თბილისში კომისიის სლოვაკმა თავმჯდომარემ და წევრებმა ფესტივალის სამასპინძლოდ შეგულებული ობიექტები დაათვალიერეს
11 ივნისს სეოკ-ის ოფისში პრესკონფერენცია გამართა "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო საბჭომ, რომელიც წინა კვირაში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრთა სტუმრობას ეხებოდა.

პრესკონფერენციას საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური კოორდინატორი რევაზ ჩომახიძე, პროექტის კოორდინატორი გიორგი ხაჩიძე და სპორტული კოორდინატორი ირაკლი სამყურაშვილი უძღვებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისს კომისიის სლოვაკი თავმჯდომარე იოზეფ ლიბა, წევრები - ჩეხი კატერინა ნიცოვა, სერბი ჯორჯ ვისაცკი და ბერძენი სტრატოს კარეტოსი სტუმრობდნენ, რომლებმაც ფესტივალის სამასპინძლოდ შეგულებული ობიექტები დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ კალათბურთს სპორტის სასახლე და ვერის ბაღი უმასპინძლებენ, ხელბურთს - სკა და "ქარიშხალა", ფრენბურთს - გლდანისა და სპორტის სამინისტროს სპორტული დარბაზები, ძიუდოს თავისივე აკადემია, ჩოგბურთს - საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" მიმდებარედ მდებარე კორტები, ცურვას - "ოლიმპიკი", მძლეოსნებს "დინამოს" სტადიონი, ველოსიპედისტებს ქალაქის მთავარი ქუჩები დაეთმობათ, ტანვარჯიშისთვის კი ცალკე დარბაზი აშენდება (ოღონდ 2015-ამდე ამ გეგმაში მცირე კორექტივები არაა გამორიცხული).

ცხადია, ეს ბაზები ჯერ არაა მზად, მაგრამ, როგორც ხაჩიძემ გვითხრა, მათი დღევანდელი მდგომარეობით სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ და არსებითი ხასიათის შენიშვნები არ გამოუთქვამთ. ხაჩიძემ ისიც დასძინა, ამ ბაზებიდან ზოგიერთს რეორგანიზაცია სჭირდება, მაგრამ ეს დროის საკითხია და არა გადაუჭრელიო.

მაგალითად, კორტებს ტრიბუნები დაემატება. ბევრგან სათადარიგო დარბაზები არაა, მაგრამ სტუმრებთან შეთანხმდნენ, რომ საამისოდ ახლომდებარე შესაბამის ცენტრალურ ან უმაღლესი სასწავლებლების ბაზებს გამოიყენებენ, სათადარიგო მარტივი კონსტრუქციის აუზს კი "ოლიმპიკზე" ააგებენ.

სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ თბილისის ზღვაზე ასაშენებელი ოლიმპიური სოფლის პროექტით და ისიც უთქვამთ, ფესტივალების ისტორიაში საუკეთესო სოფელი იქნებაო.

სამყურაშვილმა დაადასტურა, რომ სტუმრები თბილისიდან კმაყოფილები წავიდნენ. თავის მხრივ კი, ყურადღება კვლავ რიგი ფედერაციების საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის გამოუცდელობაზე (ველოსპორტი, ცურვა, ტანვარჯიში) და გაისად ჰოლანდიურ უტრეხტში გასამართ ანალოგიურ ფესტივალზე ფედერაციების წარმომადგენელთა გაგზავნაზე გაამახვილა.

მან სიამოვნებით აღნიშნა, რომ ფესტივალის გამო ბავშვთა ასაკში ახლა ისეთ სახეობებში ტარდება ეროვნული ჩემპიონატები, ადრე ლაპარაკიც რომ არ იყო, ანუ გამოცოცხლდა ბავშვთა სპორტი. ეს ყველაფერი კი ქართულ სპორტს წაადგება.

ჩომახიძემ სამომავლო ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი დეკემბერში ისრაელში ჩასატარებელი ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა გენერალური ასამბლეა იქნება, სადაც კონკრეტულად განიხილავენ ყველა მასპინძელ ბაზას. ამასთან, რიგითი სამუშაო შეხვედრებიც ბლომად გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს