უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდის ბიუჯეტის გაზრდა 1,6 მილიონ ლარამდე იგეგმება
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის "დინამოს" ბიუჯეტი ორჯერ გაიზრდება. ეს კლუბის პრეზიდენტმა სულხან გოგიბერიძემ გვითხრა:

"დასრულებულ სეზონში ჩვენი ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენდა. ცხადია, უმაღლესი ლიგის გუნდს ბევრად მეტი ესაჭიროება.

გუნდი სახელმწიფო დოტაციაზეა და, აქედან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს წინაშე წარვადგინეთ განაცხადი, რომელშიც ვასაბუთებთ, რომ ახალ სეზონში 1,6 მილიონი ლარი გვჭირდება.

ჯერ საკითხი არ განხილულა, მაგრამ მანამდე საკრებულოს წევრებს ველაპარაკეთ და უარი არავის უთქვამს.

ასე რომ, წარდგენილი ვარიანტის დამტკიცებისა და გუნდის გაძლიერების სერიოზული იმედი გვაქვს".

თუ 1,6-მილიონლარიანი ბიუჯეტი დაუმტკიცდება, ბათუმის "დინამო" იქნება მეხუთე კლუბი, რომლის წლიური გასავალიც მილიონ დოლარს მიუკაკუნებს.

შეგახსენებთ, რომ "მილიონერთა კლუბის" წევრი სულ ოთხი კლუბია: თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას თქმით, ბიუჯეტი 5 მილიონი დოლარია; "ზესტაფონის" - 4 მილიონი; ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ყოველწლიურად "ვისოლი" 2 მილიონ ლარს ხარჯავს, ანუ დაახლოებით 1,226 დოლარს. კომპანია დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებს;

მეოთხე მილიონერი გორის "დილაა". ზუსტად მისი ბიუჯეტი უცნობია, მაგრამ კლუბი ისეთ ფეხბურთელებს იწვევს და ისეთ პირობებს სთავაზობს, რომ შეუძლებელია, მილიონ დოლარზე მეტი არ ჰქონდეს.

თუ მათ რიცხვს ბათუმის "დინამო" შეემატება, ეს ჩემპიონატის დონეზე უნდა აისახოს. შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინანდელ სეზონში მილიონერი მხოლოდ "ზესტაფონი" იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სპარტაკი-ბათუმი 1:3 - "ბენდელაზე" სისხლიც დაიღვარა

ბათუმის "დინამოს" ლვოვის "კარპატის" მეპატრონე, უკრაინელი მილიარდერი ყიდულობს

აჭარაში ორი ახალი სტადიონი აშენდება

უძლევი
გორის დილას ბიუჯეტი "ცნობილია", ის უდრის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტს. "უცნობია" თუ ჩვენი, ხალხის, ფულის რა ნაწილს ახარჯავს შსს გორის დილას. სამწუხაროდ ძალიან დიდ თანხას. გორის დილას სახელმწიფო შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ ეს უნდა იყოს განჭვირვალე. ხალხის ფულით მერაბიშვილი დ ანაციონალური მოძრაობა არ უნდა ახორციელებდნენ წინასაარჩევნო ხმების მოსყიდვას ფეხბურთს ამოფარებულები!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე