ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური საბერძნეთისა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩით დაიწყო. პირველი შეხვედრების გათვალისწინებით, უმეტესობა უპირატესობას ელადებს ანიჭებდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - ჩეხებმა აჯობეს მეტოქეს, პირველი ქულები ჩაიწერეს აქტივში და პლეი ოფსაც გახედეს.

რაც შეეხება თამაშს, პირველი 6 წუთი კარგი, სანახაობრივი ფეხბურთი ვიხილეთ, აი, დარჩენილ დროზე კი რა მოგახსენოთ...

ტაქტიკა/სტრატეგია

მწვრთნელებმა ზუსტად ის ტაქტიკური სქემები აირჩიეს, რომლითაც პირველი მატჩები ჩაატარეს. ჩეხთა თავკაცმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა, აი, ფერნანდუ სანტუშმა კი გარკვეული ცვლილებები მოახდინა; მაგალითად, სათადარიგოთა სკამზე დატოვა თეოფილას გეკასი, მის ნაცვლად კი შეტევის წინა ხაზზე გეორგიოს სამარასი გაამწესა.

რუსებთან შეხვედრაში სამარასი ფორვარდის უკან მოქმედებდა და მისი ადგილი დიმიტრის სალპინგიდისმა დაიკავა. აქედანვე უნდა ითქვას, რომ ამ როტაციამ არ გაამართლა და სანტუშს შესვენებაზე მოუხდა დაშვებული შეცდომის გამოსწორება - მეორე ტაიმიდან მოედანზე გეკასი გამოჩნდა და გამოკვეთილი თავდამსხმელის პოზიცია დაიკავა, სამარასმა კი უკან დაიხია და შემტევი ნახევარმცველის ამპლუა მოირგო.

მიხალ ბილეკმა სწრაფ გოლზე დაგეშა შეგირდები და ამან 100%-ით გაამართლა. ნომინალური სტუმრები პირველივე წამებზე ეკვეთნენ მეტოქის კარს, რამაც შედეგი მესამე და მეექვსე წუთებზე გამოიღო.

პირველი გოლი 4-2-3-1-ტაქტიკით მოასპარეზე გუნდის ტიპურ იერიშს მოჰყვა - მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში პეტრ ჟირაჩეკი შეიჭრა, კიპერთან პირისპირ დარჩა და გახსნა კიდეც ანგარიში.

მეორე გოლისას მარჯვენა ფრთაზე გებრე სელასიემ ივაჟკაცა, გამჭოლი გადაცემა გააკეთა კარის ხაზის გასწვრივ და ვაცლავ პილარს ანგარიშის გაორება აღარ გასჭირვებია.

საუკეთესო ფეხბურთელი

გებრე სელასიე (ჩეხეთი)

გებრე სელასიე მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდა - მთელ ფრთას აკონტროლებდა და თანაბრად ნაყოფიერი იყო როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ისე შეტევაში. არაერთხელ ჩაშალა ბერძენთა იერიშები და გაამწვავა თავისი გუნდის შეტევები.

ძალიან სწრაფია და არც პასი დაეწუნება - სწორედ მის მწვავე გადაცემას მოჰყვა ბერძენთა კარში გატანილი მეორე გოლი და ვგონებთ, ის უდავოდ იმსახურებს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

პეტრ ჩეხი (ჩეხეთი)

საბერძნეთის ნაკრების მიერ გატანილი ერთადერთი გოლი პეტრ ჩეხის სინდისზეა - სრულიად უწყინარ სიტუაციაში ხელიდან გაუვარდა ბურთი და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა.

მისდა საბედნიეროდ, ბერძნებმა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს, თუმცა ჩეხის ქმედებებს ეს არ ამართლებს - დიახ, ქმედებებს, რადგან გამოცდილი კიპერი სხვა მომენტებშიც დაბნეული ჩანდა და დამაჯერებლობით ვერ გამოირჩა; თითქოს შეშინებული იყო, რაც ამ რანგის მეკარისგან ნამდვილად გასაკვირია.

შესაძლოა, ეროვნული ნაკრების ლიდერის როლი მისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთი და პასუხისმგებლობაა.

