ბუნდესლიგაში მისი დანიშვნა ვერცერთმა კლუბმა ვერ გარისკა, კამერუნში მის სამსახურზე უარი თქვეს, სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრების რეკორდსმენმა ლოთარ მათეუსმა ამაზე უფრო მსუყე სამსახურს გამოჰკრა ხელიბუნდეს...
ლიგაში მისი დანიშვნა ვერცერთმა კლუბმა ვერ გარისკა, კამერუნში მის სამსახურზე უარი თქვეს, სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრების რეკორდსმენმა ლოთარ მათეუსმა ამაზე უფრო მსუყე სამსახურს გამოჰკრა ხელი: ლოთარი, რომელსაც ბუნდესგუნდის მაისურით 150 მატჩი აქვს ჩატარებული, ბულგარეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნება. მატეუსს ბულგარელები ერთს პლუს ორწლიან კონტრაქტს უფორმებენ.

ეს ინფორმაცია გუშინ საფეხბურთო გერმანიისთვის ცაზე მეხის გავარდნასავით იყო, რადგან მანამდე არსად თქმულა, რომ ლოთარი ბულგარელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გუშინაც, ცნობა მხოლოდ მას მერე გავრცელდა, რაც ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორისლავ მიხაილოვმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათეუსს ყველაფერზე მოურიგდა, რომ ლოთარმა თანხმობა უთხრა კონტრაქტზე, რომელსაც ვადა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე ექნება და რომ უახლოეს დღეებში ლეგენდარულ გერმანელს ბულგარეთის ნაკრების თავკაცის რანგში ოფიციალურად წარადგენენ.

ამრიგად, მათეუსი ხსენებულ პოსტზე სტანიმირ სტოილოვს შეცვლის. ეს უკანასკნელი კი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი თამაში წააგო (0:4 ინგლისთან და 0:1 ჩერნოგორიასთან). შედეგად, ბულგარეთის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რასაც მოჰყვა კიდეც ეს სამწვრთნელო გადაადგილება.

ლოთარის დებიუტი ბულგარეთის ნაკრების თავკაცის რანგში საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 8 ოქტომბერს შედგება, როცა მისი ახალი გუნდი უელსს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ G ჯგუფში ინგლისთან, ჩერნოგორიასთან, უელსთან და ბულგარეთთან ერთად, შვეიცარიის ნაკრებიც თამაშობს, რომელსაც ლოთარის ყოფილი დამრიგებელი (ბაიერნში) ოტმარ ჰიტცფელდი წვრთნის. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მათეუსსა და ჰიტცფელდს შორის პირველი დუელი 2011 წლის 26 მარტს შედგება.

ამრიგად, 16-თვიანი უმუშევრობის ხანა დასრულებულია - მათეუსს ისევ აქვს სამსახური, რასაც ასე ძალიან ნატრობდა. ლოთარი ბოლოს 2008/2009 წლების სეზონში ნეთანიის "მაქაბის" წვრთნიდა, სადაც დიდხანს ვერ გაძლო - ისევე, როგორც სხვა გუნდებში. უფრო ადრე კი მათეუსი ვენის "რაპიდს", ბელგრადის "პარტიზანს", ბრაზილიურ "ატლეტიკო პარანაენსეს" და უნგრეთის ნაკრებს ავარჯიშებდა. ზალცბურგის "რედ ბულში" კი, ლოთარი მთავარი მწვრთნელის, ჯოვანი ტრაპატონის თანაშემწე გახლდათ.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა