იტალიის ნაკრების ფანებს მივმართავთ: გახსოვთ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი? გახსოვთ ამ ტურნირზე თქვენი სათაყვანებელი გუნდის მერვედფინალური მატჩი? გახსოვთ, როგორ უნამუსოდ გაუუქმა ეკვადორელმა რეფერიმ ბირონ მორენომ დამიანო ტომაზის ალალად გატანილი გოლი?..

იტალიის ნაკრების ფანებს მივმართავთ: გახსოვთ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი? გახსოვთ ამ ტურნირზე თქვენი სათაყვანებელი გუნდის მერვედფინალური მატჩი? გახსოვთ, როგორ უნამუსოდ გაუუქმა ეკვადორელმა რეფერიმ ბირონ მორენომ დამიანო ტომაზის ალალად გატანილი გოლი? გახსოვთ, როგორ დაადანაშაულა სიმულაციაში და მინდვრიდან მიაბრძანა თქვენი კერპი და ზოგადად მართლაც სიმულანტი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც სამხრეთ კორეასთან მართლაც წააქციეს? ჰოდა, რასაც ქვემოთ გიამბობთ, მართალია 8-წლიანი დაგვიანებით, მაგრამ გულებს მაინც დაგიამებთ.

21 სექტემბრის გამთენიისას, ნიუ იორკის ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 40 წლის ბირონ ალდემარ მორენო რუალესი დააკავეს. როგორც მიხვდით, ეს სწორედ ის ეკვადორელია, რომელიც ოდესღაც საფეხბურთო არბიტრი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ და, სამხრეთ კორეა-იაპონიაში გამართული მუნდიალის მერე მორენომ სულ ერთი წელი იმუშავა საფეხბურთო არბიტრად, ვიდრე ეკვადორის საფეხბურთო ხელისუფლება არაკვალიფიციურობისთვის სამუდამო დისკვალიფიკაციით არ დასჯიდა.

როგორც საბაჟო ხელისუფლების მიერ ბრუკლინის სასამართლოში გადაცემული საბუთებიდან გამომდინარეობს, აეროპორტში ბარგის ჩხრეკისას ეკვადორელი მამაკაცი "შესამჩნევად ღელავდა", რამაც მებაჟეთა ყურადღება მიიპყრო. შედეგად, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ბირონ მორენო სპეციალურ ოთახში გაიყვანეს და სამოსის გახდა აიძულეს, მაგრამ რაც აღმოაჩინეს, ამ მრავლისმნახველი ადამიანების ფანტაზიასაც აღემატებოდა. მორენოს ტანზე და ფეხებზე დამაგრებული ჰქონდა ცელოფნის პაკეტებში დაფასოებული 6 (!!!) კილოგრამი ჰეროინი.

კონტრაბანდისტული თავხედობის მასშტაბით გაოგნებულმა მებაჟეებმა მორენოს ნარკოტიკების კონტრაბანდაში ოფიციალური ბრალდება წაუყენეს და ციხის გზასაც გაუყენეს, ხოლო ბრუკლინის მოსამართლემ ზედ თავდებად გათავისუფლების ნებაც ჩამოართვა. პროგნოზი? ძნელი განსასჭვრეტია, მაგრამ იმას კი წყალი არ გაუვა, რომ მორენოს მრავალი წლის გატარება მოუწევს ვირის აბანოში.

temo
ნაბიჭვრები ესენი არავინ იცის რა მოხდებოდა შეიძლება ჩემპიონებიც გამხდარიყვნენ 2002ში. ამ მსაჯის დედაც.
gio
ძალიან დიდი მადლობა ამბები.ჯის მსგავსიი კარგი ამბის მოხსენებისთვის, მეტის ღირსია, ნაბიჭვარი, მთელი ცხოვრება იტალიის ცოდვა არ მოასვენებს მაგის გამო რაც სკუადრა აძUრას გაუკეთა,
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა