საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალში რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ითამაშებენ
ერთი მოგება და რაფაელ ნადალი როლან გაროსის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება. ესპანელი ძალიან დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევს მეშვიდე პარიზული ტიტულისკენ და ამდენჯერ საფრანგეთის ღია არც ერთ ჩოგბურთელს არ მოუგია.

არ გამართლდა ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში ჩვენი ვარაუდი, როცა რაფაელ ნადალისა და დავიდ ფერერის ნახევარფინალი ნაადრევ ფინალად მოვნათლეთ. შეცდომაში შეგვიყვანა წინა ეტაპებზე ფერერის დამაჯერებელმა თამაშმა. 8 ივნისს კი ის ნადალმა საშინელ დღეში ჩააგდო.

რაფამ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო ისე, რომ სეტი არ წაუგია. ეს შეხვედრა ძალიან ჰგავდა მერვედფინალს არგენტინელ ხუან მონაკოსთან, როცა რაფა კორტის სრული ბატონ-პატრონი იყო და მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო მეტოქეს.

ამჯერად ფერერმა საათსა და 46 წუთში ხუთი გეიმი აიღო - 2:6, 2:6, 1:6. ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობით მოგება ნახევარფინალში 1986 წლის შემდეგ და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ ტურნირზე ნადალის უპირობო ფავორიტობას.

ფერერის აქტივში მხოლოდ მატჩის დებიუტი უნდა შევიტანოთ, როცა ორი თავისი გეიმი მოიგო და 2:1-ზე ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა (ამის შემდეგ მას ასეთი შანსი აღარ ჰქონია), მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მეხუთე გეიმში კი რაფამ პირველად აიღო მეტოქის მოწოდება და ამის შემდეგ, მის უპირატესობაში ეჭვი არავის შეპარვია. 1:2-დან მან ზედიზედ 16 (!) გათამაშება მოიგო, რაც ოთხ გეიმს უდრის. მატჩის დარჩენილი ნაწილის პერიპეტიების აღწერას აზრი არ აქვს, რადგან ეს "ცალკარა" თამაში იყო.

ერთადერთი შანსი ნადალს მაშინ მიეცა, როცა მეორე სეტში, 1:4-ზე მატჩი 55 წუთით გადაიდო. თუმცა დავიდს ვერც ამ პაუზამ უშველა და ბოლოს საერთოდ ჩამოუშვა ხელები.

რა თქმა უნდა, გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდა მეორე ნახევარფინალი, რომელშიც შარშანდელი მეტოქეები - ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი შეხვდნენ ერთმანეთს.

სერბ ჩოგბურთელს განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა. თანაც ორი. შარშან, ფედერერმა მას მეტად მტკივნეული მარცხი აგემა - შეწყვიტა ნოვაკის 43-მატჩიანი მოგებათა სერია და იმ სეზონში "დიდი სლემის" მოგების შანსი არ მისცა ჯოკოვიჩს. შესაბამისად, სერბს შარშანდელი წაგება კარგად ახსოვდა და რევანშისთვის იყო განწყობილი.

მეორე მოტივაცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ როლან გაროსზე ტრიუმფის შემთხვევაში, ჯოკოვიჩს "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირი ზედიზედ ექნება მოგებული, რაც არასოდეს გაუკეთებია ბორგს, ლენდლს, მაკინროის, კონორსს, ფედერერს, ნადალსა თუ სხვა რომელიმე ვარსკვლავს.

როჯერმაც და ნოვაკმაც რთული გზა გაიარეს გუშინდელ მატჩამდე. ფედერერმა პირველი წრის შეხვედრის გარდა, ყველა ეტაპზე დათმო მინიმუმ ერთი სეტი, დელ პოტროსთან კი 0:2-დან გადაარჩინა შეხვედრა. ასეთი მატჩი ჯოკოვიჩსაც ჰქონდა იტალიელ ანდრეას სეპისთან, ხოლო ჟო-ვილფრიდ ცონგასთან ოთხი მატჩბოლი გადაარჩინა.

ნახევარფინალში პირველი ბრეიკი ფედერერმა გააკეთა და პირველ სეტში 3:2 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და პარტია 4:6 წააგო.

კიდევ უფრო ახლოს იყო შვეიცარიელი მეორე სეტის მოგებასთან, როცა ორი ბრეიკი გააკეთა და 3:0 მოიგო. ერთი ბრეიკი ჯოკოვიჩმა მალე დაიბრუნა და 1:3 გახადა ანგარიში, 2:4-ზე კი ორი გეიმის აღებით ანგარიში გაათანაბრა. ნოვაკმა გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს 4:5-ზე მიაყენა, როცა მესამე ბრეიკის წყალობით 7:5 მოიგო მეორე სეტი.

მესამე სეტში კი ყველაფერი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ჯოკოვიჩმა მეექვსე გეიმში გააკეთა და 4:2 დაწინაურდა. მეტოქისგან განსხვავებით, ფედერერმა სერბს პასუხი ვერ გასცა და სამ სეტში წააგო.

ეს მარცხი როჯერმა, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან პრაქტიკულად ყველა გადამწყვეტ მომენტში საკუთარი შეცდომის ხარჯზე აგებდა ქულას. ჯამში შვეიცარიელს 46 შეცდომა დაუგროვდა.

მაშ ასე, კვირას ფინალში ნადალი და ჯოკოვიჩი შეხვდებიან. რაფა მეშვიდე ტიტულს უმიზნებს, ნოვაკი კი პირველად ითამაშებს როლან გაროსის გადამწყვეტ მატჩში.

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 6:4, 7:5, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ, 6) 6:2, 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jigaro
"ერთადერთი შანსი ნადალს მაშინ მიეცა",-რაებს წერთ???... წაიკითხეთ კი მაინც, კითხვა ხომ იცით?!
"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა