ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური
არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ეს მატჩი, ჯერჯერობით, საუკეთესოა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე. ერთმანეთს ორი მაღალი დონის გუნდი დაუპირისპირდა და გულშემატკივარმა ხარისხიანი და სანახაობრივი ფეხბურთით ისიამოვნა.

ტაქტიკა/სტრატეგია

ესპანელთა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ საერთოდ უარი თქვა ცენტრფორვარდზე და სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ექვსი ნახევარმცველი გაამწესა.

ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციები, ფერნანდო ტორესის ნაცვლად, სესკ ფაბრეგასს დაეკისრა.

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ კი სამი ცენტრალური მცველითა და ამდენივე საყრდენით ითამაშა. "სკუადრა აძურას" ძირითად შემადგენლობაში სიურპრიზები არ ყოფილა და ისიც წინასწარ იყო დაანონსებული, რომ დანიელე დე როსი დაცვის ცენტრში ითამაშებდა.

საუკეთესო ფეხბურთელი

ანდრეა პირლო (იტალია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობაზე პრეტენზიას ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი შეიძლება აცხადებდეს. უეფამ, მაგალითად, არჩევანი ანდრეს ინიესტაზე გააკეთა. ესპანელთა ლიდერმა, რაღა თქმა უნდა, შესანიშნავად ითამაშა, თუმცა საკუთარი გუნდისთვის არანაკლები გააკეთა ანდრეა პირლომ.

ვფიქრობთ, თუნდაც წინასამატჩო პროგნოზების ფონზე, ეს ქულა იტალიისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ესპანეთისთვის. შესაბამისად, პირლო, რომელმაც საგოლე პასიც შეასრულა და საკუთარი გუნდის ნამდვილი ლიდერი მთელი 90 წუთის განმავლობაში იყო, ნამდვილად იმსახურებს გამორჩევას.

უსუსტესი ფეხბურთელი

მარიო ბალოტელი (იტალია)

აშკარად ვერ გაამართლა მასზე დამყარებული იმედები. რა თქმა უნდა, ამ მატჩშიც გვიჩვენა, რომ ჩინებული საფეხბურთო მონაცემები აქვს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში იტალიური თავდასხმის ლიდერობა ვერ გასწია.

მარიო ბალოტელიმ ყველაზე მეტად, რასაკვირველია, მაშინ გააფუჭა საქმე, როცა კასილიასთან პირისპირ გასულმა დარტყმა ძალიან დააყოვნა და სერხიო რამოსმა ხიფათი განმუხტა.

მსაჯი

უნგრელმა ვიქტორ კაშაიმ, რომელმაც ორი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი განსაჯა, დაკისრებულ ფუნქციებს თავი დამაჯერებლად გაართვა და შეხვედრა სერიოზული შეცდომების გარეშე ჩაამთავრა. კაშაის მაღალ კვალიფიკაციაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, ევრო-2012-ის ფინალიც ანდონ.

მწვრთნელების დუელი

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევე, როგორც გუნდების დაპირისპირება, მწვრთნელების დუელიც ფრედ დასრულდა. ვისენტე დელ ბოსკეცა და ჩეზარე პრანდელიც მატჩს უნარიანად გაუძღვნენ და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანს ხელთ რაიმე კოზირი ეპყრა და ვერ გამოიყენა.

ვფიქრობთ, ორივემ მის ხელთ არსებული რესურსი ეფექტურად აამუშავა.

პრანდელის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, ანტონიო დი ნატალეს მოედანზე შეყვანა მეტყველებს - ვეტერანმა ფორვარდმა ხომ მწვრთნელს ნდობა უმალ გაუმართლა და თავისიანები დააწინაურა.

დელ ბოსკეს კი თავდასხმაში დაყენებულმა სესკ ფაბრეგასმა გაუმართლა და ესპანელებმა ქულა მისი გოლით იხსნეს. თამაშში ურიგოდ არც მის ნაცვლად შესული ფერნანდო ტორესი ჩართულა.

ანალიზი

ესპანელთა თამაშში სიურპრიზებს არც ველოდით და მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმაც საკუთარ სტილში, მოკლე გადაცემებითა და ბურთზე კონტროლის დაწესებით სცადეს წარმატების მიღწევა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბურთის ფლობის უკეთესი მაჩვენებელი პირინეელებს ჰქონდათ. მათი ექვსი ნომინალური ნახევარმცველი პოზიციებს სისტემატურად იცვლიდა და ამით მეტოქისთვის თავგზის არევას ცდილობდა, თუმცა იტალიელი საყრდენებისა და მცველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მრისხანე მეტოქის შეტევებს ჩინებულად გაუმკლავდნენ.

იტალიის ნაკრებს აღარ ჰყავს ტოტი და დელ პიერო, მაგრამ "აძურამ", ძლიერ დაცვასთან ერთად, ისიც დაგვანახა, რომ საკმაოდ მდიდარი შემტევი პოტენციალი აქვს.

პრანდელისეული იტალია ის გუნდი აღარ არის, რომლის ხილვისგანაც მხოლოდ მისმა ქომაგებმა შეიძლება მიიღონ სიამოვნება. 10 ივნისს ესპანელებს ისეთი ნაკრები დაუპირისპირდა, რომლის ფეხბურთითაც ნეიტრალურმა გულშემატკივარმაც შეიძლება ისიამოვნოს.

დასკვნა

შესაძლოა, გამარჯვებასთან უფრო ახლოს ესპანეთის ნაკრები იყო, მაგრამ გამართული ფეხბურთით იტალიამ ფრე ნამდვილად დაიმსახურა. თავისუფლად შეგვიძლია, ამ შედეგს ლოგიკური ვუწოდოთ. ორივე გუნდს მეოთხედფინალში გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს, მაგრამ არც ხორვატია უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ესპანეთსაც და იტალიასაც დიდ თავსატეხს გაუჩენს.

მატჩის შემდეგ

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი):

"ფაბრეგასი უნივერსალური ფეხბურთელია და თავდასხმაში ამიტომაც გავამწესე. მან ჩემი იმედები სრულად გაამართლა. ცალკეული ფეხბურთელების გამოყოფისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ტორესი მაინც უნდა ვახსენო. მოხარული ვარ, რომ მან საბოლოოდ დაძლია უსიამოვნო პერიოდი და დღესაც კარგად ითამაშა. დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში იგი ესპანეთის ნაკრებს კიდევ უფრო დიდ სარგებლობას მოუტანს".

ჩეზარე პრანდელი (იტალია):

"იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ ასეთი თამაშისთვის მადლობა გადაგვიხადა და გვითხრა, რომ იტალიის ნაკრების ხილვით სიამოვნება მიიღო. მას დავეთანხმები, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. ბალოტელი გაფუჭებული მომენტის გამო არ შევცვალე, მისი მოედნიდან გამოყვანა ამ ეპიზოდამდე უკვე გადაწყვეტილი მქონდა. დე როსი ამ ეტაპზე დაცვაში გვჭირდება და მას სწორედ ამ პოზიციაზე მართებს კონცენტრირება".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური

10.06. გდანსკი. არენა გდანსკი

ესპანეთი-იტალია 1:1 (იხილეთ ვიდეო)

ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - დავიდ სილვა (65. ხესუს ნავასი), ფაბრეგასი (74. ტორესი), ინიესტა.

იტალია (3-5-2): ბუფონი - კიელინი, დე როსი, ბონუჩი - მაჯო, მოტა (90. ნოჩერინო), პირლო, მარკიზიო, ჯაკერინი - კასანო (65. ჯოვინკო), ბალოტელი (56. დი ნატალე).

გოლები: 0:1 დი ნატალე (60), 1:1 ფაბრეგასი (64)

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 18(9)-10(6); ბურთის ფლობა: 57%-43%.

გაფრთხილება: ალბა, არბელოა, ტორესი - ბალოტელი, ბონუჩი, კიელინი, მაჯო

არბიტრი: ვ. კაშაი (უნგრეთი)

მაყურებელი: 38 869

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირლანდია-ხორვატია 1:3 - სწრაფი და საშიში ხორვატია

ესპანელმა ფანებმა მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

ლუის არაგონესი: ვისენტე დელ ბოსკეს ადგილას ცენტრალური თავდამსხმელით ვითამაშებდი

VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა