რაფა ბენიტესმა გარისკა, საჯაროდ გამოაცხადა ლივერპულის დირექტორატს ფეხბურთისა არაფერი გაეგებაო...
რაფა ბენიტესმა გარისკა, საჯაროდ გამოაცხადა ლივერპულის დირექტორატს ფეხბურთისა არაფერი გაეგებაო. ერთი შეხედვით უცნაური ნათქვამი გამოგვივიდა, იტალიური "ინტერის" თავკაცი ხომ ინგლისურ კლუბზე რასაც უნდა იმას იტყვის – სად არის აქ რისკი? მაგრამ, მეორე მხრივ, ძველი კლუბის (თუნდაც მისი შეფების) კბენა დიპლომატიური საქციელი არ არის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ესპანელ მწვრთნელს მერსისაიდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და "წითლების" ფანებში კეთილი სახელი დაუგდია, ისტორიაშია შესული. ამიტომაც დაწერეს აქა-იქ, ასეთ სახელს მოფრთხილება სჭირდებაო.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესი "ლევერპულს" გასულ ზაფხულამდე ედგა სათავეში, მაგრამ ბოლოს ყველაფერი აერია, გუნდი ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ ვერ გაიყვანა და წამყვან ფეხბურთელებთანაც დაეძაბა ურთიერთობა. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ბენიტესმა ლეგენდარულ ინგლისურ კლუბს ევროპის ლიგის საგზური მოაგებინა, მაგრამ ჯერ ერთი ეს "ლივერპულისთვის" ვერაფერი ბედენაა, მეორეც, მწვრთნელს, როგორც გითხარით, ფეხბურთელებთან ჰქონდა ურთიერთობა გაფუჭებული და მესამეც, ბენიტესი უკვე კლუბის დიდმოხელეებთანაც ვეღარ პოულობდა საერთო ენას.

დროთა განმავლობაში ბენიტესი სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ ტრანსფერებისთვის საჭირო თანხებს "ენფილდ როუდზე" მას არავინ გამოუყოფდა და როგორც კი "ინტერიდან" ჟოზე მოურინიო წავიდა, ვაკანსიას დაეპატრონა.

"ბოლო წლებში "ლივერპულში" მე მყავდა შეფები, რომლებსაც ფეხბურთისა არაფერი გაეგებათ - განაცხადა 50 წლის ესპანელმა – მათთან საქმეზე ვერ დაილაპარაკებდი, აზრი არ ჰქონდა. აქ, "ინტერში" სხვაა, პრეზიდენტ მასიმო მორატისთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს".

ახლა უკვე ცნობილია, რომ ბენიტესს "ლივერპულის" მეპატრონეებთან ტომ ჰიკსსა და ჯორჯ ჯილეტთან უშუალო ურთიერთიბის საშუალება არც კი ჰქონდა. მას არც თავმჯდომარე მარტინ ბრაფტონი ხვდებოდა და შედეგად, გაუთავებელი შეხლა-შემოხლა მოსდიოდა აღმასრულებელ შეფ კრისტიან პერსლოუსა და კომერციულ დირექტორ იან ეირისთან, რომელთაც ფინანსების საკითხში დიდი უფლებები როგორც ჩანს არც ჰქონდათ.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა