ორკვირიანი შვებულების შემდეგ ზესტაფონელთა პირველი ვარჯიში იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა
მიმდინარე წლის 11 ივნისს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-13 წლების გათამაშებაში ასპარეზობისათვის მზადებას შეუდგა.

ორკვირიანი შვებულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა.

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა მიმდინარე წლის 25 ივნისს შვეიცარიულ ნიონში გაიმართება.

მარგველებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა არ უწევთ, ხოლო მეორე ეტაპზე შეხვედრებს ზესტაფონელები 17-18 და 24-25 ივლისს გამართავენ.

9 და 10 ივნისს სამკურნალო სადიაგნოსტიკო სარეაბილიტაციო ცენტრ "მედიგარდში" საფეხბურთო კლუბ- "ზესტაფონის" ფეხბურთელებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირისათვის მომზადების პირველი ეტაპი კი დღეიდან ზესტაფონში გაიმართება და 24 ივნისამდე გასტანს.

ხოლო 25 ივნისს, მეორე მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც ოთხი საკონტროლო შეხვედრის გამართვა იგეგმება.

ზემო იმერეთი გუნდს ცხელი ამინდით შეეგება და ამის გამო პირველი ვარჯიში საკმაოდ გვიან (19:00 საათზე) დაინიშნა.

ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა დღევანდელ ვარჯიშს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ლევან შარიქაძე და შოთა გრიგალაშვილი გამოაკლდნენ.

ორივე ეს ფეხბურთელი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება. ასევე აკლდა ვარჯიშს რატი წინამძღვრიშვილიც, რომელიც დღესდღეობით საპატიო მიზეზის გამო საქართველოში არ იმყოფება...

გუნდს დაუბრუნდნენ მიხეილ სარდალიშვილი და ნოდარ კიკნაველიძე. ორივე ამ ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი საფეხბურთო კლუბ "გაგრაში" გაატარა.

მარგველთა სერბმა ფიზმომზადების მწვრთნელმა ივან ვუჩეტიჩმა, ფეხბურთელებმა შოთა ბაბუნაშვილმა და ალექს ბენაშვილმა ზესტაფონელებთან შრომითი კონტრაქტები თითო წლით გაახანგრძლივეს.

რაც შეეხება ახალგაზრდა თევდორე გრიგალაშვილს, მან საკუთარი სპორტული კარიერა იმერლებს 5 წლით დაუკავშირა.

fczestafoni.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა