"სპორტმედიასეტის" ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენმა" "მილანთან" ტიაგო სილვას ტრანსფერზე მიაღწია შეთანხმებას
"სპორტმედიასეტის" ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენმა" "მილანთან" ტიაგო სილვას ტრანსფერზე მიაღწია შეთანხმებას.

პარიზელებს გარიგება 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ. შეგახსენებთ, რომ 2007 წელს "მილანმა" "ფლუმინენსედან" ტიაგო 10 მილიონად იყიდა. თუკი კლუბებს შორის ხელშეკრულება საბოლოოდ გაფორმდა, პსჟ 8 მილიონით გააუმჯობესებს შარშანდელ სატრანსფერო რეკორდს, როცა "პალერმოს" ხავიერ პასტორეში 42 მილიონი მიუთვალა.

რაც შეეხება 27 წლის ბრაზილიელის ხელფასს, წელიწადში ის 9 მილიონ ევროს მიიღებს, ზუსტად 2-ჯერ მეტს, ვიდრე "მილანში". ფრანგული პრესა ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას უახლოეს დღეებში ელოდება.

პსჟ-ის ამბიციები ამით არ შემოიფარგლება. მას "ტოტენჰემიდან" ლუკა მოდრიჩის შეძენა სურს. მოგეხსენებათ, "დეზები" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ და ფინანსური პრობლემების ასაცილებლად ბიუჯეტის შეკვეცა მოუწევთ.

ლონდონელები უკვე დაემშვიდობნენ ნიკო კრანჩარს, ვინც კიევის "დინამოში" გადავიდა. მათ უარი თქვეს პერმანენტულად ტრავმირებულ ლედლი კინგთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე.

რაც შეეხება მოდრიჩის ტრანსფერს, ამაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხანია მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გახდა. პარიზელები მზად არიან, ხორვატში უფრო დიდი თანხა გადაიხადონ, ვიდრე "ეშმაკებს" აქვთ გამზადებული და ფეხბურთელსაც უკეთესი ანაზღაურება შესთავაზონ.

დაბოლოს, გეტყვით იმას, რომ გუნდი შეიძლება საუკეთესო ბომბარდირმა, 30 წლის ნენემ დატოვოს. მიზეზი ის არის, რომ პსჟ მას ახალ ხელშეკრულებას არ სთავაზობს.

"ლეონარდოს უკვე შევხვდი და ველაპარაკე. ველაპარაკე არა ფულზე, არამედ ჩემი კლიენტის ახალ კონტრაქტზე. ძალიან გვინდა, თანამშრომლობა 2015 წლამდე გავაგრძელოთ, მაგრამ კლუბი ჯერ არაფერს გვპირდება. ლეონარდომ შემომთავაზა, რომ აღნიშნულ თემას სეზონის განმავლობაში დავუბრუნდეთ.

თუკი მას ასე სურს, მაშინ მე და ნენე ყველა წინადადებას განვიხილავთ, რასაც კი ზაფხულის განმავლობაში მივიღებთ. იმედია, კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერს არ დაბლოკავს," - განაცხადა ბრაზილიელის აგენტმა კრისტოფ მონანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"