მარიამ ფინალი შესანიშნავად დაიწყო, იმ დროს, როცა ერანი თავის სადებიუტო ფინალში შესამჩნევად ნერვიულობდა

გასულ უქმეებზე, საფრანგეთის ღია პირველობაზე სანახევროდ გამოვლინდნენ ლაურეატები. შაბათს ქალთა ტურნირის ფინალი მარია შარაპოვას გამარჯვებით აღინიშნა, გუშინ კი მამაკაცთა ფინალის დასრულება არ მოხერხდა - საქმეში უამინდობა ჩაერია.

ქალების გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი მარია შარაპოვა და იტალიელი სარა ერანი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მათ შორის ასაკში სხვაობა ათ დღეს (რუსი ცოტათი უფროსია) უდრის. 2004 წელს, როცა შარაპოვამ უიმბლდონი მოიგო, იტალიელი ITF-ის ტურნირების კვალიფიკაციებში იბრძოდა. ოთხი წლის შემდეგ ერანიმ თავისი პირველი ტიტული მოიგო, მარიას ანგარიშზე კი "დიდ სლემზე" სამი ტრიუმფი მოდიოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში წილისყრამ ეს ჩოგბურთელები ადრეულ ეტაპებზე არ შეახვედრა ერთმანეთს, უფრო შორს კი სარა ვერ გადიოდა.

შესაძლოა, ისინი ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სადაც იტალიელი 16 წლამდე სწავლობდა, მაგრამ შარაპოვამ აღიარა, რომ იმ აკადემიიდან აპენინელი არ ახსენდება. და კიდევ ერთი განსხვავება ამ ჩოგბურთელებს შორის: მთელი კარიერის განმავლობაში იტალიელს იმდენი თანხა აქვს გამომუშავებული, რამდენიც მარიამ ამ სეზონში მოიპოვა.

ფინალის წინ შარაპოვას უპირატესობა იყო ისიც, რომ პარასკევს ისვენებდა, ერანიმ კი წყვილთა ფინალში ითამაშა და რობერტა ვინჩისთან ერთად დაამარცხა რუსული დუეტი მარია კირილენკოსა და ნადეჟდა პეტროვის შემადგენლობით.

მარიამ ფინალი შესანიშნავად დაიწყო, იმ დროს, როცა ერანი თავის სადებიუტო ფინალში შესამჩნევად ნერვიულობდა.

14 წუთის განმავლობაში შარაპოვამ ოთხი გეიმი აიღო და თავისი შემტევი დარტყმების მთელი არსენალი გვიჩვენა. არადა, იტალიელი თითქმის არ უშვებდა შეცდომას. მთელი პირველი სეტის განმავლობაში მას მხოლოდ ოთხი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, თუმცა სუფთად მოგებული ქულაც ამდენივე მიითვალა.

თამაში მარიას მიჰყავდა, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა და პირველი გეიმი მოაგებინა მეტოქეს. ამან სარას მეტი დამაჯერებლობა შესძინა და თანდათან დაიწყო რუსისთვის პრობლემების შექმნა.

ხანდახან ამას შარაპოვას შეცდომები მოსდევდა, მაგრამ უფრო ხშირად მარიას შეტევები მიზანს აღწევდა.

პირველი პარტია ფავორიტმა ერთით მეტი ბრეიკით მოიგო, თუმცა სეტის მსვლელობისას არავის შეპარვია ეჭვი მის უპირატესობაში.

მეორე სეტში უფრო დაძაბული ბრძოლა იყო. გაიზარდა გრძელი გათამაშებების რიცხვი, რაც ერანის აძლევდა ხელს. მარიამ მაშინვე წაიყვანა ანგარიში ბრეიკით, მაგრამ უფრო უჭირდა გეიმების აღება, ვიდრე თამაშის დასაწყისში. ეს არ იყო იოლი გზა გამარჯვებისკენ, რადგან რუსს ყოველ გათამაშებაში დიდი ბრძოლა უწევდა.

გამორიცხული არ არის, რამდენიმე ხანგრძლივ გეიმში წარმატების შემთხვევაში, სარას უფრო მეტი მოეხერხებინა ფინალში, მაგრამ შარაპოვამ არ მისცა ამის საშუალება. რუსი ყურადღებით მოქმედებდა გადამწყვეტ გათამაშებებში.

მთელი მატჩის განმავლობაში შარაპოვამ ორჯერ წააგო თავისი მოწოდება, მაგრამ საერთო სურათი არ შეცვლილა. ერანი ბოლომდე იბრძოდა. მატჩზე ჩაწოდებისას შარაპოვას რამდენიმე ექსტრა-კლასის დარტყმა დასჭირდა თამაშის თავის სასარგებლოდ დასასრულებლად - 6:3, 6:2.

მარია შარაპოვა გახდა მეათე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც "კარიერული სლემი" მოიპოვა. მან 2004 წელს მოიგო უიმბლდონი, 2006 წელს - ამერიკის ღია პირველობა, 2008 წელს - ავსტრალიის ღია პირველობა და 2012 წელს - როლან გაროსი.

რუს ჩოგბურთელამდე "კარიერული სლემის" შეგროვება მოახერხეს: მორინ კონოლი-ბრინკერმა, დორის ჰარტმა, შირლი ფრაი ირვინმა, მარგარეტ კორტმა, ბილი-ჯინ კინგმა, კრის ევერტმა, მარტინა ნავრატილოვამ, შტეფი გრაფმა და სერენა უილიამსმა.

დღეისთვის გადაიდო

გამართლდა ორგანიზატორთა ვარაუდი, რომლებმაც ორი დღის წინ არ გამორიცხეს როლან გაროსის ორშაბათს დასრულება.

10 ივნისს ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის ფინალი ორჯერ შეწყდა წვიმის გამო. მეორე პაუზის შემდეგ ჩოგბურთელები კორტზე აღარ დაბრუნებულან და შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 15 საათზე განახლდება.

არადა, ესპანელს შეეძლო, აქამდე არ მიეყვანა საქმე და ამ როლან გაროსზე ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოეგო სამ სეტში. ნადალმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო შეხვედრა, ორი ბრეიკი გააკეთა და 3:0 დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა პირველი უნებლიე შეცდომა მხოლოდ მეოთხე გეიმში დაუშვა.

ასეთი კატასტროფული დასაწყისის მიუხედავად, ჯოკოვიჩი არ დაიბნა და მალე თავად აიღო მეტოქის ორი მოწოდება, რამაც ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა - 3:3. თუმცა იქვე ნადალმა კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:4.

პირველ სეტში რაფას ანგარიშზე იყო - ერთი ეისი, ორი ორმაგი და ათი უნებლიე შეცდომა და ცხრა "ვინერსი". ჯოკოვიჩი ერთხელ შეცდა მოწოდებისას, ათი აქტიურად მოგებული ქულა და 17 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. პირველი სეტი 58 წუთს გაგრძელდა.

მეორე სეტის დასაწყისიც პირველის ანალოგიური იყო - ნადალის ბრეიკით ანგარიში გახდა 2:0. და ისევ, ჯოკოვიჩმა მოახერხა თანაფარდობის აღდგენა - 3:3. ამას მოჰყვა ესპანელის მეხუთე ბრეიკი მატჩში და საკუთარი გეიმის მოგება, თუმცა 5:3-ზე თამაში წვიმის გამო შეწყდა. მატჩის განახლების შემდეგ ნადალმა მეექვსე ბრეიკი გააკეთა და დააფიქსირა პარტიის საბოლოო ანგარიში - 6:3.

ორი სეტის შემდეგ ესპანელს ასეთი სტატისტიკა ჰქონდა - ორი ეისი, ოთხი ორმაგი, 17 უნებლიე შეცდომა და 22 "ვინერსი". ჯოკოვიჩი კვლავაც ეისის გარეშე დარჩა, სამი ორმაგი ჰქონდა, 20 "ვინერსი" და საკმაოდ ბევრი - 30 უნებლიე შეცდომა. მეორე პარტიის დრო იყო 56 წუთი.

როცა მესამე სეტის სტარტზე ნადალმა ტრადიციას არ უღალატა და პარტია ბრეიკით დაიწყო (2:0), ყველას ეგონა, რომ ესპანელი სამ სეტში მოამთავრებდა საქმეს და კარიერაში მეშვიდედ მოიგებდა როლან გაროსს, მაგრამ აქ მატჩის სურათი კარდინალურად შეიცვალა.

ჯოკოვიჩმა 0:2-იდან ზედიზედ რვა (!) გეიმი აიღო და ამის წყალობით მოიგო მესამე სეტი (6:2) და მესამეში თავად დაწინაურდა ბრეიკით - 2:0. ამას მოჰყვა ნადალის მხრიდან უიღბლო სერიის შეწყვეტა და წვიმის წამოსვლა. უამინდობა აშკარად რაფას აძლევდა ხელს.

თამაში ჯოკოვიჩის კარნახით მიდიოდა და სერბი, სავარაუდოდ, გამარჯვებამდე მიიყვანდა სეტს, შემდეგ კი მეხუთე პარტიაში ეცდებოდა ფსიქოლოგიური უპირატესობის გამოყენებას. ახლა კი ჩოგბურთელებს, პრაქტიკულად, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთ. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მეოთხე სეტს ჯოკოვიჩი ბრეიკით იგებს.

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (1)-რაფაელ ნადალი (2) 4:6, 3:6, 6:2, 2:1 გადაიდო

ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 2)-სარა ერანი (იტა, 21) 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის