ინციდენტი კრაკოვის "ვისლას" საშინაო სტადიონზე ჰოლანდიელთა ვარჯიშის დროს მოხდა, რომელსაც დაახლოებით 25 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა
ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელები გრეგორი ვან დე ვილი და ნაიჯელ დე იონგი კრაკოვში ვარჯიშის დროს ადგილობრივმა გულშემატკივრებმა შეურაცხყვეს, რომლებიც გუნდის ვარჯიშს ესწრებოდნენ.

ინციდენტი კრაკოვის "ვისლას" საშინაო სტადიონზე ჰოლანდიელთა ვარჯიშის დროს მოხდა, რომელსაც დაახლოებით 25 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა. რამდენიმე ასეული გულშემატკივარი დე იონგის და ვან დერ ვილის გარბენის დროს სახასიათო ხმებს გამოსცემდა. ამის შემდეგ ფეხბურთელებმა ჰოლანდიის ნაკრების კაპიტან მარკ ვან ბომელის მითითებით, მოედნის მეორე მხარეს გადაინაცვლეს.

უეფა უარყოფს, რომ შეურაცხყოფა რასისტულ ნიადაგზე მოხდა. საფეხბურთო ჩინოვნიკების ვერსიით, პოლონელი გულშემატკივრები ან იმას აპროტესტებდნენ, რომ კრაკოვი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს არ მასპინძლობს, ან კრაკოვის სტადიონის, "ვისლას" გარდა, სხვა გუნდის მიერ გამოყენების წინააღმდეგნი იყვნენ.

ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა მარკ ვან ბომელმა პოლონელი გულშემატკივრების ქცევას სამარცხვინო უწოდა და გაიხსენა, რომ ის თანაგუნდელებთან ერთად 6 ივნისს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს ესტუმრა.

ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა ვარჯიშზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ თქვა, რომ ასეთი რამ შესაძლოა კიდევ განმეორდეს.

ადრე უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ რასიზმის გამოვლინებამ შესაძლოა მატჩების შეწყვეტა და დამნაშავის მხარის მიმართ სერიოზული სანქციები გამოიწვიოს.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა