პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტობის კანდიდატი ორია - ვლადიმერ გუცაევი და გია ფირცხალავა
უმაღლესი ლიგის კლუბების თავკაცების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონზე ეროვნულ ჩემპიონატს პროფესიული ფეხბურთის ლიგა ჩაატარებს.

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კი გაამხილა, რომ ლიგა 18 ივნისს დარეგისტრირდება და მის პრეზიდენტს აირჩევენ, პრეზიდენტობის კანდიდატი კი ორია - ვლადიმერ გუცაევი და გია ფირცხალავა.

წარსულში თბილისის "დინამოს" ვარსკვლავს ვლადიმერ გუცაევს დიდი გამოცდილება აქვს: ავარჯიშებდა საქართველოს ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებებს, "ანორთოსისს", საუდის არაბეთის "ალ-იტიჰადს", "ალანიას".

იყო ვლადიკავკაზის "ალანიას" სპორტული დირექტორი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში - თბილისის ფეხბურთის სამართველოს უფროსი და "დინამოს" გუნდის უფროსი, "ტორპედოს" გენერალური დირექტორი, "მცხეთისა" და მცხეთა-თიანეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი.

ბატონმა ვოვამ ვრცლად საუბარი შემდგომისთვის გადადო, ამჯერად კი მოკლე პასუხით შემოიფარგლა:

"ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერ არაფერი გარკვეულა. ახლა ბათუმში ვიმყოფები, ჩამოვალ და მერე დავილაპარაკოთ".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს გია ფირცხალავას კი ფედერაციასა და პროფლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს - 2010 წელს ლიგის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ შემდეგ ორგანიზაცია გაჩერდა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, მანამდე კი თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი გახლდათ:

- კანდიდატურის წამოყენებამდე ბევრი რამ არის მოსაფიქრებელი. ამ თემაზე არც მილაპარაკია, ეგაა, პროფლიგის სამუშაო ჯგუფს აღმასკომის გადაწყვეტილებით ვხელმძღვანელობ.

- ფაქტია, რომ პროფლიგის აღდგენას სერიოზული დაფიქრება სჭირდება.

- რა თქმა უნდა. ყველაფერი დამოკიდებულია კლუბებზე, რაზე შეთანხმდებიან, რამდენად ეფექტური სტრუქტურები იქნება და ა.შ.

- თქვენი აზრით, პროფლიგის გაუქმების შემდეგ ეკონომიკური ვითარება ისე შეიცვალა, სპონსორები უფრო იოლად რომ მიიზიდოთ?

- ცხადია, ვითარება საკმაოდ შეცვლილია. მე რომ პრეზიდენტად ამირჩიეს, მაშინ მთელი ქვეყანაში მწვავედ იგრძნობოდა რუსეთთან ომისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგები და ფეხბურთში ფულის ჩადებაზე ყველა უარს ამბობდა.

ახლა ქვეყანა გამოცოცხლდა და ბევრად უკეთესი ვითარებაა.

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი სულხან გოგიბერიძე გვიზიარებს მოსაზრებას, თუ როგორ აჯობებს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ამუშავება:

"თუ ეს ორგანიზაცია გამართულად იმუშავებს, ქართულ ფეხბურთს წაადგება. საამისოდ კლუბების ხელმძღვანელები შევხვდით და მიმაჩნია, რომ აზრთა გაზიარება სასარგებლო იყო.

ფეხბურთში მოღვაწე პიროვნებებმა უნდა ვიფიქროთ, როგორ დავაინტერესოთ ბიზნესი.

სამწუხაროდ, დღეს ფეხბურთი მოგებიანი არაა. ამას ყველა ხედავს და ამიტომაც არავინ ეტანება. საქართველოში მშენებლობა მომგებიანი რომ გახდა, ამ ბიზნესს ბევრი მიეტანა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის პროფესიონალი მშენებელი ბევრი არ არის.

ასევე უნდა იყოს ფეხბურთშიც და პრობლემაც თავისთავად მოგვარდება. შეიძლება ისეთი ხალხი მოვიდეს, ფეხბურთს ტელევიზორშიც რომ არ უყურებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

საქართველოს ჩემპიონატი: პროფლიგის პრეზიდენტს 18 ივნისს აირჩევენ

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო