ჰოლანდიელებთან თამაშის წინ მატსს "ბილდი" გაესაუბრა
მატს ჰუმელსს უნიჭიერეს და უკვე ჩამოყალიბებულ, მაღალი დონის მცველად აქამდე მხოლოდ დორტმუნდში აღიარებდნენ.

თავის დროზე მიუნხენის "ბაიერნმა" ჰუმელსი ისე გაუშვა, ხელმძღვანელებს ერთხელაც არ წამოსცდენიათ, ეს რა მცველს ვკარგავთო და ჰუმელსი "დორტმუნდში" მაშინვე შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა.

მიუხედავად ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარებისა, მატსი გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებოდა და ბევრს გაუკვირდა, ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა პორტუგალიასთან სასტარტოში რომ გაამწესა, მაგრამ ჰუმელსმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მართლაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და დაკვირვებულ მკითხველს ეხსომება, რომ მატსი გერმანია-პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელეთ.

ჰუმელსი თავის მეწყვილე ბადშტუბერს იდეალურად უგებდა და თუ პირველ წუთებში ერთი-ორ ანერვიულებას არ ჩავთვლით, მთელი 90 წუთის მანძილზე უშეცდომო გახლდათ. დღეს ჰოლანდია-გერმანიაა და ფაქტია, რომ იოგი ჰუმელსს ძირითადი შემადგენლობიდან არ ამოაგდებს. ჰოლანდიელებთან თამაშის წინ მატსს "ბილდი" გაესაუბრა.

- ჰერ ჰუმელს, შვეიცარიასთან ამხანაგურ მატჩში გერმანიამ ხუთი გოლი გაუშვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავწერეთ, რომ თქვენ სასტარტოში უნდა გეთამაშათ. როგორც ჩანს, ლიოვიც ასე ფიქრობდა და პორტუგალიასთან ძირითად შემადგენლობაში გაგამწესათ, პერ მერტეზაკერი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. თქვენ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეთ! არადა, საყოველთაო აზრით, სასტარტოში მერტეზაკერი მოიაზრებოდა...

- სიმართლე გითხრათ, მეც არ ველოდი, რომ პორტუგალიასთან ვითამაშებდი და ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ უნდა მეთამაშა. თუმცა ეს ჯერ კიდევ დიდხანს არ ნიშნავს იმას, რომ მე უკვე ძირითადი შემადგენლობის წევრი ვარ. ასეთი სტატუსის მოსაპოვებლად ნაკრებში წლების მანძილზე მაღალ დონეზე თამაშია საჭირო. ახლა რომ ვთამაშობ, ეს მხოლოდ ახლა შექმნილი სიტუაციის დამსახურებაა.

- ვითომ?

- პორტუგალიასთან რომ არ მეთამაშა, ვიფიქრებდი, რომ არც ჰოლანდიასთან ვითამაშებდი. ახლა კი, რახან ვგრძნობ, რომ ოთხშაბათსაც ძირითად შემადგენლობაში ვიქნები, ცხადია, ძალიან მინდა, რომ ყველა შეხვედრაში ვიასპარეზო, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ შეიძლება მეც მომიხდეს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა.

- როგორი რეაქცია ჰქონდა მერტეზაკერს, როცა გაირკვა, რომ ძირითადში თქვენ უნდა გეთამაშათ?

- პერთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაქვს და მექნება. თამაშის წინ არაფერი უთქვამს, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ჩემთან მოვიდა და კარგი თამაში მომილოცა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მერტეზაკერი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია.

- ჰოლანდიელებმა დანიასთან წააგეს და ფაქტია, რომ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ორმაგი მოტივაციით იბრძოლებენ. რას ფიქრობთ ამ თამაშზე?

- ჩვენი მიზანი ჰოლანდიის ნაკრების დამარცხებაა, რამაც შესაძლოა, მეოთხედფინალში თამაში გაგვინაღდოს. ყოველ შემთხვევაში, ამ თამაშის მოგებით პლეი ოფისკენ, მინიმუმ, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ. ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება გვინდა, ფრე არ დაგვაკმაყოფილებს.

- პირადად თქვენ რობინ ვან პერსის განეიტრალება დაგევალებათ. მის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშეთ და ვან პერსიმ დორტმუნდის "ბორუსიას" ორ მატჩში სამი გოლი გაუტანა...

- გამოდის, რომ პირად დუელში აშკარად მიგებს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვან პერსიმ გერმანიის ნაკრებთან ვერ იხეიროს.

კარგად ვიცი, როგორი ფეხბურთელია და როგორ მოძრაობს საჯარიმოში თუ მის მიღმა. რობინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მასთან ბრძოლა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა