ევრო 2012. D ჯგუფი. I ტურის წინ
ცნობილი ამბავია, რომ დიდი საფეხბურთო ფორუმების ორგანიზატორებისთვის, ანუ ფიფა/უეფა-სთვის, მასპინძელი გუნდების წარმატება ყოველთვის მისასალმებელია, რადგან ეს პირდაპირ არის გადაბმული კომერციულ ინტერესებთან.

მაგალითად, როდესაც მასპინძელი წარუმატებლად ასპარეზობს და ვთქვათ, ჯგუფში რჩება, ტურნირის მიმართ ინტერესი კლებულობს, რაც ევროპისა და მსოფლიოს უმაღლესი საფეხბურთო ორგანოების შემოსავლებს პირდაპირ ურტყამს.

როდესაც ევრო 2012-ის კენჭისყრა ჩატარდა, ბევრმა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ პოლონეთის ნაკრები აუცილებლად გავიდოდა მეოთხედფინალში, რადგან უკრაინა ურთულეს ჯგუფში მოხვდა და, ფაქტობრივად, გაიწირა... თუმცა გავიდა ხანი და დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა - პოლონელებმა ევროპის ჩემპიონატი უსახური ფრეთი დაიწყეს და ბევრს გაუცრუეს იმედი; აი, უკრაინელების შანსები კი მკვეთრად გაძვირდა, რადგან სლავთა მრისხანე კონკურენტებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

განსაკუთრებით ეს ინგლისის ნაკრებზე ითქმის, რომელიც განახევრებული შემადგენლობით ჩავიდა ევროფორუმზე და შესაბამისად, მისგან ბევრს არაფერს ელოდებიან. მოკლედ, უკრაინელთა შანსები დღეს გაცილებით უფრო მაღალი ჩანს, ვიდრე იგივე კენჭისყრის დროს და ამაზე თავადაც ღიად საუბრობენ.

ეჭვიანი ბლოხინი

უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ავსტრია-გერმანიაში ემზადებოდა, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა გამართა და დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა.

ყველაზე სუსტი მატჩი ოლეგ ბლოხინის შეგირდებმა თურქებთან გამართეს, როდესაც ორი უპასუხო ბურთით დამარცხდნენ. ის წაგება ფეხბურთელთა ნაწილის მოწამვლას დაბრალდა, რომლის გამოც მთელი საფეხბურთო უკრაინა პანიკამ მოიცვა...

საბედნიეროდ, მოწამვლა მსუბუქი გამოდგა და ფეხბურთელები მალევე დაუბრუნდნენ ოპტიმალურ კონდიციას. ოლეგ ბლოხინი 4-3-1-2-ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე დევიჩი-ვორინინის ტანდემს გაამწესებს.

სათადარიგოებში მოიაზრება ანდრე შევჩენკო და თუ საჭიროებამ მოითხოვა, მეორე ტაიმში ჩაერთვება თამაშში.

სრულ მზადყოფნაშია ანატოლი ტიმოშუკი, რომელიც გუნდის საკვანძო ფეხბურთელად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, საფეხბურთო ექსპერტთა მოსაზრებით, დიდწილად ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდია და ეს ერთი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლავთ.

იბრა უკრაინელებს, სავარაუდოდ, ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის სტატუსით შეუტევს, მის უკან კი პსვ-ის შემტევი ნახევარმცველი ოლა ტოივონენი გაირჯება. საერთოდ, შვედეთის ნაკრების თავკაცი ერიკ ჰამრენი 4-4-2-ტაქტიკაზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ მეორე ფორვარდი, იოჰან ელმანდერი ჰყავს ტრავმირებული და სქემის შეცვლაც ამად გადაწყვიტა.

პრესკონფერენციებზე მწვრთნელები წამყვან ფეხბურთელებთან ერთად გამოცხადდნენ და უმჯობესია, რომ სიტყვა სწორედ შეგირდებს გადავცეთ - ჯერ "მილანის" ყოფილ ვარსკვლავს მოვუსმინოთ, შემდეგ კი ამჟამინდელს...

ანდრეი შევჩენკო (უკრაინა): "მოახლოებული ჯახისთვის უდიდესი ენთუზიაზმით ვემზადებით და დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებს დადებითი შედეგით გავახარებთ.

როგორ გავაჩერებთ იბრაჰიმოვიჩს? - ჯობდა, ეს კითხვა მცველისთვის დაგესვათ, მაგრამ როგორც უნდა იყოს, მთავარი საფრთხე არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი, არამედ მთლიანად გუნდია.

შვედები ორგანიზებულ, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და იშვიათად უშვებენ შეცდომებს. თუმცა ჩვენ ჩვენი კოზირები გვაქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ".

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი): "ევროპის ჩემპიონატის სტარტისთვის მზად ვართ და ვეცდებით, პირველივე შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვოთ.

მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს, თუმცა არა დაუმარცხებელი და მეც იმედიანად ვარ განწყობილი. უკრაინელთა პლუსი სავსე ტრიბუნები და მხურვალე გულშემატკივრობა იქნება, მინუსი კი ის, რომ გუნდმა ოფიციალური შეხვედრა ბოლოს 2009 წელს გამართა.

ვფიქრობ, ამხელა პაუზის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება უდიდესი წნეხია, რომელსაც შეიძლება ბევრმა ვერ გაუძლოს. იმედია, ასეც მოხდება".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. I ტური

კიევი. ოლიმპიური სტადიონი. 22.45

უკრაინა-შვედეთი

სავარაუდო შემადგენლობები

უკრაინა (4-3-1-2): პიატოვი - გუსევი, ხაჩერიდი, მიხალიკი, სელინი - ტიმოშუკი, ნაზარენკო, კონოპლიანკა - იარმოლენკო - დევიცე, ვორონინი.

შვედეთი (4-4-1-1): ისაკსონი - ლუსტიგი, მელბერგი, გრანკვისტი, ოისონი - ელმი, სვენსონი, კალისტრომი, ლარსონი - ტოივონენი - იბრაჰიმოვიჩი.

მსაჯი: ჩუნით ჩაქირი (თურქეთი).

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: არავინ.

ბოლო 5 მატჩი

უკრაინა

თურქეთი-უკრაინა 2:0

ავსტრია-უკრაინა 3:2

უკრაინა-ესტონეთი 4:0

ისრაელი-უკრაინა 2:3

უკრაინა-ავსტრია 2:1

შვედეთი

შვედეთი-სერბეთი 2:1

შვედეთი-ისლანდია 3:2

ხორვატია-შვედეთი 1:3

ბაჰრეინი-შვედეთი 0:2

ინგლისი-შვედეთი 1:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი VS ინგლისი - ვატერლოო დონეცკში

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა