სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა სპრინტერმა გვარიანად ანერვიულა თავისი გულშემატკივრები
სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა გვარიანად ანერვიულა თავისი გულშემატკივრები.

ნორვეგიიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსოფლიოს რეკორდსმენი მეგობრებს წვეულებაზე ეწვია. საღამო მეორე იამაიკელი სპრინტერის - ასაფა პაუელის მიერ იყო ორგანიზებული.

ნორვეგიაში "ბრილიანტის ლიგის" ეტაპის მოგების აღნიშვნის შემდეგ ბოლტი საკუთარი მანქანის საჭესთან დაჯდა და შინისკენ გაემართა. მშვიდობიანად მიაღწია სახლამდე და სწორედ იქ შეემთხვა ავარია.

"საბედნიეროდ, ამ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო არავინ დაზარალებულა", - განაცხადა 25 წლის სპორტსმენის პრესატაშემ კეროლ ბეკფორდმა.

ავარიის შედეგად მანქანა სერიოზულად დაზიანდა, განსაკუთრებით, წინა ნაწილი, დაიმსხვრა წინა შუშა და ერთი საბურავი საერთოდ მოძვრა ავტომობილს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იამაიკელი მორბენალის პირველი ავარია არ არის. სამი წლის წინ უსაინი საკუთარი მანქანით ავტოკატასტროფაში მოხვდა და მაშინ სპრინტერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მარცხენა ფეხი ჰქონდა დაზიანებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"