ჩეხებმა პეტრ ირაჩეკისა და ვაცლავ პილარჟის გოლებით მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებმა საბერძნეთის ეროვნულ გუნდს სძლია.

ჩეხებმა პეტრ ირაჩეკისა და ვაცლავ პილარჟის მიერ შეხვედრის პირველ ნახევარში გატანილი გოლებით მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. საპასუხო ბურთი ბერძნებმა მეორე ტაიმში, ჩეხთა გოლკიპერის, პეტრ ჩეხის უხეში შეცდომის წყალობით შეაგდეს. თავი თეოფანის გეკასმა გამოიჩინა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში რამდენიმე მეტრიდან გადაგზავნა.

ჩეხებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და თავიდანვე დაწინაურდნენ. ირაჩეკმა უკვე მესამე წუთზე შეძლო გატანა, პილარჟმა კი - მეექვსეზე. აღსანიშნავია, რომ 23-ე წუთზე ბერძნებმა მეკარე კოსტას ხალკიასი მიხალის სიფაკისით შეცვალეს.

ბერძნებმა გატანა პირველივე ტაიმის მიწურულს კი შეძლეს, თუმცა ფრანგმა არბიტრმა შტეფან ლანუამ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ჯგუფის მეორე მატჩი პოლონეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის მოგვიანებით გაიმართება.

ასევე იხილეთ:

პოლონელ და რუს ფანებს შორის ომი მძვინვარებს - ვარშავაში სროლის ხმა ისმის!

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა