვა, ინიესტა და ლორენტე არიან. ესპანეთი ჯგუფიდან უპრობლემოდ გავა. ესპანელები ფავორიტები არიან, მაგრამ ტრავმების გამო დიდი დანაკლისი აქვთ პუიოლისა და ვილიას სახით.

იტალიის ნაკრებს საკუთარი თამაში ვერ უპოვია, თუმცა, მიუხედავად ამისა, გუნდს ნახევარდაცვაში პირლო, ხოლო თავდასხმაში ბალოტელი და კასანო გაუძღვება.

ვფიქრობ, იტალიელები ტრადიციული კონტრშეტევებით ითამაშებენ, მაგრამ პრანდელიმ გუნდის მობილიზება უნდა შეძლოს, რომ ნაკრებმა გამარჯვებები მოიპოვოს და ქულები დააგროვოს.

ირლანდიის ნაკრებს ფორვარდი კინი და ნახევარმცველები დაფი და ენდრიუსი ჰყავთ, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ ტრაპატონის შეგირდები ჯგუფიდან გასვლას ტრადიციული ირლანდიური იღბლის გარეშე შეძლებენ. ჩემი აზრით, ამ ჯგუფიდან ესპანეთი და იტალია გავლენ", - დაწერა მარადონამ.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა