არნემის "ვიტესის" 19 წლის ქართველ თავდამსხმელში იტალიელები 6 მილიონ ევროს იხდიან!
არნემის "ვიტესმა" "ვალვაიკთან" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამსვლელი პლეი ოფის მატჩები მოიგო (გასვლაზე 3:1, შინ - 2:1) და საგზურიც გაინაღდა. ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი ჰქონდა გიორგი ჭანტურიასაც.

მან ერედივიზიეში 28 შეხვედრიდან 20 ძირითადში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

მერე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გაიბრწყინა - ხორვატიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-6 ჯგუფში 3 გოლით ავსტრიელ ტონი ვასტიჩთან და ხორვატ მარკო დუგანჯიჩთან ერთად ბომბარდირი გახდა.

...სეზონი არაერთგვაროვანი ჰქონდა. თავიდან "ვიტესის" ძირითადში თამაშობდა, შემდეგ ტრავმის და მწვრთნელთან გაუგებრობის გამო დაისვენა, მაგრამ ბოლოს ისევ გამოჩნდა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

და მაინც, შესაძლოა, მისი და "ვიტესის" გზები გაიყოს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური გრანდი "რომა" არნემის "ვიტესის" 19 წლის ქართველი თავდამსხმელით დაინტერესდა.

ამას გარდა, ისიც შევიტყვეთ, გიორგი ჭანტურიას მიმართ ინტერესს კიდევ 2 იტალიური გუნდი, "ჯენოა" და "ფიორენტინა" იჩენს.

შეეფერება თუ არა ეს ყველაფერი სიმართლეს? გადასამოწმებლად გიორგის დავუკავშირდით და აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელი სერია A-ში თამაშს იმედოვნებს.

- რეალურია, რომ კარიერას იტალიაში გააგრძელებ?

- რეალურია თუ არა, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებ, მაგრამ იტალიელები რომ მიწვევენ, ეს ნაღდი ამბავია.

- "ვიტესსთან" მოლაპარაკება დაწყებულია?

- ამის შესახებ ჩვენს პრეზიდენტს დაელაპარაკებიან და იმედი მაქვს, რომ მერაბ ჟორდანია გამიგებს და იტალიაში გამიშვებს. თავად იყო ფეხბურთელი და არა მგონია, ჩემი არ ესმოდეს და ხელი შემიშალოს.

- რომელი გუნდი აქტიურობს?

- "რომას" გარდა, "ჯენოა", "ფიორენტინა" და "ინტერი" დაინტერესდნენ.

- "ინტერი"?!

- დიახ, "ინტერი" და, რაც ვიცი, ოთხივე მზად არის, "ვიტესს" საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადოს.

- რა თანხაზეა ლაპარაკი?

- ჩემი ინფორმაციით, "რომა", "ჯენოა" და "ინტერი" 5-იდან 6 მილიონ ევრომდე იხდიან, "ფიორენტინას" წინადადებაზე კი ბევრი არაფერი ვიცი.

- პირადად შენ რომელ გუნდში გსურს თამაში?

- ყველა ძლიერი გუნდია. იტალიის სერია A-ში თამაშის პერსპექტივა კი ძალიან მხიბლავს და მიმაჩნია, რომ იქ კიდევ უფრო გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი.

ვნახოთ, ჯერ კლუბს დაელაპარაკებიან, მერე "ვიტესში" ახალი მწვრთნელი დაინიშნება და მისი აზრითაც დაინტერესდებიან.

მოკლედ, ჟორდანიასა და მწვრთნელის გადაწყვეტილებას ველოდები. ისე, რაც ვიცი, ჰოლანდიელებს კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად შესთავაზეს.

- ჰოლანდიაში სეზონი კარგად დაიწყე, მაგრამ ერთი ხანობა ძირითადში ვეღარ ხვდებოდი...

- მიზეზი ტრავმაც იყო და მწვრთნელთან გაუგებრობაც, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მოგვარდა.

- ინფორმაციის თანახმად, იტალიელები შენმა საკლუბო გამოსვლებმა დააინტერესა. ანუ ნაკრებში არ გაკვირდებოდნენ?

- მეც ვიცი, რომ 7-8 თვე კლუბში მაკვირდებოდნენ.

- სამწუხაროდ, ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა...

- არადა, დიდი შანსი გვქონდა. რაც მოხდა, ყველაფერი ხორვატებთან იდიოტური შეცდომით გაშვებული გოლის გამო მოხდა. ამ დროს არავისზე ნაკლები გუნდი არ გვყავდა.

გიორგი დევდარიანის შემდეგ ამ გუნდის გაწვრთნა ძნელი იყო, მაგრამ ოთარ კორღალიძემ და მისმა ასისტენტებმა მოახერხეს და გუნდი კარგად ათამაშეს.

მე ვიტყოდი, რომ კორღალიძე არის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი და მწვრთნელი, ვისთანაც მიმუშავია და ფედერაციის ხელმძღვანელი რომ ვიყო, ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი, ისე დავტოვებდი ნაკრებში. მას ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა შეუძლია, ეს კი ბევრს ნიშნავს.

- მოულოდნელი იყო, ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დასვენება რომ მოსთხოვე...

- თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ მაისში 9 შეხვედრა ვითამაშე და ქანცგამოცლილი ვიყავი. ასე კი ნაკრებს ვერ დავეხმარებოდი. ალექსანდრე ჩივაძე დიდი ფეხბურთელი იყო და აღმოჩნდა, რომ გამგები და გულიანი ადამიანიც ყოფილა.

სხვათა შორის, ნაკრებებში სულ გულიანი მწვრთნელები შემხვდნენ და ეს მახარებს. ფეხბურთელს რომ გაუგებ, შენი გულისთვის თავს მოიკლავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოთარ კორღალიძე: გიორგი ჭანტურიაზე ათასი უსიამოვნო ხმა მესმოდა...

გიორგი ჭანტურია ელიტრაუნდის ჯგუფის ბომბარდირია

giorgi
ჯერ ადრეა ამ ახალგაზრდის ძლიერ გუნდში გადასვლა,თორემ თავიდან ძირითადში არ დააყენებენ და მერე კი ვიცით რაც მოსდით ხოლმე ქართველ ვარსკვლავბიჭუნებს მაგალითი უამრავია თუნდაც ყენია...
zura
მაგარია,მიდი გიო
goga
კარგი ბიჭი ხარ, ღმერთმა დაგლოცოს, თუმცა უნდა ვთქვა ცოტა ზედმეტად ამბიციური მომეჩვენე
ქინქლაძე
მთავარია ბევრი ვარჯიში. მარტო ტექნიკა არ შველის,ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო.
irakli
გიორგი კაი ბიჭი ხარ. არ დაუშვა ქინქლაძის და სხვების შეცდომები, გააგრძელე ვარჯიში, არ იზამრაცო და არ გაამპარნტავდე. ჯერ არავინ არ ხარ მსოფლიო ფეხბურთის დონეზე, მაგრამ გაქ დიიდი პოტენციალი. აბა შენ იცი, შეუბერე. შენი გვჯერა და ველით შენ დიდ კარიერას. ყველფაერი გამოვა, თანმიმდევრუობით, მონდომებით და ცოტა იღბალით. აბა შენ იცი
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად