გორის კულტურისა და დასვენების პარკში ახალგახსნილ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, ფეხბურთში რეგიონული პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა
გორის კულტურისა და დასვენების პარკში ახალგახსნილ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, ფეხბურთში რეგიონული პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული მინი-ფეხბურთის ტურნირი დაახლოებით ერთი თვეა მიმდინარეობს ქვეყნის რეგიონებში.

შიდა ქართლის ოთხივე რაიონში ასპარეზობის პირველ ეტაპზე გამოვლინდა საუკეთესო გუნდები. ჩატარდა ნახევარფინალები და ახლა უკვე ფინალი. გადამწვეტ მატჩში გორის "დილას" ვეტერანებმა ქარელის "იბერიას" მოყვარულთა გუნდი დაამარცხა 6:2.

გორელთა რიგებში ახლო წარსულის ცნობილი ადგილობრივი ფეხბურთელები ვანო ხორგუაშვილი, საბა სულთანიშვილი, გიორგი ბალაშვილი, ქრისტეფორე შატაკიშვილი, მიშა თაყაძე, გიორგი ტუღუში და სხვები თამაშობდნენ.

გამარჯვებულთაგან გოლები ხორგუაშვილმა, სულთანიშვილმა და ტუღუშმა გაიტანეს. ტურნირის დასკვნით ეტაპზე "დილა", რეგიონებში გამარჯვებულ საუკეთესო გუნდებთან ერთად ანაკლიაში იბრძოლებს ჩემპიონობისათვის.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა