ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. I ტური
ტაქტიკა/სტრატეგია

ინგლისის ნაკრების ძირითადში ჩვენთვის მოულოდნელად ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ვიხილეთ, ვინც ცალკეული ეპიზოდების გარდა, თავი ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

თავდასხმაში დენი უელბეკი და ეშლი იანგი გამოჩნდნენ, მაგრამ მათ 90 წუთის განმავლობაში საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. სხვებზე უკეთ ინგლისელთა დაცვის ხაზი გამოიყურებოდა.

ლორან ბლანს სიურპრიზები არ შემოუთავაზებია. ტრავმის გამო მას იან მ'ვილა დააკლდა, ვინც ალუ დიარამ შეცვალა. ცოტა იმან გაგვაკვირვა, რომ მწვრთნელმა თავდასხმის გასაძლიერებლად არც ოლივიე ჟირუ გამოიყვანა და არც ჟერემი მენეზი.

საუკეთესო ფეხბურთელი

სამირ ნასრი

"მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემდეგ 24 წლის ნახევარმცველმა აშკარად მოუმატა. ის შეტევაში ფიგაროსავით ყველგან ასწრებდა.

გოლის გარდა, სამირს კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ...

ის დიდებულად ანაწილებდა ბურთს და არც დაცვის დასახმარებლად შრომა დაზარებია.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

ეშლი იანგი

თუკი ვინმეზე ითქმის, იმედი ვერ გაამართლაო, ეს ეშლი იანგია. ფეხბურთელს, ვისაც უელბეკის ბურთებით მომარაგება ევალებოდა, პირველ ტაიმში პასების მხოლოდ 40% ჰქონდა ზუსტი.

უკეთესობა მას არც მეორე ნახევარში დასტყობია. ერთადერთი, რითაც თავი გამოიჩინა, უხეშობა იყო, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.

მსაჯი

40 წლის იტალიელმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ, პრაქტიკულად, უშეცდომოდ იმსაჯა. თუმცა მისთვის არც ფეხბურთელებს მიუციათ დიდი სანერვიულო. შეიძლება ზოგიერთ წვრილმანზე მოდავება, მაგალითად, როცა მეორე ტაიმის დებიუტში ფრანკ რიბერის ხელების უშნოდ ქნევისთვის ყვითელი არ მისცა, მაგრამ აპენინელს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რაც მატჩის შედეგზე მოახდენდა გავლენას.

მწვრთნელების დუელი

ჯერ როი ჰოჯსონზე ვთქვათ, ვისმა გადაწყვეტილებებმა ჯერ კიდევ ჩემპიონატამდე აალაპარაკა მთელი ბრიტანეთი. როის ფეხის ერთი წაცდენა და პრესა მას აქამდე არნახული ზეწოლის ქვეშ მოაქცევდა.

ჩვენს შეხვედრაში გამოცდილ სპეციალისტს ბევრმა ფეხბურთელმა არ გაუმართლა, მაგალითად, თავდასხმაში ეულად გამწესებულმა დენი უელბეკმა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ზემოთაც მოგახსენეთ, ეშლი იანგი ძალიან სუსტი იყო. გარდა ამისა, ვერ თუ არ აქტიურობდნენ განაპირა მცველები.

ლორან ბლანმა მოახერხა მეტოქისთვის თავისი ტაქტიკის თავზე მოხვევა. საფრანგეთი ბურთს ბევრად უფრო იოლად და ეფექტურად აგორებდა და სახიფათო მომენტებსაც უფრო ქმნიდა. თუმცა მაინც გვგონია, რომ ეს არ არის ფრანგების ფორმის პიკი.

ანალიზი

თამაში ინგლისელთა აქტიურობით დაიწყო. ადილ რამიმ ბურთი ცენტრში დაკარგა. მომენტი ოქსლეიდ-ჩემბერლენს შეექმნა, მაგრამ ბოლოს ფილიპ მექსესმა ითამაშა კარგად.

ფრანგების მხრიდან რიბერიმ და ნასრიმ შეუტიეს მწვავედ, მაგრამ პირველი 100% შანსი მაინც კუნძულელებმა შექმნეს - სკოტ პარკერის პასის შემდეგ ჯეიმს მილნერი უგო ლორისთან პირისპირ დარჩა, მოატყუა კიდეც, მაგრამ მახვილი კუთხიდან ვეღარ გაიტანა. ფრანგების მხრიდან საგოლე შანსები მატიო დებიუშისა და იოან კაბაისაც შეექმნათ.

30-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. პატრის ევრას მიერ წესების დარღვევის გამო დანიშნული ჯარიმა სტივ ჯერარდმა ჯოლეონ ლესკოტს თავზე დაასვა - 1:0.

5 წუთში ალუ დიარას ძლიერი დარტყმა ჯო ჰარტმა მოიგერია. 39-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ჩავარდნენ ინგლისელი ცენტრალური ნახევარმცველები. მათ ზონა დროულად ვერ გადაკეტეს და სამირ ნასრის მისცეს დარტყმის საშუალება - 1:1.

მეორე ტაიმი ბევრად უფრო მოსაწყენი გამოდგა, რადგან 5-6 სახიფათო მომენტი შეიქმნა. აქედან 100%-იანი არცერთზე ითქმის.

მატჩის შემდეგ

როი ჰოჯსონი:

"ჩემპიონატის ერთ-ერთ ტოპგუნდთან კარგად ვითამაშეთ. შედეგით კმაყოფილი ვარ. მათ შეტევებს ვუმკლავდებოდით და პანიკაში ერთხელაც არ ჩავვარდნილვართ".

ლორან ბლანი:

"ცოტა გასაკვირია, მაგრამ მხოლოდ მას მერე ავთამაშდით, რაც გოლი გავუშვით. ის, რომ გათანაბრება შევძელით, ძალიან კარგია. მეორე ტაიმში კიდევ შეგვეძლო გატანა. ვფიქრობ, ქულა ორივე გუნდმა დაიმსახურა".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. I ტური

დონეცკი. დონბას არენა

საფრანგეთი-ინგლისი 1:1 (იხილეთ ვიდეო)

საფრანგეთი (4-1-4-1): ლორისი - დებიუში, მექსესი, რამი, ევრა - დიარა - კაბაი (ბენ არფა 84), ნასრი, მალუდა (მარტენი 84), რიბერი - ბენზემა

ინგლისი (4-4-1-1): ჰარტი - გ. ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, ე. კოული - მილნერი, ჯერარდი, პარკერი (ჰენდერსონი 77), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (დეფო 77) - იანგი - უელბეკი (უოლკოტი 90)

გოლი: 0:1 ლესკოტი (30), 1:1 ნასრი (39)

გაფრთხილება: - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იანგი

კუთხური: 11-4; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 12(7)-3(1); ბურთის ფლობა: 60%-40%

მაყურებელი: 47 400

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უკრაინა-შვედეთი 2:1 - უკრაინის ისტორიული გამარჯვება

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა