ევრო 2012. A ჯგუფი. I ტური
ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე რუსეთის ნაკრების გამოდგა - დიკ ადვოკაატის შეგირდებმა შავი დღე აყარეს ჩეხებს და მეტოქე სრულიად დამსახურებულად დაამარცხეს...

ანგარიშიც სრულიად ლოგიკურია და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ რუსებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, ერთი იმდენის გატანა კიდევ შეეძლოთ.

მარტო ალეკსანდრ კერჟაკოვს ხუთჯერ მაინც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ იშვიათი უზუსტობა გამოავლინა.

მოკლედ, რუსებმა ერთი ამოსუნთქვით დაამარცხეს მეტოქე, დანარჩენზე კი ქვემოთ ვისაუბროთ...

ტაქტიკა/სტრატეგია

დიკ ადვოკატმა ნაცადი ტაქტიკა, 4-3-2-1 აირჩია, რამაც კიდევ ერთხელ გაუმართლა. შეტევის წინა ხაზზე კერჟაკოვი მოქმედებდა, უკნიდან კი მას ალან ძაგოევი და ანდრეი არშავინი ეხმარებოდნენ. საყრდენ ხაზს ტრიო ამაგრებდა შიროკოვის, დენისოვის და ზირიანოვის შემადგენლობით.

რუსებმა მთელი თამაში სწრაფ ტემპში წარმართეს და შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს...

კომბინაციას კომბინაცია მოსდევდა, დარტყმას დარტყმა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რუსებმა ორგანიზებული ფეხბურთი აჩვენეს, თითოეულმა მოთამაშემ იცოდა თავისი საქმე და ზედმიწევნით კარგადაც ასრულებდა.

რაც შეეხებათ ჩეხებს, შეტევაში მათ მილან ბაროშის იმედი ჰქონდათ, რომელიც გადაცემებით ტომაშ როსიცკის უნდა მოემარაგებინა - ეს სტრატეგია პირველივე ტაიმში ჩავარდა და მეორეში, ბაროშს რეჟეკი შეუწყვილდა, თუმცა არც ამისგან გამოვიდა რამე.

ჩეხები აბსოლუტურად ყველა კომპონენტში დაიჩაგრნენ და ასეთ დროს, ტაქტიკა-სტრატეგიას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

TOP ფეხბურთელი

ანდრეი არშავინი (რუსეთი)

მიუხედავად იმისა, რომ ალან ძაგოევმა ორი გოლი გაუტანა პეტრ ჩეხს, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად არა ის, არამედ ანდრეი არშავინი უნდა დავასახელოთ.

ლონდონის “არსენალის” ყოფილი შემტევი შეუჩერებელი იყო და რუსეთის ნაკრების იერიშები ძირითადად სწორედ მასზე გადადიოდა.

არშავინის შექმნილ მომენტებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და თუ არ გინახავთ ეს თამაში, უბრალოდ დაგვიჯერეთ, რომ ანდრეი საუკეთესო იყო.

FLOP ფეხბურთელი

მილან ბაროში (ჩეხეთი)

მილან ბაროში ძირითადად მინდორზე იწვა და მსაჯისგან მოწყალებას ითხოვდა, თუმცა არც ეს საქმე გამოუვიდა მთლად კარგად. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ერთხელაც არ დაურტყამს ხეირიანად მეტოქის კარის მიმართულებით და ვერც სხვა კომპონენტებში დაგვამახსოვრა თავი.

გასაგებია, რომ ნახევარმცველები ბაროშის პასებით მომარაგებას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ მის უხეირო ქმედებებს გამართლება მაინც არ აქვს.

მსაჯი

ჰოვარდ ვებს სჩვევია საკამათო გადაწყვეტილებების მიღება და ყურადღების ცენტრში მოქცევა, მაგრამ ამჯერად, მსგავსი არაფერი მომხდარა.

ინგლისელი არბიტრის სასტვენმა მხოლოდ ერთხელ გამოიწვია კამათი, როდესაც პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. თუმცა, ამას მატჩის მიმდინარეობაზე გავლენა ნადვილად არ მოუხდენია.

მწვრთნელების დუელი

დიკ ადვოკაატი თითქოს მისი თანამემამულის, გუუს ჰიდინკის საქმეს აგრძელებს - მისი რუსეთიც სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, ბურთს კარგად აკონტროლებს და კონტრშეტევები შესანიშნავად ეხერხება.

სლავებმა ნახევარდაცვაში წალეკეს მეტოქე და სწორედ ამის ხარჯზე, უდიდეს უპირატესობას დაეუფლნენ. ადვოკაატი თამაშის მსვლელობის დროსაც მოწოდების სიმაღლეზე იყო - მაგალითად, დროულად შეცვალა გადაღლილი ალეკსანდრ კერჟაკოვი, რომელსაც რომან პავლიუჩენკო ჩაენაცვლა და დამაგვირგვინებელი გოლიც გაიტანა.

რაც შეეხება ჩეხთა მთავარ მწვრთნელ მიხალ ბილეკს, ის ისეთივე უმოქმედო იყო სათადარიგო სკამზე, როგორც მისი შეგირდები მოედანზე.

ანალიზი

კიდევ ერთხელ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილკება დატოვა, რაც სწრაფი, კომბინაციური ფეხბურთით გახლდათ განპირობებული.

ნათლად გამოჩნდა, რომ ადვოკაატის გუნდს შეტევაში საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს - წინა ხაზზე გამწესებულ კერჟაკოვს შესანიშნავად ეხმარებოდნენ ალან ძაგოევი და ანდრეი არშაინი.

აარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიკს თადარიგში ჰყავს რომან პავლიუჩენკო და პაველ პოგრებნიაკი, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეტევითი პოტენციალის გაზრდა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მარატ იზმაილოვი, რომელიც ტრავმირებული გახლდათ და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არ მოუწია თამაშმა.

მოკლედ, თუ რუსებმა ასე გააგრძელეს და ძალები მთელ ჩემპიონატზე თანაბრად და სწორად გადაანაწილეს, ვინ იცის, იქნებ მინიმუმ ოთხი წლის წინანდელი შედეგიც გაიმეორონ.

ჩეხებმა კი ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს: არავითარი ფანტაზია, არავითარი კრეატივი, არავითარი არაფერი - ასეთი თამაშით ჩეხებს ევროპის ჩემპიონატზე არაფერი ესაქმებათ.დასკვნა

რუსების სრული დომინაცია და დამსახურებული გამარჯვება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვის ნიშნები უბრალოდ არ არსებობს.

ევრო 2012. A ჯგუფი. I ტური

ვროცლავი. მიესკის სტადიონი

რუსეთი-ჩეხეთი 4:1

რუსეთი (4-3-2-1): მალაფეევი - ანიუკოვი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - შიროკოვი, დენისოვი, ზირიანოვი - ძაგოევი (84. კოკორინი), არშავინი - კერჟაკოვი (73. პავლიუჩენკო).

ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - კადლეცი, ჰუბნიკი, სივოკი, გაბრე - ჟირაჩეკი (76. პეტრჟელა), პლაშილი - რეზეკი (46. ჰუბშმანი), როსიცკი, პილარი - ბაროში (85. ლაფატა).

გოლები: 1:0 ძაგოევი (15), 2:0 შიროკოვი (24), 2:1 პილარი (52), 3:1 ძაგოევი (79), 4:1 პავლიუჩენკო (82).

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 17(7)-16(10); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 43 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

პოლონეთი-საბერძნეთი 1:1 - პოლონეთის ფალშსტარტი

გაიოზ დარსაძე: სუსტ A ჯგუფში რუსეთი საუკეთესოა

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა