ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური

ძალიან გამოცდილი კაცია ირლანდიელთა მხცოვანი თავკაცი ჯოვანი ტრაპატონი. მან ყველაფერი იცის - ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ხორვატიასთან სასტარტო შემადგენლობა მან ლამის ერთი კვირით ადრე გამოაცხადა.

ახლა კი ამბობს, ყველაფერს ჩვენთვის ეს, პირველი თამაში გადაწყვეტსო და არ უნდა იყოს მტყუანი, ირლანდიელებს ჯგუფში ხომ ორი "ზვიგენი" ელით: ესპანეთი და იტალია...

თუმცა ყველაფერი ჯერ ტრაპსაც კი არ აქვს გადაწყვეტილი - იტალიელი დილემის წინაშეა. შეცვალოს თუ არა 4-4-2 სქემა, რომელიც თავადაც მოსწონს და ირლანდიელებს ხომ ძვალ-რბილში აქვთ.

ბევრს ახსოვს 80-იანი წლების ირლანდიელი მცველის მარკ ლოურენსონის ხუმრობა: "თუკი ა გეგმა ჩაიფუშება, ჩვენ ყოველთვის გვრჩება ა გეგმა, რომელზეც გადავერთვებითო". ტრაპატონიმ, რაც "სამყურების" მწვრთნელია, მხოლოდ ერთხელ არ ათამაშა გუნდი 4-4-2 სისტემით და ისიც მას მერე, რაც მეტოქეს კაცი გაუგდეს: სამი წლის წინათ, ბარიში იტალიელების წინააღმდეგ 4-3-1-2-ზე გადაერთო.

კვირას რაღაც ამდაგვარს უნდა ველოდოთ, რადგან იტალიელს საშინლად არ მოეწონა, რაც უნგრელებთან ამხანაგურ მატჩში (0:0) მოხდა. უნგრელი ფორვარდები იოლად ნახულობდნენ ირლანდიელთა დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის ღრიჭოებს. ტრაპატონიმ რობი კინს დაუძახა, რომ უფრო სიღრმიდან შეეტია. მატჩის მერე კი ტრაპატონი იძახდა, ხანდახან გუნდში საუკეთესო მცველი ფორვარდიაო.

ირლანდიელები ფანების მხარდაჭერას მუდამ გრძნობენ - ევრო 2012-ზე გამგზავრებამდე ისინი ვარჯიშებს ხშირად 10-12 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ატარებდნენ.

"ჯგუფში პირველ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენსას ხორვატებთან და იტალიელებისა და ესპანელების დაპირისპირებას. პირველი 90 წუთი ხშირად ძალზე მოქმედებს მთელ კამპანიაზე. გამარჯვება დიდ უპირატესობას მოგვცემს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ არ წავაგოთ".

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს ტრაპატონი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მხცოვანი მწვრთნელი გახდება: ხორვატიასთან მატჩისთვის ის 73 წლისა და 85 დღის იქნება. იტალიელი ოტო ბარიჩის რეკორდს (ხორვატია, 2004 წ.) 83 დღით მოხსნის. ახლახან, ინტერვიუში ტრაპმა ასე იხუმრა: "მე ვარ 73 წლის ახალგაზრდა".

გივენი მხოლოდ მეკარე არაა

შეი გივენი არა მარტო ირლანდიელთა ნომერ პირველი გოლკიპერია, არამედ ის ამ ნაკრების თილისმანიცაა. ორი კვირის განმავლობაში ირლანდიელი ფანები შეშინებულები იყვნენ - გივენს ფეხი სტკივა.

მას მერე, რაც მან ალან კელის ნომერ პირველი მეკარის სტატუსი წაართვა (ახლა კელი მისი მწვრთნელია ნაკრებში) სულ გივენია კარში. ახლა კი ხორვატიის წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვო იყო. კარში კირიან უესტვუდს ელოდნენ. თუმცა ბოლო ცნობებით, გივენი თამაშს მაინც შეძლებს, თუმცა სრული დატვირთვით ვარჯიში ვერადავერ შეძლო.

სულ სხვა ლუკა

მინდორს გარეთ ლუკა მოდრიჩს ყველა მორიდებულ კაცად იცნობს, თუმცა ახლახან "ტოტენჰემის" ვარსკვლავმა უეფას ოფიციალურ საიტს არც მეტი, არც ნაკლები, შემდეგი განუცხადა:

"ხორვატიას შეუძლია წარმატებული ტურნირი ჰქონდეს. მეტიც, მე ვფიქრობ რომ სავსებით შესაძლებელია ბოლოში ევროპის ჩემპიონები ჩვენ გავხდეთ".

ხორვატია ტრავმებმა გატანჯა. სლავენ ბილიჩს უკვე მოუწია ივო ილიჩევიჩის შიმე ვრსალიკოთი შეცვლა. ვედრან ჩორლუკას თამაშის საკითხი კი გუშინ უნდა გარკვეულიყო.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური

პოზნანი. მუნიციპალური სტადიონი. 10 ივნისი. 22:45

ირლანდია-ხორვატია

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გივენი (?) - ჩორლუკა

სავარაუდო შემადგენლობები

ირლანდია (4-4-2): გივენი - ო'ში, დანი, სტ. ლედჯერი, უორდი - მაკგიდი, უელანი, ენდრიუზი, დაფი - კინი, ლონგი.

ხორვატია (4-4-2): პლეტიკოსა - სრნა, შიმუნიჩი, შილდენფელდი, პრანიჩი - რაკიტიჩი, ვუკოევიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - იელავიჩი, ედუარდო.

არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ბოლო ხუთი მატჩი

ირლანდია

უნგრეთი-ირლანდია 0:0, ირლანდია-ბოსნია 1:0, ირლანდია-ჩეხეთი 1:0, ირლანდია-ჩეხეთი 1:1, ირლანდია-ესტონეთი 1:1

ხორვატია

ნორვეგია-ხორვატია 1:1, ხორვატია-ესტონეთი 3:1 ხორვატია-შვედეთი 1:3, ხორვატია-თურქეთი 0:0, თურქეთი-ხორვატია 0:3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვედრან ჩორლუკა: ირლანდია ევრო 2012-ზე განსაკუთრებით მოტივირებული იქნება

სლავენ ბილიჩი: არ მესმის ირლანდიის ნაკრებმა პრობლემები რის ხარჯზე უნდა შეგვიქმნას

რობი კინს ხორვატიის დამარცხება სურს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად