ქარის თასის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტური დარჩა. ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია მომდევნო სამი კვირა მშვიდად იცხოვროს, "ნატალ შარქსია"...

ქარის თასის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტური დარჩა. ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია მომდევნო სამი კვირა მშვიდად იცხოვროს, "ნატალ შარქსია". დურბანელები 46 ქულით პირველ ადგილზე არიან და 15 ქულით უსწრებენ მეხუთეადგილოსან "ლაიონზს".

სხვებზე მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობა აქვს "ვესტერნ პროვანსს", რომელმაც მე-11 ტურში სტუმრად გაანადგურა ერთ-ერთი აუტსაიდერი "პუმასი" - 62:10. "დასავლელებმა" მასპინძლებს რვა ლელო გაუტანეს, აქედან ორ-ორი სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრების, მესამეხაზელ ფრანსუა ლავისა და გარემარბ ხიო ეპლონის ანგარიშზეა. ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს მგეზავ ვილემ დე ფაალს, რომელმაც რვავე ლელო გარდასახა და ორი საჯარიმოც მიაყოლა (22 ქულა).

"ვესტერნ პროვანსი" ახლა 38 ქულით მე-2 ადგილზეა. მას ხუთი ქულით ჩამორჩება უახლოესი მდევარი პრეტორიის "ბლუ ბულზი", რომელმაც შინ მძიმე ბრძოლაში პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლი "ლაიონზი" დაამარცხა - 24:21.

მატჩის პირველი ნახევარი 6:6 დამთავრდა. ორ-ორი საჯარიმო მგეზავებმა იაკო პოთხიტერმა (ბლუ ბულზი) და ტომას იანტისმა (ლაიონზი)გაიტანეს.

შესვენების შემდეგ მასპინძლები საგრძნობლად გააქტიურდნენ და 62-ე წუთისთვის სტივენ ფატერმეიერისა და იან ფან ფელზის ორი ლელოს წყალობით 24:9 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში სტუმრებმა ამას ორი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ მატჩის ბედი პოთხიტერის ვიზავიზე ერთით მეტი გატანილმა საჯარიმომ გადაწყვიტა - 24:21.

"ლაიონზს", რომელიც 31 ქულით მეხუთე ადგილზეა, "გრიკასი" წამოეწია, რომელმაც შინ აუტსაიდერი "ლეოპარდსი" დაამარცხა - 29:20. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა 20:15 მოიგეს, თუმცა მასპინძლები მეორე ნახევარში გონს მოეგნენ. საგრძნობლად გააქტიურდნენ და აუტსაიდერებს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცეს. გრიკასელებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და ერთი საპრემიო ქულაც ირგუნეს.

გათამაშების ლიდერმა "ნატალ შარქსმა" შინ დაამარცხა მეოთხეადგილოსანი "ჩიტაზი" - 30:16. "ზვიგენებმა" ოთხი ლელოს გატანა მოახერხეს, მოგებისთვის განკუთვნილ ოთხ ქულას ერთი საპრემიო ქულაც მიუმატეს და პლეი ოფში თამაში გაინაღდეს.

XI ტური

გრიკასი-ლეოპარდსი 29:20, პუმასი-ვესტერნ პროვანსი 10:62, ნატალ შარქსი-ჩიტაზი 30:16, ბლუ ბულზი-ლაიონზი 24:21.

სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 46 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 38, 3. ბლუ ბულზი - 33, 4. ჩიტაზი - 32, 5. ლაიონზი - 31, 6. გრიკასი - 30, 7. პუმასი - 17, 8. ლეოპარდსი - 5.

XII ტური

ვესტერნ პროვანსი-გრიკასი, ჩიტაზი-პუმასი, ლეოპარდსი-ბლუ ბულზი, ლაიონზი-ნატალ შარქსი.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა