ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველი ძიუდოისტების სამი ოქრო ბრაზილიაში

ქართველი ძიუდოისტების სამი ოქრო ბრაზილიაში

რიო დე ჟანეიროს "დიდი მუზარადის" მეორე დღეს ფინალში გასული სამივე ქართველი ჩემპიონი გახდა
რიო დე ჟანეიროს "დიდი მუზარადის" მეორე დღეს ფინალში გასული სამივე ქართველი ჩემპიონი გახდა.

გამარჯვებულის სარგო 5 000 დოლარი და ოქროს მედალი ვალერი ლიპარტელიანმა (90), ირაკლი ცირეკიძემ (100) და ადამ ოქრუაშვილმა (+100) მოიპოვეს.

ამავე დღეს მოასპარეზე კიდევ ორი ჩვენებური - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ლომერ ჟორჟოლიანი (100) კი მეხუთეზე გავიდნენ. ამდენად, ბრაზილიური ტურნირი საქართველოს ნაკრებმა ოქროს 4 და ბრინჯაოს 2 მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი (60) გახდა, ამირან პაპინაშვილი (60) და ლაშა შავდათუაშვილი (66) კი მესამეზე გავიდნენ.

რიოში კიდევ ერთი ჩვენი ოლიმპიელი ჭიდაობდა - ნუგზარ ტატალაშვილი (66), რომელიც ასევე მეხუთეზე დარჩა.

ვაჟთა შორის გუნდური პირველობაც ქართველებს ერგოთ, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში, სადაც ქალთა მონაცემებიც შედის, ჩვენები მხოლოდ ბრაზილიელებს ჩამორჩნენ, რომლებმაც სწორედ ქალთა შედეგებით გვაჯობეს.

როგორც გუშინ ვწერდით, ეს ტურნირი და მომავალ უქმეებზე ბუენოს აირესში გასამართი მსოფლიოს თასი საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრებებია და მათი შედეგები გადამწყვეტი აღმოჩნდება.

ბრაზილიაში გაორებული წონებიდან მხოლოდ ორნი ჭიდაობდნენ და შეჯიბრების მეორე დღეს 100 კილოგრამშიც ზუსტად ის ვითარება შეგვექმნა, რაც თავდაპირველად 60-ში მივიღეთ - სალიცენზიო რეიტინგში დაწინაურებულ ჟორჟოლიანს ცირეკიძემ აჯობა.

60-ისა არ იყოს, ახლაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის, პეტერ ზაიზენბახერის გადასაწყვეტია, ვის წაიყვანს ლონდონის ოლიმპიადაზე.

აი, ლიპარტელიანისა და, ალბათ, ოქრუაშვილის საკითხი კი გარკვეულია, როგორც შავდათუაშვილის, ტატალაშვილისა და ჭრიკიშვილისა. ლიპარტელიანი ამ წონაში ჩვენი ერთადერთი ოლიმპიელია და ძალიანაც რომ მოვინდომოთ, მას ვერავინ შეცვლის.

ღმერთმა დაიფაროს და ტრავმაც რომ მიიღოს, მაშინაც კი! იგივე ითქმის შავდათუაშვილზე, ტატალაშვილსა და ჭრიკიშვილზეც, რადგან ამ წონებში 22-ში მხოლოდ ისინი შევიდნენ.

ოქრუაშვილს წონაში ლიცენზიის მოცილე კი ჰყავს - ზვიად ხანჯალიაშვილი, რომელიც ასევე მოხვდა რეიტინგის 22 საუკეთესოში, მაგრამ მხრის ტრავმის გამო მას არც იაპონია-კორეაში გამართული შეკრება გაუვლია და სამხრეთამერიკულ ტურნირებსაც გამოაკლდა. თან ოქრუაშვილი რეიტინგშიც გვარიანად უსწრებს.

ლიპარტელიანის პროგრესი თვალშისაცემია და, საბედნიეროდ, რიოში დაამტკიცა, რომ ჩელიაბინსკში ევროპის ჩემპიონატზე მისი აღმავლობა შემთხვევითი არ ყოფილა - ფინალში არგენტინელი ჰექტორ კამპოსი 36 წამში ზუსტად იმავე ფანდით დააიპონა, როგორითაც ევროპის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში რუს გრიგორი სულემინს სძლია - ვარდნაში შესრულებული გდებით ბეჭებზე დასცა. მანამდე ჩვენებურმა ბრაზილიელი ენრიკე სილვა და ჩილელი ტომას ბრიკენო დააიპონა.

ეს ტურნირი რომ სუსტი გამოდგა, გუშინაც ვწერდით და იქნებ ფალავანთა შესაფასებლად არც ისე კარგი საშუალებაა, მაგრამ ცირეკიძემაც სამი წმინდა მოგება მიითვალა, რაც ასევე საყურადღებოა.

ბრაზილიელმა ბრუნო ალტოემ 2 წუთზე მეტი თუ გაუძლო, ნახევარფინალში არგენტინელი კრისტიან შმიდტი გადავლებაზე ჩახვეული გარესარმით 18 წამში დააიპონა, ფინალში კი ერთი წუთი მოანდომა ბრაზილიელ ჰუგო პესანასთან წმინდა მოგებას.

ჟორჟოლიანი პირველივე წრეში დამარცხდა სწორედ პესანასთან, რომელიც 90-ის ფალავანია, თუმცა ამჯერად წონა არ დაიკლო და 100-ში იასპარეზა. ცირეკიძემ ჟორჟოლიანთან დაუსწრებელ პაექრობაში შედეგის გარდა ის უპირატესობაც მოიპოვა, რომ ულაპარაკოდ აჯობა მის მომგებ პესანას.

ბრაზილიაში უწყვეტი პროგრესი დაამტკიცა ოქრუაშვილმაც, რომელმაც ტურნირზე სამივე შეხვედრა მასპინძლებთან ჩაატარა და ყველა იპონით მოიგო - გაბრიელ სანტოსთან, დავიდ მოურასა და ვალტერ სანტოსთან.

მართალია, არცერთი მიეკუთვნება ბრაზილიის ნაკრების ლიდერებს (თუმცა ვალტერ სანტოსმა ნახევარფინალში იქაურთა მეორე ნომერი, ლიცენზირებული დანიელ ჰერნანდესი დაამარცხა), მაგრამ ჩვენებურმა სამივე მაინც გასაოცრად ლაღად და თავისუფლად დაჯაბნა.

თითქოს ბავშვებს ავარჯიშებდა, ისე ჭიდაობდა მათთან. ფინალში ის ჰერნანდესის მომგები სანტოსი პირწმინდად დაჩაგრა - ჯერ იუკო აართვა, მერე - ვაზარი, ბოლოს კი შებოჭა.

ჩვენი ნაკრები რიო დე ჟანეიროში დარჩება და რამდენიმე დღით ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვება, კვირის ბოლოს კი არგენტინაში გადაინაცვლებს და, როგორც გითხარით, მომავალ უქმეებზე ბუენოს აირესში მსოფლიოს თასზე იჭიდავებს.

ოღონდ იქ რიოში მოასპარეზე შემადგენლობიდან პაპინაშვილი, ტატალაშვილი და ლიპარტელიანი არ გამოვლენ. პირველი ორი ამ შეჯიბრებას ტრავმის გამო გამოტოვებს, ლიპარტელიანს კი მეტი ტურნირი აღარ სჭირდება.

ის ერთობლივ შეკრებას გაივლის და პარასკევს, როცა შუკვანი, შავდათუაშვილი, ჭრიკიშვილი, ცირეკიძე, ჟორჟოლიანი და ოქრუაშვილი არგენტინაში გაემგზავრებიან, ის თბილისისკენ გამოემართება, ხოლო პაპინაშვილი და ტატალაშვილი დღესვე წამოვლენ ბრაზილიიდან. პაპინაშვილი იქ ჩასვლამდეც ავად გახდა და მისი წაგებაც დიდწილად ამან განაპირობა, ტატალაშვილმა კი პირველივე შეხვედრაში ნეკნი იტკინა.

ბრაზილიური ოქროს ტრიო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველი ძიუდოისტების 3 მედალი და 3 ფინალი რიოს მუზარადზე

• ვასკულატ

ზებედა მეორე ნომერია და ინდივიდუალურატ ემზადება და შესაბამისატ ვერც ოლიმპიადას იჩიდავებს!

• რუსთაველი

ზებედა რეხვიაშვილი სად არის რა შედეგები აქვს ვინმემ იცის? რამდენიმეწლის წინ ძალიან პერსპექტიული ბიჭი იყო და რატომღაც არსად აღარ ჩანს, თუ ვინმემ იცით მის შესახებ დაწერეთ

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი

საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად