ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 35 კანდიდატი შეარჩია, რომლებიც 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზესმა 35 კანდიდატი შეარჩია, რომლებიც 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ.

უფრო ადრე ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად 51 ფეხბურთელი იყო შერჩეული. ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირში ახალგაზრდული ნაკრებები მონაწილეობენ და მასში მხოლოდ სამი 23 წელზე უფროსი მოთამაშე ხვდება.

ბრაზილიის ნაკრების განახლებულ სიაში ასეთი მოთამაშე სამია და სამივე მცველია: "მილანის" ტიაგო სილვა, "ბარსელონას" დანიელ ალვეში და ლონდონის "ჩელსის" დავიდ ლუიზი.

განახლებულ სიაში ვერ მოხვდა ბრაზილიური კლუბის, "ატლეტიკო მინეიროს" ფეხბურთელი რონალდინიო და მილანის "ინტერის" გოლკიპერი ჟულიო სეზარი.

საბოლოო 18-კაციან განაცხადს ბრაზილიის ნაკრები 6 ივლისს დაასახელებს.

ადრე თავად რონალდინიო ამბობდა, რომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ოცნებობს, რაც მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება, ნაკრებში მოხვედრაში უნდა დაეხმაროს.

32 წლის რონალდინიოს ორ ოლიმპიადაზე უთამაშია. 2000 წელს სიდნეიში ბრაზილიელები კამერუნთან 1/4 ფინალში დამარცხდნენ, 2008 წელს კი პეკინში მესამე ადგილი დაიკავეს. ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე ბრაზილიის ნაკრები ვერ გავიდა.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