20 ივნისს ჩვენებურის აგენტი კლუბის გენერალურ დირექტორს შეხვდება
ორიოდე წლის წინათ ესპანეთის სხვადასხვა ლიგაში ათამდე ქართველი კალათბურთელი ასპარეზობდა. გასულ სეზონში კი დასავლეთის იბერიაში ერთადერთი ჩვენიანი ირჯებოდა - ბექა ბურჯანაძე "კახასოლის" წევრია და გამოდიოდა როგორც ება-ს ლიგაში, ასევე ესპანეთის ახალგაზრდულ პირველობაზე.

ამ შეჯიბრებებზე ქვემოთ კიდევ შევჩერდებით, მანამდე გაზეთ "დიარიო დი სევილიაში" გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს შემოგთავაზებთ:

"სევილიური "კახასოლის" მთავარმა მწვრთნელმა ხუან პლაზამ სეზონის დასრულების შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე შეკრიბა. გუნდის თავკაცი მომავალი ჩემპიონატისთვის კალათბურთელებს აკვირდება: ბექა ბურჯანაძეს, ონდრეი პორზინგისს, კრისტაფს ბალვინს...

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშეა ქართველი ბურჯანაძე, რომელმაც გასული სეზონის დასაწყისში "კახასოლის" სამ საკონტროლო მატჩში მიიღო მონაწილეობა. იგი პირველ გუნდთან ერთად მუდმივად ვარჯიშობს.

ბექას სროლის სიზუსტე არ დაეწუნება, ფიზიკურადაც სათანადოდაა მომზადებული და ნამდვილად შეუძლია მომავალ სეზონში შეცვლაზე შესვლით გუნდს სარგებლობა მოუტანოს".

მართალია, ბურჯანაძე "კახასოლის" მთავარ გუნდთან მთელი სეზონი ვარჯიშობდა, მაგრამ თამაშის შანსი არ მისცემია. არადა, ერთი წლის წინათ მან ესპანეთის ჩემპიონატზეც ითამაშა და ევროთასის ფინალური ოთხეულის მატჩების განაცხადშიც იყო.

ბურჯანაძე გააგრძელებს თუ არა კარიერას "კახასოლში", მალე გადაწყდება:

- 20 ივნისს ჩემი აგენტი კლუბის გენერალურ დირექტორს შეხვდება და სწორედ მაშინ გაირკვევა ბევრი რამ, - გვითხრა ბექამ.

მანამდე რამდენიმე სიტყვით ება-ს ლიგას შევეხოთ. ესაა რანგით მეოთხე შეჯიბრება ესპანეთში. მასში სევილიური გუნდი "კასტელეხა კახასოლის" სახელით გამოდიოდა.

18 წლის ბექა ბურჯანაძემ 19 მატჩში თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი, 235 ქულა ჩააგდო. მისი საშუალო მონაგარი ასეთი იყო: 12.4 ქულა, 3.9 მოხსნა, 0.8 პასი. იგი სამქულიანებს თითქმის ისევე ხშირად სტყორცნიდა, როგორც ორიანებს: 111/49 ორქულიანი (44%), 98/31 (32%) სამიანი.

- ება-ს ლიგაზე რეგულარული ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი ოფის საგზური მოვიპოვეთ, მაგრამ პირველივე მატჩზე არ გამოვცხადდით. მიზეზი საპატიო იყო - ება-ს პლეი ოფს ესპანეთის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაემთხვა და "კახასოლიც" ამ შეჯიბრებაზე გადაერთო.

ესპანეთის ახალგაზრდულ პირველობაში ბექა ბურჯანაძის გუნდი ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთო, სამივე შეხვედრა მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მერვედფინალში "კახასოლი" მალაგის "უნიკახას" დაუპირისპირდა და ისიც დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 16 ქულა და 7 მოხსნა იყო. მეოთხედფინალში...

- "ხუვენტუდს" შევხვდით და დავმარცხდით. შეჯიბრებაში არცთუ დამაჯერებელი გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მატჩებს ესპანური კლუბების სკაუტები ესწრებოდნენ და ყველა თავის გამოჩენას ცდილობდა.

"ხუვენტუდთან" შეხვედრისას ბექას, როგორც "კახასოლის" ბომბარდირს, პერსონალური მეურვე მიუჩინეს, დანარჩენი ოთხი ხუვენტუდელი კი ზონაში იდგა. როგორც ზემოთ დავწერეთ, ასეთმა ტაქტიკამ "კახასოლის" მოწინააღმდეგისთვის შედეგი გამოიღო. ბურჯანაძის გუნდმა მეხუთე ადგილისთვის მატჩში "ტორეხონი" დაამარცხა.

სევილიელი ქართველი თავდამსხმელი თბილისში 11 ივნისს ჩამოფრინდა და ევროპის ჩემპიონატისთვის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოემზადება. 20-წლამდელთა თემას ამ თვეში კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით.

235 ქულით სევილიიდან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...