მსაჯი

სტეფან ლანოის უხეში შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ შეუმჩნეველი იყო და თავისი საქმე უბადლოდ შეასრულა. ცოტა დაბნეული დარბოდა, ხშირად იყო მოვლენების ზედმეტად ეპიცენტრში, რის გამოც ერთხელ მინდორზეც კი გააგორეს - ამასთან, ძალიან ხშირად უსტვენდა და ამით ისედაც მოსაწყენ თამაშს კიდევ უფრო უკარგავდა ტემპს.

მოკლედ, ფრანგ არბიტრს უხეში შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ მის მიმართ მაინც აღმოგვაჩნდა პრეტენზიები.

მწვრთნელების დუელი

ფერნანდუ სანტოშს პორტუგალიური არაფერი სცხია - მაშინაც არ გადააწყო გუნდი ორფორვარდიან ტაქტიკაზე, როდესაც ორი ბურთის სხვაობით აგებდა და დიდი ფორა ჰქონდა ამოსაქაჩი.

თეოფილას გეკასი ანტრაქტის შემდეგ გაიყვანა მინდორზე, მაგრამ გიორგიოს სამარასი დაწია უკან და კვლავ 4-3-2-1-სქემით განაგრძო თამაში.

არადა, ვინ იცის, იქნებ ორ გამოკვეთილ თავდამსხმელში იყო ბერძენთა ხსნა და ცოტა რომ გაერისკა სანტუშს, შედეგიც მოემკა. ვერ გარისკა და დამარცხდა კიდეც...

რაც შეეხება მიხალ ბილეკს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან სწრაფ გოლზე ათამაშა შეგირდები და მიზანსაც მიაღწია - გოლი კი არა, გოლები გაიტანეს ჩეხებმა და გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბილეკმა აშკარად დაჯაბნა პორტუგალიელი ვიზავი.

ანალიზი

ერთმანეთის პირისპირ ორი დაახლოებით თანაბარი კლასის გუნდი წარსდგა და გაიმარჯვა იმან, ვისაც უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა.

სადღაც ეს ლოგიკურიც არის, რადგან როდესაც ბერძნები იმაზე ფიქრობდნენ, იქნებოდა თუ არა ფრე მისაღები შედეგი, ჩეხებმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ და მიზნის მისაღწევად ძალები არ დაიშურეს - შედეგიც სახეზეა...

დასკვნა

ჩეხებმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს, ჯგუფიდან გასვლისკენ გადადგეს ნაბიჯი და მათთვის სხვა ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

და მაინც, კარგი იქნება, თუ მომავალში მიხალ ბილეკის შეგირდები მხოლოდ 6 წუთით არ შემოიფარგლებიან.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური

ვროცლავი. მუნიციპალური სტადიონი

საბერძნეთი-ჩეხეთი 1:2 (იხილეთ ვიდეო)

საბერძნეთი (4-3-2-1): ჰალკიასი (23. სიფაკისი) - ჰოლებასი, ტოროსიდისი, კ. პაპადოპულოსი, კაცურანისი - მანიატისი, ფოტაკისი (46. გეკასი), კარაგუნისი - სალპინგიდისი, ფორტუნისი (71. მითროღლუ) - სამარასი.

ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - სივოკი, კადლეცი, ლიმბერსკი, გებრე - პლასილი, ჰუბშმანი - პილარი, როსიცკი (46. კოლარი - 90. რაჟტორალი), ჟირაჩეკი - ბაროში (64. პეხარტი).

გოლები: 0:1 ჟირაჩეკი (3), 0:2 პილარი (6), 1:2 გეკასი (53).

კუთხური: 1-4; ჯარიმა: 14-26; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 7(5)-8(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 42 000

A ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რუსეთი 2 1 1 0 5-2 4

2. ჩეხეთი 2 1 0 1 3-5 3

3. პოლონეთი 2 0 2 0 2-2 2

4. საბერძნეთი 2 0 1 1 2-3 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პოლონეთი-რუსეთი 1:1 - ინტრიგა ცოცხალია

ვარშავის ბრძოლა 2012 - პოლონეთ-რუსეთის არასაფეხბურთო დაპირისპირება

გია გურული: A ჯგუფიდან რუსეთი და პოლონეთი გავლენ

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა