სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა ევროპაში ზედიზედ მესამე სტარტი მოიგო
სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა ევროპაში ზედიზედ მესამე სტარტი მოიგო.

ამჯერად "ბრილიანტი ლიგის" ეტაპს ოსლომ უმასპინძლა და მაყურებელმა ისევ იხილა ორი იამაიკელი სპრინტერის - ბოლტისა და ასაფა პაუელის დუელი.

ერთი კვირის წინ, უსაინმა რომის ეტაპზე სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა (9.76). სავსებით ლოგიკური იყო, რომ ნორვეგიის დედაქალაქში იამაიკელისგან მორიგი მაღალ შედეგს ელოდნენ, მით უმეტეს, ამას ხელს უწყობდა ამინდი და სავსე სტადიონი.

თუ რომში პაუელმა უშანსოდ წააგო თანამემამულესთან, ამჯერად სარბენ ბილიკზე გარკვეული ბრძოლა იყო. შესაძლოა, ბოლტს ოდნავ შეუშალა ხელი ლუის-ფრენსის ფალსტარტმა, რამაც გარბენის სტარტი გადადო. თანაც ასაფა ძალიან სწრაფი იყო: მან კარგი სტარტი აიღო და 75 მეტრი ოდნავ უგებდა ბოლტს, მაგრამ ფინიშზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა მოუმატა და ასაფას ექვსი მეასედი წამი მოუგო, თანაც საკმაოდ მაღალი შედეგი - 9.79 წამი აჩვენა.

ფინიშის შემდეგ, ბოლტმა წამით თავი მიაბრუნა პაუელისკენ, ამ დროს კი მის წინ აღიმართა გოგონა, რომელსაც ყვავილების თაიგული უნდა მიერთმია გამარჯვებულისთვის. მან მორბენლის სიჩქარე ვერ გათვალა და უსაინმა კინაღამ გადაუარა საბრალოს. ბოლტმა ბოლო მომენტში დაინახა გოგონა და ისე სწრაფად დაამუხრუჭა, რომ გარდაუვალ ტრავმას გადაარჩინა როგორც საკუთარი თავი, ასევე დაბნეული "მეყვავილე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა