საფრანგეთის ნაკრების მცველმა ინგლისელებთან (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა
საფრანგეთის ნაკრების მცველმა პატრის ევრამ ინგლისელებთან (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

- ინგლისი დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, ამიტომ მათთან შეხვედრაში გამარჯვება იოლი არ იყო. მიმაჩნია, რომ როდესაც მეტოქემ გოლი გაიტანა, პანიკაში არ ჩავვარდნილვართ, არამედ მთელი დარჩენილი დროის მანძილზე ყურადღებით ვთამაშობდით და გოლიც გავიტანეთ. ახლა უკრაინის დამარცხებაზე უნდა ვიფიქროთ.

- თქვენი გუნდი ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა. რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ?

- საკმაოდ რთული საკითხია. დიახ, გარკვეული ცვლილებები მოხდა, მაგრამ ახლა შემდეგ მატჩებზე უნდა გადავერთოთ. ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელობისას საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო. ის ძალიან ძლიერი სპეციალისტია და ეს ჩვენ მიერ ჩატარებული წაუგებელი მატჩების რაოდენობითაც მტკიცდება.

- რა შეგიძლიათ თქვათ უკრაინის შესახებ, ქალაქზე, ხალხზე, რომელიც აქ იმყოფება?

- რთულია ხალხზე საუბარი, იმიტომ რომ არაფერი გვინახავს (იღიმის). ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დილა გვქონდა, რათა რამე გვენახა. ახლა მომავალ მატჩებზე ვფიქრობთ.

- პირველ მატჩში ნათამაშები ფრე კარგი შედეგია?

- არ ვიცი. კარგი შედეგი იქნება, თუ მეორე მატჩს მოვიგებთ.

- რას იტყოდით დონბას არენაზე?

- აქ პირველად არ მითამაშია და სტადიონიც ბრწყინვალეა, მოედანი შესანიშნავია. მართალია, რომ ძალიან ცხელოდა (იღიმის). ეს ერთადერთი პრობლემაა. სტადიონი კი მართლაც კარგია.

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი-ინგლისი 1:1 - მოსაწყენი სანახაობა [+VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა