თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება ქართველ და აზერბაიჯანელ დიდოსტატ ვაჟთა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ხუთ-ხუთი მოთამაშის შემადგენლობით
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება ქართველ და აზერბაიჯანელ დიდოსტატ ვაჟთა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ხუთ-ხუთი მოთამაშის შემადგენლობით.

ასპარეზობის სტარტზე ლევან ფანცულაია სტუმართა გუნდის ლიდერ შაჰრიარ მამედიაროვთან დამარცხდა, 8 ივნისს კი თეთრი ფიგურებით გადირ ჰუსეინოვზე იყარა ჯავრი - 23-ე სვლაზე აიძულა მეტოქე, საათი გაეჩერებინა.

სამწუხაროდ, თანაგუნდელებმა ვერ აუბეს მხარი. ყველასთვის მოულოდნელად ბაადურ ჯობავა, რომელმაც პირველ ტურში თითქმის მოგებული პარტია გაუშვა ხელიდან ვასიფ დურარბეილთან, მეორეში სათანადოდ ვერ განეწყო რაუფ მამედოვთან სათამაშოდ და 32-ე სვლაზე დანებდა მეტოქეს.

დამარცხდა მიხეილ მჭედლიშვილიც - ჩვენებურს დურარბეილიმ აჯობა.

დანარჩენი ორი შეხვედრა: კონსტანტინე შანავა - ელთაჯ საფარლი, მერაბ გაგუნაშვილი - შაჰრიარ მამედიაროვი ყაიმით დასრულდა.

ორი ტურის შემდეგ ანგარიშია 6,5:3,5, აზერბაიჯანელთა სასარგებლოდ.

9 მაისს მე-3 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ელთაჯ საფარლი - ბაადურ ჯობავა, რაუფ მამედოვი - მიხეილ მჭედლიშვილი, ვასიფ დურარბეილი - ლევან ფანცულაია, გადირ ჰუსეინოვი - მერაბ გაგუნაშვილი, შაჰრიარ მამედიაროვი - კოსტანტინე შანავა.

სურათზე: მერაბ გაგუნაშვილი (მარცხნივ) და შაჰრიარ მამედიაროვი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა