ფაბიო კაპელოს ძალიან უნდა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ კიდევ ერთი შანსი მისცეს და სამხრეთ აფრიკიდან ნაადრევად გავარდნილი ნაკრების სათავეში დატოვოს. შეგახსენებთ, რომ ასოციაციაში გადაწყვიტეს, ცხელ გულზე არაფერი იღონონ, ორი კვირა დაიცადონ და იტალიელს მერეღა უთხრან, ტოვებენ სამსახურში თუ უშვებენ...

ფაბიო კაპელოს ძალიან უნდა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ კიდევ ერთი შანსი მისცეს და სამხრეთ აფრიკიდან ნაადრევად გავარდნილი ნაკრების სათავეში დატოვოს. შეგახსენებთ, რომ ასოციაციაში გადაწყვიტეს, ცხელ გულზე არაფერი იღონონ, ორი კვირა დაიცადონ და იტალიელს მერეღა უთხრან, ტოვებენ სამსახურში თუ უშვებენ. თავად კაპელო კი დარწმუნებულია, რომ 2012 წლამდე გუნდის ახალი ენერგიით დამუხტვას მოასწრებს და ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა ფეხბურთით წარსდგება.

"ფაბიოს აწვალებს შეგრძნება, რომ ინგლისში დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, - უთხრა პრესას მწვრთნელის ერთ-ერთმა ახლობელმა, - ამიტომ, მას უნდა, დარჩეს და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოს. აქ ფულზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. კაპელო წელიწადში 6 მილიონ გირვანქას იღებს, მაგრამ მერწმუნეთ, ევროპაში უამრავი კლუბია, რომელიც ამ ჯამაგირს მას დღესვე დაუნიშნავს. ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ კაპელოს სახელი გაუტყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან გავარდნის გამო პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად აღარ ითვლება და რომ ახლა ამის გამოსწორებას ეშურება... უბრალოდ, მსოფლიოს ჩემპიონატმა მას თვალები აუხილა და დაანახვა, რატომ ვარდება ხოლმე ინგლისის ნაკრები ყოველ მუნდიალზე ადრეული ეტაპიდან, რატომ ვერ გადის ბოლომდე და რატომ ვერ ხდება ჩემპიონი...

სამხრეთ აფრიკამდე ის საგონებელში იყო. ვერ გაეგო, რატომ ვერ ყოჩაღობდა მუნდიალებზე ქვეყანა, რომელსაც, როგორც წესი, კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მეტიც, სანამ ინგლისის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნებოდა, მას კიდევ არ ესმოდა, სინამდვილეში რა კარგი ფეხბურთელები ჰყავთ ინგლისელებს, მაგრამ ქვეყანასა და ამ ქვეყნის ფეხბურთთან უშუალო შეხებამ ყველაფერი ყირაზე დააყენა. მართლაც გასაოცარი რამ მოხდა - ინგლისის ნაკრებმა შესანიშნავად გაიარა შესარჩევი ციკლი, მაგრამ ფინალურ ეტაპზე სახეცვლილი და შებოჭილი გავიდა. ფეხბურთელები ფიზიკურად და მენტალურად გადაღლილები ჩანდნენ".

ამასობაში კი ვეტერანმა ვარსკვლავმა მაიკლ ოუენმა ამოიღო ხმა და კაპელოს შეუთვალა, მომავალში ნუღარ ჩამომწერ, გუნდის დახმარება ჯერ კიდევ შემიძლიაო. შეგახსენებთ, რომ ოუენს ინგლისის ნაკრებში 9 გოლი აკლია სერ ბობი ჩარლტონის რეკორდამდე (49 გოლი). ოუენმა თქვა:

"ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოვტოვე. ჯანზე რომ ვყოფილიყავი, წამიყვანდა კაპელო სამხრეთ აფრიკაში თუ არა, სხვა თემაა. ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სანაკრებო ფეხბურთისთვის თავი ნამდვილად არ დამინებებია და დღესაც ასე ვარ - როგორც კი გამომიძახებენ, მზად ვარ, გამოვცხადდე და ვითამაშო".

ოუენი, რომელიც შარშან "მანჩესტერ იუნაიტედში" "ნიუკასლიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით (ანუ უფასოდ) გადავიდა, ამბობს, რომ მომავალი სეზონისთვის მზად იქნება.

"ხუთ დიდ ტურნირზე ვარ ნამყოფი და ახლა, მსოფლიოს ჩემპიონატის ტელევიზიით ყურება ძალიან მეუცნაურა. თურმე, ასეთ დროს უნებლიედ ფანის პოზიციაში გადადიხარ და შეფასებეს უკვე სხვა სამრეკლოდან აკეთებ. რაც მოხდა, ძალიან გულდასაწყვეტი იყო. მართალი გითხრათ, არც მახსოვს, რომელიმე ჩემპიონატს ამდენი კითხვა გაეჩინოს".

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...