ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს ტრანსფერებზე, მიზნებზე, სამომავლო გეგმებსა და ევრო 2012-ზე ვესაუბრეთ
ავსტრიულ შეკრებაზე გამგზავრებამდე "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს გავესაუბრეთ ტრანსფერებზე, მიზნებზე, სამომავლო გეგმებზე და ცხადია, გვერდი ევრო 2012-ს ვერ ავუქციეთ.

- მოსამზადებელი ეტაპი ყველაზე ადრე დაიწყეთ...

- დიახ, 1 ივნისს შევიკრიბეთ და პირველ ეტაპს 12 ივნისს იმერეთის ნაკრებთან შეხვედრით დავასრულებთ.

- ამ გუნდში საინტერესო ფეხბურთელები აღმოაჩინეთ?

- რამდენიმე მოთამაშე მართლაც ძალიან მომეწონა და ვაკვირდები. გარდა იმისა, რომ საკონტროლო მატჩი გვჭირდებოდა, ეს შეხვედრები სასელექციო კუთხითაც სასარგებლოა.

- "ტორპედო" ევროთასებზე 8-წლიანი შესვენების შემდეგ ითამაშებს. რა იქნება თქვენი მიზანი?

- რაც შეიძლება მეტი ეტაპის გავლა გვინდა, მაგრამ რეალობასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კენჭისყრაზე. ჩვენ განუთესავებში მოვხვდით, რაც იმას ნიშნავს, რომ სუსტი მეტოქე არ გვეყოლება. თუნდაც ის რად ღირს, რომ შესაძლო მეტოქეებში ჰოლანდიური "ტვენტეა".

შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს თამაშები ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილების მიღებასა და სრულყოფაში დაეხმარება.

- "ტორპედო" ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა - სია კიდევ გაგრძელდება?

- ჯერ წასულებზე გეტყვით: ისინი რომ წავიდნენ, სულაც არ ნიშნავს, რომ თამაში არ შეუძლიათ. ოთხივეს წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება კითხვას, სასელექციო პროცესი გრძელდება და თუ ჯანელიძის მსგავსად, წასვლას სხვებიც მოინდომებენ, დაფიქრება დაგვჭირდება.

- თქვენს გაწვრთნილ გუნდში ლეგიონერები ადრეც თითქმის არ იყვნენ. სათანადო დონის მოთამაშეებს არ გთავაზობენ თუ ჯერ "ტორპედო" არაა ისეთი მდიდარი კლუბი, სოლიდურ მოთამაშეებს რომ შეწვდეს?

- სიმდიდრე აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ეს არის საკლუბო პოლიტიკა. კლუბიც მზად უნდა იყოს და ლეგიონერმაც ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ლეგიონერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უფრო დიდ და პატრიოტულ საქმედ მიმაჩნია, ნიჭიერ ახალგაზრდებს ადგილზე რომ მოვძებნით და გავზრდით.

- ახალწვეულებზე რას გვეტყვით?

- ელგუჯა გრიგალაშვილთან კონტრაქტი ადრე გავაფორმეთ. მერე ბექა ტუღუში დავიმატეთ. ახლა კი დათა სიჭინავასა და ზაზა ჭელიძეს ვაკვირდებით და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ.

დავიბრუნეთ მერაბ გიგაურიც, რომელიც ავსტრიულ შეკრებაზე უკეთ გაეცნობა ჩვენს მოთხოვნებს და ალბათ, დარჩება. მათ თავის გამოჩენის საშუალება საკონტროლო შეხვედრებში მიეცემათ.

- ახალ სეზონში რა იქნება "ტორპედოს" მიზანი - ჩემპიონობისთვის საბრძოლველად გუნდი მზად არის?

- კონკრეტულ მიზნებზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. ევროპალიგისა და ჩემპიონატის დაწყებამდე კი ხელმძღვანელობასთან ერთად გადაწყდება, რა მიზანს დავისახავთ და წარმატებად რას მივიჩნევთ. თუმცა, პირადად მე, ყოველ წელს უკეთესი შედეგის მიღწევის პრეტენზია გამაჩნია.

- ევროპის ჩემპიონატზეც ვთქვათ. ფავორიტად რომელი ნაკრები მიგაჩნიათ?

- ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ მეეჭვება, ტიტული შეინარჩუნოს. უპირატესობას კი გერმანიას მივაკუთვნებ, რომელიც საკონტროლო შეხვედრებსა და პირველ ტურში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

თუმცა ჯერ ყველა ნაკრების თამაში არ მინახავს და ისედაც გაუმართლებელი იქნება პორტუგალიის, საფრანგეთის, ინგლისის ჩამოწერა; იგივე იტალიის, რომელმაც, პრობლემების მიუხედავად, საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა.

გია გეგუჩაძე: ყოველ წელს უკეთესი შედეგი! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედომ" სეზონისთვის მზადება მოგებით დაიწყო

ევროტურნირები: "ზესტაფონი" და "მეტალურგი" განთესილები იქნებიან

vasiko basiladze
სანამ ტორბედოში ამინდს ქმნის თბილისელი ფეხბურთელები ვერასდროს მოუგებთ დინამოს,შეიძლება ერთი თამაში სადღაც მოუგო,მაგრამ ეს მოგება არაა,ქუთაიში გაზრდილი უნდა იყოს ტორბედოში 6კაცი მაინც ძირითადში და წარმატებები შემდგომ მოვა,გეგუჩაძე მაგარია იცის ფეხბურთი,ასათიანზე რა ხდება იცის ვინმემ ნეტა სიმართლე?დაანება თავი თამაშს თუ აპირებს დაბრუნებას ფეხბურთში?ეხლა ჭირდება ტორბედოს ესეთი კაცი ზუსტად ეხლაა მაგის დაბრუნების დრო,ეხ ასკა როგორი მაგარი ფეხბურტელი ხარ და როგორ გვჭირდები ეხლა
გრიშა
აბონიმენტი 75 ლარი კი გახდა და თან აწერია „აბონიმენტი ვრცელდება საქართველოს XXIV ეროვნულ ჩემპიონატზე, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე და UEFA-ს ეგიდით ტორპედოს ჩატარებულ თამაშებზე“ აბა თქვას ვინმემ ამის ყიდვა თუ არის „მომგებიანი“: 1.მიხვალ და შენს ადგილზე სხვა ვინმე დაგხვდება წამოსკუპებული 2. თუკი ვინმეს იცნობ ლოჟაში დაჯდომა რა პრობლემაა (ქუთაისშიც და სხვაგანაც) 3. ჯერ არ ვიცით რამდენი ტური იქნება ჩემპიონატში ვთქვათ 36 მაქსიმუმი, აქედან 18 სახლში ანუ 2ლარით 36ლარი გინდა სულ, თასის ჰა-ჰა 4-5 თამაში ესეც 10ლარი და რამდენი ეტაპის გავლა გვინდა უეფაზე ამ გუნდით 3 მაგარი იქნება ესეც 10ლარიანი ბილეთის პირობებში (რაც ქუთაისისთვის ძალიან ძვირია) სულ გამოდის 76 ლარი, ჰოდა ამ ჩვენმა ბიზნესმენებმა წინასწარ გადამხდელს ნაკლები რომ უნდა გამოართვან არ იციან (ეხლა ვიგაცა მეტყვის ლოჟის ბილეთი 4ლარია, კი ბატონო მაგრამ რა განსხვავებაა ტუ იქაც ზემოთ ნათქვამი პირობაა(1. და 2. )) იქ მისულ ხალხს წყლის დალევის ელემენტარული პირობა არ აქვთ! თუმცა ალბათ ყველგან ასეა !!!!!
გივი
არც მთლად ასეა საქმე, ტორპედოს მესვეურებმა ფულის ყადრი იციან :)), ამიტომაც არ მოჰყავთ უცხოელები. ესენი ბიზნესმენები არიან და ბიზნესის პრინციპებით უდგებიან ყველაფერს ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მირწევა უნდათ, მაგრამ ვაი რომ ასე არაა ფეხბურთი მომართული. ვერავინ იტყვის რმო ფხაკაზეებს ფეხბურთი არ უყვართ ან ფული არაა აქვთ, თუმცა ზედმეტს არასოდეს დახარჯავენ. (გვარიც ხელს უწყობთ, იმერლები მიხვდებიან რაზეც ვამბობ :))))... იმედია არავის ეწყინება
Walkabout
უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის მთავარი მწვრთნელი ასე არც უნდა ფიქრობდეს და არც საუბრობდეს... ნიჭიერი ახალგაზრდების ადგილზე მოძებნა და გაზრდა ტორპედოს მთავარი მწვრთნელის საქმე არ უნდა იყოს, ამისათვის არსებობს საფეხბურთო სკოლა, ჭაბუკთა გუნდი, დუბლები და ა.შ. მითუმეტეს არაფერ შუაშია ამასთან პატრიოტიზმი და არც სიამაყით აღსანიშნავი არაა ის რომ ასეთი საკლუბო პოლიტიკა აქვს გუნდს...
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა