"მეფის" 45-მა ქულამ სტუმრად "ბოსტონთან", "მაიამის" საკუთარი მოედნის უპირატესობა დაუბრუნა

მაშინ, როცა "მაიამის" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და აუცილებლად სჭირდებოდა სტუმრად "ბოსტონის" დამარცხება, ლებრონ ჯეიმსმა 45 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

რთულია ვინმეს დადანაშაულება იმაში, რომ "მეფემ" ასე გაილაღა აღნიშნულ შეხვედრაში. თუ პირსი ხანდახან ვერ ასწრებდა ჯეიმსის დაწევას, პიეტრუსი და ბასი მაქსიმალურად ინდომებდნენ, მაგრამ იმ დღეს ლებრონის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

უკვე მატჩის ეკვატორისთვის "მაიამის" ლიდერის ანგარიშზე 30 ქულა გახლდათ, ამასთან, 14-დან 12 ტყორცნა მოათავსა კალათში. შესაბამისად, ამ სეზონის MVP ძალიან ახლოს იყო პლეი ოფის მატჩებში ორ მეოთხედში დაგროვილი ქულების რეკორდთან, რომლის მფლობელია ერიკ ფლოიდი - მან თავის დროზე 39 ქულა ჩაუგდო "ლეიკერსს".

ლებრონი, შესაძლოა, კიდევ უფრო მიახლოებოდა რეკორდს, ჯარიმების რეალიზაცია უკეთესი რომ ჰქონოდა.

"ჰიტის" ფორვარდის გმირობების წყალობით, სტუმრები დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. და ეს იმ დროს, როცა ტრადიციულად სუსტად ითამაშა პირველი ნახევარი უეიდმა – მან ექვსი ცდიდან მხოლოდ ერთი ტყორცნა მოათავსა კალათში.

რაც შეეხება "ბოსტონს", პირველ ტაიმში აქაც ერთი კაცის შოუ ვიხილეთ. პრაქტიკულად მარტო თამაშობდა რონდო და მის ანგარიშზე საწყის ორ მეოთხედში 19 ქულა მოდიოდა. ეპიზოდურად ეხმარებოდნენ მას გარნეტი და ალენი, მაგრამ რაჟონს ყველაზე კარგად ბასი ამოუდგა მხარში, რომელმაც მეორე მეოთხედში 8 ქულა ჩააგდო.

დიდი შესვენების შემდეგ, მასპინძლებმა 8:1 გაქცევა მოაწყვეს, რის შემდეგაც სპოელსტრამ ტაიმ-აუტი მოითხოვა. თუმცა თამაშში გარდატეხა არ მოხდა. "ჰიტი" ისევ ინარჩუნებდა ორნიშნა უპირატესობას. მხოლოდ მესამე მეოთხედის ბოლოსკენ შეამცირა სხვაობა "ბოსტონმა" რვა ქულამდე, მაგრამ იქვე ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა: ფარქვეშიდან ვერ ჩააგდო გარნეტმა და სამქულიანი ააცილა უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პირსმა.

სხვათა შორის იმ საღამოს რივერსის შეგირდებს საერთოდ არ წაუვიდათ შორეული ტყორცნები: 14 სამქულიანიდან მხოლოდ ერთმა მიაღწია მიზანს.

ამ გამოუყენებელი მომენტების შემდეგ, "მაიამის" პასუხმა არ დააყოვნა: ჯეიმსის მორიგმა ჩაგდებამ "მაიამის" უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა.

ბოლო მეოთხედში კი უეიდიც გააქტიურდა. მცველის ზედიზედ ორმა ზუსტმა ტყორცნამ და ბატიეს მისამართით შედეგიანმა გადაცემამ, სტუმრებს 18 ქულით წინ გასვლის საშუალება მისცა.

ამის შემდეგ, "სელტიქსი" საბოლოოდ მოიშალა და სირენამდე შვიდი წუთით ადრე 25 ქულას აგებდა. მასპინძლებს შორის არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა შეტევების ორგანიზება. პირსმა, გარნეტმა და ალენმა 39 ცდიდან მხოლოდ 13 ბურთი ჩააგდეს, რონდომ კი მეორე ტაიმში ორი ქულა აიღო.

ახლა წინ არის მეშვიდე მატჩი მაიამიში. ადგილობრივ გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ლებრონი შეინარჩუნებს მეექვსე შეხვედრაში აღებულ ტემპს, ბოსტონელები კი იმედოვნებენ, რომ ვარსკვლავი ვერ შეძლებს ზედიზედ ორჯერ კარიერაში საუკეთესო მატჩის ჩატარებას.

NBA. პლეი ოფი. 1/2 ფინალი

ბოსტონი-მაიამი 79:98

16:26, 26:29, 19:19, 18:24

ბ: რონდო (21+10 პასი+3 ჩაჭრა), ბასი (12+7 მოხსნა), გარნეტი (12+5 მოხსნა), ალენი (10), პირსი (9+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), დენიელსი (8), მური (3), პიეტრუსი (2), ჰოლინზი (2).

მ: ჯეიმსი (45+15 მოხსნა+5 პასი), უეიდი (17+8 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (9), ბატიე (8), ბოში (7+6 მოხსნა+3 დაფარება), ჰასლემი (6+9 მოხსნა), ჯონსი (2), კოული (2), ჰოვარდი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.7/48.7), სამქულიანები (7.1/43.8), საჯარიმოები (70/77.3).

სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან