არსენ ვენგერი დისკვალიფიცირებული რომ არ ყოფილიყო და "ტოტენჰემთან" თამაშისთვის თვალი დირექტორთა ლოჟის გვერდითა სექტორიდან კი არ ედევნებინა, არამედ...
არსენ ვენგერი დისკვალიფიცირებული რომ არ ყოფილიყო და "ტოტენჰემთან" თამაშისთვის თვალი დირექტორთა ლოჟის გვერდითა სექტორიდან კი არ ედევნებინა, არამედ მოედნის კიდესთან ჩვეულ ადგილას მდგარიყო, იქნებ კიდევ ერთხელ გაეკეთებინა ის, რისთვისაც დასაჯეს - თანამსაჯს მიჭროდა და ხელით შეხებოდა.

ოღონდ, გვერწმუნეთ, თუკი პრემიერლიგის ბოლო ტურში, სანდერლენდში, ფრანგი მწვრთნელი თანამსაჯს იმიტომ მივარდა, რომ შემოეტრიალებინა და საყვედური ეთქვა, ამჯერად, "ქარლინგის" თასზე, ალბათ ჩაეხუტებოდა.

მაინც, რა მოხდა "უაით ჰართ ლეინზე" ასეთი? რა და, დამატებით დროში "ტოტენჰემ ჰოთსპურის" კარში ორი პენალტი დაინიშნა. ორივე სამირ ნასრიმ შეაგდო. ძირითადი დროის ანგარიში 1:1 იყო. მთლად ბოლოს კი ჰარი რედნაპის გასამწარებლად ანდრეი არშავინმა კიდევ ერთი გოლი დააყოლა "დეზების" კარში. მატჩის შემდეგ რედნაპმა თქვა:

"ვფიქრობ, პირველი პენალტი გადაჭარბებული იყო, მეორე კი უბრალოდ გამოგონებული. ამ ყველაფერმა თითქოს ცუდი გემო დაგვიტოვაო. დამატებით დროში მწამს, ჩვენ მოვიგებდით".

თუმცა, ამ გულდათუთქული სიტყვების მთქმელს დაავიწყდა, რომ მისმა ფეხბურთელმა რობი კინმა 49-ე წუთზე ყმაწვილი ჰენრი ლენსბერის გოლი ოფსაიდიდან გაქვითა...

უკმაყოფილო დარჩა "სფურზის" ფეხბურთელი სებასტიან ბასონგიც, რომელმაც ასე დაიჩივლა: "ნასრი საჯარიმოში ძალიან მარტივად წაიქცა. ენალტი არ უნდა დანიშნულიყო., მან იმსახიობა და ამის შესახებ თამაშის შემდეგ პირში ვუთხარი".

თუმცა, "ქარლინგის თასზე" ყველაზე სენსაციური შედეგი სხვა იყო: "ბრენტფორდმა" პენალტების სერიაში "ევერტონი" დაამარცხა. საკუთრივ თამაში 1:1 დასრულდა. მოგვიანებით, პრეს-კონფერენციაზე დევიდ მოიესმა გასაოცარი გულწრფელობით განაცხადა:

"ნამდვილად დიდი სამუშაო მაქვს შესასრულებელი. ამიერიდან საქმეს სერიოზულად უნდა მივუდგე. ნამდვილი სამწვრთნელი საქმე ახლა მეწყება. პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. შემდეგ შეხვედრაშიც მე ვიქნები ყველაფერზე პასუხისმგებელი. გუნდი ხომ ჩემი შერჩეული და მომზადებულია. შეშფოთებული თუ ვარ? ჩემს ადგილას რომელი მწვრთნელი არ იქნებოდა?"

"ბოლტონი" სტუმრად "ბარნლისთან" 1:0 დამარცხდა, ხოლო ავრამ გრანტის "ვესტ ჰემმა" სასიკეთო შედეგებისკენ დაიწყო შემოტრიალება - "სანდერლენდს" 2:1 აჯობა.

ქარლინგის თასი. III ტური.

ბირმინგემი-მილტონი 3:1

ბრენტფორდი-ევერტონი 1:1, (4:3 პენ)

ბარნლი-ბოლტონი 1:0

მილუოლი-იპსვიჩი 1:2

პიტერბორო-სუონსი 1:3

პორტსმუთი-ლესტერი 1:2

სტოკი-ფულჰემი 2:0

სანდერლენდი-ვესტ ჰემი 1:2

ტოტენჰემი-არსენალი 1:1 (1:4)

ვულვზი-ნოთს ქაუნთი 1:1 (4:2)

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს