ნაკრების ყოფილი გოლეადორით თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", "ზესტაფონი" და გორის "დილა" ინტერესდებიან
ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოსვლის შემდეგ დავით სირაძის გადაბირებით მრავალი კლუბი დაინტერესდა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან 30 წლის თავდამსხმელმა გუნდთან მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტა, თავისუფალი აგენტი გახდა და მასში თეთრიც არ არის გადასახდელი.

სწორედ ამან შეაგულიანა ჩვენი ჩემპიონატის შეძლებული კლუბების თავკაცები და სირაძესთან მოლაპარაკება დაიწყეს - ჩვენი ინფორმაციით, "სპარტაკის" ყოფილი ფორვარდით დაინტერესდნენ თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", "ზესტაფონი" და გორის "დილა".

ამავე დროს, სირაძეს გერმანიის, ავსტრიისა და აზერბაიჯანის კლუბებში გადასვლას სთავაზობეს.

ცხადია, მათ ქართულ კლუბებზე უკეთესი პირობები აქვთ, მაგრამ შეთავაზებულ პირობებში სხვაობა ისეთიც აღარ არის, როგორც თუნდაც სამი-ოთხი წლის წინ იყო.

თავად ფეხბურთელი დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, თუ ნორმალურ პირობებს შესთავაზებენ. ჩვენი ინფორმაციით, არის შანსი, ნაკრების ყოფილმა გოლეადორმა თბილისის "დინამოში" ითამაშოს. თუმცა, ამტკიცებენ, რომ ყველაზე რეალური მისი "დილაში" გადასვლაა.

მაგრამ არის დასაფიქრებელი ფაქტორი: გორელები შეტევის ხაზში ჩემპიონატის გამორჩეული თავდამსხმელის მათე ვაწაძისა და რეზო ბარაბაძის იმედად არიან, ახლახანს, რუსთავის "მეტალურგიდან" ირაკლი მოდებაძეც დაიმატეს და კიდევ ერთი თავდამსხმელი, თუნდაც ასეთ გამოცდილი, დასჭირდებათ? თანაც, გორელების თქმით, გუნდის დაკომპლექტება, ფაქტობრივად, დასრულებულია.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოში სირაძის დაბრუნება ჩვენი ჩემპიონატის პრესტიჟს წაადგება.

უცხოეთი თუ სამშობლო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

ggggggggggg
რა ღორობაა...ნახევარმცველი დილა პილასოსია იმენა... უაზროდ ყიდულობენ ფეხბურთელებს
giorgi
ქუთაისში წამოდი დათო ხხელის გულზე გატარებთ. მაგრად გვჭირდები ტორპედოში.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს