ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური
როცა ჯგუფში მეტოქეებად ესპანეთი და იტალია გყავს, სასტარტო მატჩში მარცხი კატასტროფის ტოლფასია. შესაძლოა, ირლანდიელთა ბედ-იღბალიც ევრო 2012-ზე უკვე გაირკვა...

ტაქტიკა/სტრატეგია

ირლანდიელთა თავკაცმა ჯოვანი ტრაპატონიმ მაინც ვერ გაბედა ჩვეული 4-4-2-ის შეცვლა, არადა, ამაზე ბევრს საუბრობდნენ.

იტალიელმა ამხანაგურებში კარგად დაინახა, რომ ეს სქემა ვეღარ ამართლებდა. ამაზე ლაპარაკობდა კიდევაც, მაგრამ ცვლილება ვერ გარისკა.

სლავენ ბილიჩმა დიდი როლი მიუჩინა ოგნიენ ვუკოევიჩს, რომელიც მცველების წინ მოქმედებდა და მოდრიჩს პასებით ამარაგებდა.

საუკეთესო ფეხბურთელი

მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია)

დუბლის ავტორი მანჯუკიჩი იმის მიუხედავად გამოვარჩიეთ, რომ ორივე გოლში მეტოქე გოლკიპერი წაეხმარა. ორივეჯერ მანჯუკიჩმა თავით დაარტყა ირლანდიელთა კარში.

ირლანდიელ მცველებს უჭირდათ "ვოლფსბურგის" ფორვარდის შეჩერება. ამიტომ მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაარღვიეს წესი. არადა, არც ლუკა მოდრიჩსა და ივან პერიშიჩს დაეწუნებოდათ თამაში...

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

შეი გივენი (ირლანდია)

მთელი ირლანდია მოუთმენლად ელოდა ვეტერანი გოლკიპერის გამოჯანმრთელებას, თუმცა თითქმის უვარჯიშებელმა შეი გივენმა ხორვატებთან თამაშში ორი შეცდომა დაუშვა. მე-3 წუთზე მარიო მანჯუკიჩი საკმაოდ შორიდან და თითქმის ჩამუხლული არტყამდა კარში. ამ ბურთის მოგერიება აშკარად შეიძლებოდა.

მეორე შემთხვევაში კი, რომ არა გივენი, გოლი საერთოდ არ გავიდოდა - ძელიდან ასხლეტილი ბურთი მას თავში მოხვდა და ისე შევარდა კარში.

მსაჯი

ბიორნ კუიპერსმა, ჩვენი აზრით, ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია - პირველი ტაიმის მიწურულს ნიკიცა იელავიჩმა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

მეორე ტაიმში კი რობი კინს შილდენფელდი ეუხეშა და დაუსჯელი დარჩა. გამოდის, რომ ირლანდიელთა მარცხის ერთ-ერთი მიზეზი მსაჯი და მისი ბრიგადაც ყოფილა.

მწვრთნელების დუელი

სლავენ ბილიჩი ევრო 2012-ის შემდეგ ტოვებს ნაკრებს და რუსეთში მიდის სამუშაოდ. როგორც ჩანს, მას სურს, ღირსეულად დაემშვიდობოს ეროვნულ გუნდს.

შესვენების შემდეგ კარგად გამოჩნდა ბილიჩის გათვლების სიზუსტე - ხორვატებმა დასაწყისშივე შტურმი მოუწყვეს კელტებს და თამაშის ბედიც იქ გადაწყვიტეს.

ჯოვანი ტრაპატონის რაც შეეხება, ის ოფიციალურად გახდა ყველაზე მხცოვანი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.

ანალიზი

ეტყობა, წვიმა იყო საჭირო, რომ ამ ტურნირზე, ბოლოსდაბოლოს, სწრაფ ტემპში ვინმეს ეთამაშა - ეს იყო ხორვატიის ნაკრები. ირლანდიელები მათ ტემპში კი აყვნენ, მაგრამ შეტევების მრავალფეროვნებაში - ვერა.

ვერ ივარგა ირლანდიის ნაკრების დაცვის ხაზმა და ვერც მეკარემ. ირლანდიელებმა ერთადერთი გოლი სტანდარტული მდგომარეობის წყალობით გაიტანეს - ეიდენ მაკგიდის ჩამოწოდებულს თავით შონ სენტ ლედჯერმა მიუჩინა ადგილი სტიპე პლეტიკოსას კარში.

ხორვატიის გუნდი ძალიან მოგვეწონა - მოდრიჩი, რაკიტიჩი და პერიშიჩი ორი ფორვარდის უკან ძალიან სახიფათოდ და მაღალ ტემპში მოქმედებდნენ. ცენტრალური მცველები, ჩორლუკა და შილდენფელდი ხისტად ეთამაშებოდნენ მეტოქეს და მომენტებს თითქმის არ აქმნევინებდნენ.

ხორვატებმა ჯგუფიდან გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს.

დასკვნა

გარკვეული როლი მსაჯთა შეცდომებმა კი ითამაშა, მაგრამ ხორვატია ჯგუფის ლიდერია... დამსახურებულად.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური

10.06. პოზნანი. მუნიციპალური სტადიონი

ირლანდია-ხორვატია 1:3 (იხილეთ ვიდეო)

ირლანდია (4-4-2): გივენი - ო'ში, სტ. ლედჯერი, დანი, უორდი - მაკგიდი (54. კოქსი), უელანი, ენდრიუზი, დაფი - დოილი (53. უოლტერსი), კინი (74. ლონგი).

ხორვატია (4-1-3-2): პლეტიკოსა - სრნა, ჩორლუკა, შილდენფელდი, სტრინიჩი - ვუკოევიჩი - რაკიტიჩი (91. დუიმოვიჩი), მოდრიჩი, პერიშიჩი (89. ედუარდო) - მანჯუკიჩი, იელავიჩი (72. კრანჩარი).

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (3), 1:1 სტ. ლედჯერი (19), 1:2 იელავიჩი (43), 1:3 მანჯუკიჩი (49)

გაფრთხილება: ენდრიუზი

კუთხური: 1-7; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-10 (3-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 39 550

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ესპანეთი-იტალია 1:1- იტალიამ ქულა და სიმპათიები დაიმსახურა

უშანგი
იელავიჩი გოლისას არ იყო თამაშგარეში - ირლანდიელი მცველისგან მიიღო ბურთი!
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს